საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » ივლისი » 12 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 49)
9:18 PM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 49)


დღეები გადის... ერთი... ორი...სამი... წამები მიქრიან, არ გვაძლევენ მათით ტკბობის საშუალებას. ხშირად ვინატრებთ ხოლმე "ნეტავ დროის უკან დაბრუნება შეგვეძლოს !!",ან "ნეტავ ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს". იცით რა ? დროის დაბრუნება კიდევაც რომ შემეძლოს,არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში !! დიახ "! ალბათ ზედმეტად თამამი განცხადებაა. იტყვით " ნუთუ არავითარი შეცდომა არ გაქვს დაშვებული წარშულში,რისი გამოსწორებაც გინდა?". ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული,რადგან უბრალო მოკვდავი ვარ და უცოდველი მხოლოდ ღმერთია,მაგრამ ყველა ხომ თავის შეცდომებზე სწავლობს !! არც ერთი ჩვენგანი არ არის იდეალური, ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ამაზე ვჩუმდებით და კვლავ მაინც წინ მივიწევთ. წარსულში რომ დამაბრუნა,ერთადერთს რასაც გავაკეთებდი, ჩემს საყვარელ ადამიანებს,რომლებიც დავკარგე,ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი,თუ როგორ მიყვარს თითოეული. დანარჩენს ისე დავტოვებდი,როგორც იყო. ისინი ადრე თუ გვიან მიმატოვებდნენ,მაგრამ კარგია,რომ ისეთ ასაკში დამტოვეს მარტო,როცა მათუ დაკარგვა ძალიან არ განმიცდია,უფრო სწორად,ვერ გავაცნობიერე. არ შევცვლიდი არაფერს იმიტომ,რომ მაშინ ვერ მოვხვდებოდი ბავშვთა სახლში,ვერ გავიცნობდი ჩემთვის 2 უსაყვარლეს ადამიანს:თაკო და თორნიკეს, ვერ გავიცნობდი  ნიკას, ვერ ჩავიდოდი ამერიკაში, ვერ ვისწავლიდი ჯულიარდში,თუნდაც ერთი თვით  )) ვერ გავიცნობდი ლიზის და საბას , ვერ მოვყვებოდი ავარიაში... ხო,მე თუ მკითხავთ ესეც საჭირო იყო !! ამით ხომ უფრო მეტად დავაფასე სიცოცხლე,ამით ხომ ერთი წუთით მაინც შევხვდი იმ ადამიანს,რომელიც სიკვდილმაც კი ვერ წამართვა და დღემდე ჩემთანაა. ვერ ვიტყოდი სიტყვა "მიყვარხარ"-ს, ვერ ჩავეხუტებოდი, ვერ ვაკოცებდი, ვერ ვიგრძნობდი ისე ძლიერად,როგორც ახლა !! ვერ გავიცნობდი , ვერ ვისწავლიდი კოლეჯში, ვერ წავიდოდი იქ სადაც ახლა ვარ !! და უბრალოდ, ამის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი !! ხშირად მგონია,რომ ჩემი ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლა და იმის მტკიცებაა,რომ მე შემიძლია და ვარ ძლიერი,მაგრამ... ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს !! ხო,არ მოგჩვენებიათ,ეს მართლა ვთქვი !! ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს... როგორ მიაღწია ერთმა ობოლმა და უპატრონო ბავშვმა ამდენს ! როგორ მოიპოვა იმ ადამიანის სიყვარული,რომელზეც ყველა გოგო ოცნებობდა !!! დიახ, მე მჯერა "ჰეფი ენდის" და მჯერა სასწაულების !!! ხშირად ეს არ ხდება,მაგრამ ალბათ მე იღბლიანი ადამიანი ვარ,რადგან ღმერთმა ეს დამანახა !! ამიერიდან არასდროს ვიტყვი,რომ ამას ვერ გავაკეთებ,რადგან დავრწმუნდი,რომ შეუძლებელი არაფერია !! ასე,რომ მე შემიძლია !!! თუ მომინდება კიდევაც ვიფრენ და კიდევაც მივწვდები ცას  !! იმ ცას,რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს,ერთ-ერთი კი ის ვარსკვლავია,რომელიც ყველაზე მკაფიოდ ანათებს...!! საიდან სად გადავხტი ხო ? მოდი,აწი დავიწყებ იმ დღეების შესახებ მოყოლას,რომელიც ამ ზაფხულს გადაგვხდა !!



-ბავშვებო,დღეს ბოლო დღეა (( წინა დღეები საოცრად გავატარეთ,მაგრამ ეხლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ როგორ გავატაროთ ეს დღე ისე,რომ ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩეს !!

-ლიიკ,გახსოვს,გითხარი,ეს ზაფხული ისეთი იქნება,რომ სამუდამოდ გემახსოვრება-მეთქი !! ხოდა ამას ავასრულებ კიდეც ! 

-და ნიკუშ,ამას როგორ აპირებ ხომ ვერ გვეტყვი ? - სიცილით ჰკითხეს საბამ და თოკომ .

-როგორ და გაიგებთ !! ამ დღეს მთლიანად მე გავუძღვები,მე უნდა დამემორჩილოთ და კიდევ,ყველაფერს მე ვიხდი !! ეხლა გაიგეთ საბუნაბუნა და თოკიკოო ? :დ

-გაგახარა ღმერთმა :დ მაგაზე კარგი რაა, ჩვენს ჯიბეებში ფულიც დარჩება და კარგადაც გავატარებთ დროს !!

-ხო,თქვენ მარტო ფულზე იფიქრეთ :დ 

-იიიი...შენ არ იხდიდე,ნახავდი რას გიზამდით !!

-თქვენ ? ნუ მაცინებთ :დ

-კარგით ეხლა,გეყოფათ ! - ერთად იყვირეს ლიზიმ და თაკომ,რომელსაც უკვე ყელში ამოუვიდათ თავიანთი შეყვარებულების ტრაბახი :დ 

-გვირჩევნია დროზე დავიწყოთ ჩემი გეგმის განხორციელება,თორემ დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. 

ნიკამ ხელი მოგვკიდა და სადღაც გაგვაქანა. სულ არ ვიცოდით სად მივდიოდით,მაგრამ მორჩილი კრავებივით უკან მივსდევდით :დ თავდაპირველად ზღვაზე წავედით. ბევრი ვიცურავეთ. თაკოს იმ დღის მერე წყლის შიში ჰქონდა,მაგრამ საბამ დიდი თხოვნით შემოიყვანა და გვერდნიდან არ მოსცილდა. ზღვიდან სასწრაფოდ სახლში მოვვარდით, გამოვიცვალეთ და მაშინვე ერთ ძალიან კარგ კაფეში დავსხედით. მოგვიანებით ნიკამ "ციცინათელას" პარკში გაგვაქანა და იქ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ და ნასიამოვნებები წამოვედით ე.წ. "კუკუშკით" ;დ ლიზის ყველაფერი უზომოდ მოეწონა. თორნიკე კი თვალს ვერ წყვეტდა. ისიც მასავით ბედნიერი იყო, თანაც უხაროდა,რომ ლიზის ყველაფერი მოეწონა და ისიამოვნა. ღამის 12 საათი იყო. ჩვენ კი ბულვარში ვსეირნობდით და ამ დღეზე ვსაუბრობდით. ნელ-ნელა დავწყვილდით და ცალ-ცალკე დავიწყეთ სიარული.



http://www.youtube.com/watch?v=1OfsZyYPLoI  < ---- ეს ჩართეთ და ისე წაიკითხეთ )



-აბა,როგორ მოგეწონა ლიიზ ? 

-ყველაფერი შეუდარებელი იყო !! თავი სამოთხეში მგონია ! თანაც აქ შენც ხარ )) იცი როგორ მიყვარხარ ?

-და მე რომ უფრო მიყვარხარ ? 

-არა,მე უფრო !!

-არა,მე და მორჩა !!! ხომ იცი,ბოლო სიტყვა კაცისაა !!

-მერედა ეგ ვინ გითხრა ? ;დ ხო ხო კარგი :დ 

ლიზა მიხვდა,რომ ზედმეტი მოსდიოდა და თოკოსაც წყენა შეატყო,ამიტომ მაშინვე თავისი "ხრიკი" გამოიყენა და თოკოს აკოცა ! ისიც მაშინვე მოლბა :დ 

-მინდა,რომ ეს წუთები უსასრულოდ გაგრძელდეს !! პირველად ამ ხნის განმავლობაში უბედნიერესად ვგრძნობ თავს !! 

-მეც ძალიან ბედნიერი ვარ,რომ გვერდით შენნაირი ბიჭი მიდგას !! 

-ლიიზ, ძალიან მიყვარხარ !!

ლიზიმ პასუხის ნიშნად მას ღიმილი აჩუქა,მხარზე თავი დაადო და გზა განაგრძეს.




-რა კარგი საღამოა, არა ?

-შეუდარებელი .

-ზღვაც რა წყნარი და ლივლივაა )) შიგ ბანაობა მოგინდება !

-მერედა ვინ გიშლის ? წამოდი,ვიბანავოთ !

-გაგიჟდი,სააბ ? :დ ამ შუაღამით,იცი ზღვა რა ცივი იქნება ?

-პირიქით, შენთვითონ თქვი ზღვა რა წყნარი და ლივლივააო )) წამოდი წამოდი !! ნუ გეშინია,მე აქ ვარ !!

-ნამდვილი გიჟი ხარ !! :დ არ მეგონა ჩემზე გიჟს თუ ვიპოვიდი ვინმეს !!

-ხოდა ჩათვალე რომ იპოვეე !!

საბამ გაიცინა,თაკოს ხელი წაავლო და ჰაერში ასწია . 

-რა აკეთებ იდიოტო :დ დამსვი !!

-აბა,შეეცადე და თავი დამაღწიე ;დ

საბა ზღვისკენ გაექანა, თაკოს უფრო და უფრო უჭერდა მკლავებს. თაკო ხარხარებდა. ცოტა ეშინოდა,მაგრამ გვერდით საბა ჰყავდა !! გიჟებმა ყველაზე გიჟურად დაამთავრეს დღე: შუაღამით შევარდნენ ზღვაში, კარგად იწუწავეს, ერთმანეთი აბზრიალეს და სულმთლად სველები ამოვიდნენ წყლიდან :დ


ტანსაცმლიდან წყალი წურწურით სდიოდათ, თან იცინოდნენ, თან ერთმანეთს დასდევდნენ, მოკლედ ძალიან სასაცილოები და რაც მთავარია შეყვარებულები ჩანდნენ !! ბოლოს,როცა ორივე დაიღალა, ქვიშაზე წამოჯდნენ და ზღვას დაუწყეს ყურება .

-ხედავ,არაფერი ყოფილა შეუძლებელი ))

-შენნაირი გიჟის ხელში :დ

-არც შენ მყავხარ დალაგებული :დ

-ეეე, იდიოტოო !!!

-მიყვარს როცა ასე მეძახი :დ

-იდიოტოო !! იცი რა ?

-რა ?

-მმმმ.. იცი რაც და გინდა რომ პირველმა მე გითხრა ხოო ? 

-არა,სრულებით არ ვიცი რას გულისხმობ :|||

-როგორ არა, იცი :დ აღიარე იდიოტო !!

-ხოო,კარგიი :დ რა და .... მიყვარხარ !!

-ვერ გავიგე ?

-მიყვარხარ !!

-უფრო ხმამაღლა არ შეგიძლია ? 

- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! ! - იღრიალა საბამ . 

-აი,ასე უკეთესია :დ გინდა მეც აგყვე ? მეცოდები მარტო რომ ყვირი, ვინმე მართლა დარწმუნდება შენს სიგიჟეში :დ 

-მიდი, მარტო ნუ დამტოვებ - საბამ ისეთი საცოდავი თვალები მიიღო და ქცედა ტუჩი ისე სასაცილოდ ამოატრიალა,რომ თაკო გადაბჟირდა.

-რა საყვარელი ხარ !! მოდი ერთად !! 

-მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!! - ორივემ ერთად იყვირეს და ერთმანეთს ჩაეხუტნენ .




-ლიიკ, შეხედე იმ ვარსკვლავს ? შენ გგავს !!

-საიდან შეამჩნიე ? :დ მე ვიცი ვინცაა ეს ვარსკვლავი !! ვიცი,მანაც იცის ვინც ვარ მე და ამიტომ მიყურებს ასე ))

-როცა ლაპარაკობ,ვისვენებ !! შენი ლაპარაკი მაწყნარებს. ძალიან ნაზი და სათუთი არსება ხარ !!

-)) მადლობა ... -თავი მხარზე დავადე და ახლა მთვარეს შევხედე !


-ხედავ ? სავსე მთვარეა !!

-ულამაზესი ღამეა. ამას ის ემატება,რომ შენთან ერთად ვარ . ხომ გითხარი ეს ზაფხული ყოველთვის გემახსოვრება-მეთქი. 

-პირობა აასრულე !! )) ეს წუთები არასდროს დამავიწყდება !! ან როგორ უნდა დავივიწყო !! 

-ლიკა...

-ხო

-ძალიან მიყვარხარ !

-მეც ძალიან მიყვარხარ !! შენ ხარ ერთადერთი ბიჭი, რომელიც ჩემი გულის ცემას ერთდროულად აჩქარებს და ანელებს კიდეც !! 

-მიხარია,რომ ჩვენმა სიყვარულმა ამდენ დაბრკოლებას გაუძლო და ასეთი ძლიერი გახდა !! რაც დრო გადი უფრო და უფრო მიყვარდები და შენში ახალს ვპოულობ !! მირჩევნია ხვალვე მოვკვდე, ვიდრე ვიცხოვრო ათასი წელი და შენ არ გიცნობდე. გპირდები,რომ არასდროს გაგიშვებ !!




სიკვდილი ნამდვილ სიყვარულს ვერ გააჩერებს, მას მხოლოდ მისი შეყოვნება შეუძლია. სიცოცხლე სიყვარულის გარეშე სულაც არაა სიცოცხლე. საუკეთესო სიყვარული აღვიძებს ჩვენს სულს, რათა უფრო მეტს მივაღწიოთ. გულში ცეცხლს გვინთებს და სიმშვიდე მოაქვს ჩვენი გონებაში. ხანდახან გვიწევს საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად გვიყვარს, ეს ხანდახან მათ თავს უფრო გვაყვარებს !! სიყვარული-ვნებაა, ცდუნებაა, როდესაც მის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია. გიყვარდეს ვინმე გიჟივით და მისგანაც იგივე გრძნობას იღებდე. ცხოვრებას ამის გარეშე აზრი არ აქვს. უნდა უსმინო გულს, უნდა ცადო, და თუ საერთოდ არ გიცდია, ეს ნიშნავს, რომ არ გიცხოვრია. ყველაზე კარგი რამ რაც შეიძლება ცხოვრებაში ისწავლო, არის სიყვარული და სანაცვლოდ ამ გრძნობის მიღება.




კატეგორია: BooK | ნანახია: 1115 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7

7 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-13)

მადლობა ყველას <3<3

6 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-13)

ubralod dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian dzalian miyvars es motxroba...!!!!! da namdvilad visiamovne =)))) <3

5 ნინი ქოიავა  NiiiNaa❤  (2012-07-13)

martla mwerali xar ra...didi nichi gaq weriis..motxroba martla shesanishnavia.:D

4 mari  Maar♥  (2012-07-13)

Rogor bisiamovne....,.nu ra unda vtqA sheifarebelia

3 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-07-12)

kidev erti sauketesxoze sauketeso tavi<3 gaagrdzele<3

2 Taki ..  Smiley  (2012-07-12)

aiaiai umagresiaaa.. miyvarss es motxrobaa malee dadeee.. <3333

1 PrincessK  Princess  (2012-07-12)

ვაი,ეეე დღითიდღე უფრო მაგარი ხდებაა და სიმღერა ძალიან უხდებაა! ძალიან! უმაგრესიიიიიიააააა აუცილებლად უნდა გააგრძელო მალე მალე მალე დაა მალეეეეეე happy
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

საათი: 11:27 AM
თქვენი IP: 3.144.224.116
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz