საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 47)
9:33 PM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 47)

-მგზავრთა საყურადღებოდ: გთხოვთ აიღოთ თქვენი ჩანთები და მოემზადოთ. 5 წუთში ქობულეთში ვიქნებით ! 

-ნიკაა,ნიკაა,გაიღიძე... ჩავდივართ !!
-მმმ...უკვეე ?? რა მალე მოვედით ))
-მთელი გზა გეძინა და ვერც გაიგე როგორ გავიდა დრო )) ძალიან საყვარელი ხარ,როცა გძინავს !!
-ისე არ ვარ ? 
-:დ შენ ყველანაირად საყვარელი და კარგი ხარ .. !! ❤
-მადლობა ❤
-ააააააააა !! არ მჯერა,რომ როგორც იქნა ჩამოვედით !! ლიიიზ,შენი ჩანთა რომელია ?
-ვარდისფერიი )) ძალიან მაინტერესებს ქობულეთი . აქ ხომ პირველად ვარ !
-არც ჩვენ დავდივართ აქ ყოველ წელს :დ ასე რომ შენნაირად გვაინტერესებს ))
-ლიიკ,საბას და თაკოს რა სჭირთ ? რაღაც ერთად ვერ ვხედავ. თაკო სადაა ?
-თქვენ რომ გეძინათ,იჩხუბეს. რაღაც სისულელეზე, ხომ იცი თაკო რა ეჭვიანია. ხოდა, საბამ თქვა როგორც კი ჩავალთ მე უკან დავბრუნდებიო. თაკო უფრო განერვიულდა და სხვას გაუცვალა ადგილი. ეხლა არიან ასე ..
-მიდი რაა,მოიყვანე. უნდა ჩავიდეთ .
-საბაა,ვიცი გაბრაზებული ხარ,მაგრამ უკვე ჩავდივართ და ადექი რაა. თუ მასთან ერთად არ გინდა,ჩვენთან ერთად იარე კარგი ?
-კარგი, ბავშვებო თქვენი ხათრით,თორემ აქ დაჩენა უკვე ტანჯვას უდრის. 
-თოკო,მიდი რა თაკო შენ წამოიყვანე . ცოდოა მარტო .
-თაააკ,ვიცი,ვერ მიტან,მაგრამ წამომყევი რაა :დ უნდა ჩავიდეთ და ჩემთან ერთად იარე. წამოდი წამოდი და რაფაელოს გიყიდი :დ 
-მმმმ...მართლა ?? ისე პრინციპში შენ მაინც უნდა გეყიდა, ხომ შემიჭამე !!
-გიყიდი,გიყიდი :დ   ❤ ახლა წამოდი .
ასე დავიყოლიეთ ორივე. სასტუმრომდე ისე მივიდნენ,რომ ერთმანეთისთვის არც კი შეუხედავთ. მათ რომ ვუყურებდით,გული გვტკიოდა, მაგრამ ორივე ერთმანეთზე უარესი ჯიუტია,ამიტომ მათთან საუბარი არ ღირდა. ნიკამ თავისი გემოვნებით აარჩია სასტუმრო და ძალიან მაინტერესებდა როგორი იქნებოდა )) მართალია მას ვენდობოდი და ვიცოდი,რომ ცუდს არ აირჩევდა,მაგრამ ეს ცნობისმოყვარეობა .. !! შევედით შიგნით და მომსახურე პერსონალს გამოველაპარაკეთ. მან ჩვენი ნომრების გასაღებები მოგვცა და ჩანთების ატანაშიც დაგვეხმარნენ. ბიჭები ცალკე ოთახში მოთავსდნენ, ჩვენ კი - ცალკე. ისეთი კომფორტული და მყუდრო ოთახები იყო,რომ თავი სამოთხეში მეგონა . ამაზე კარგზე ვერც კი ვიოცნებებდი ! კარგად რომ დავბინავდით, მე და ლიზი საწოლზე წამოვგორდით და დავიწყეთ ფიქრი იმაზე,თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ხვალ. დღეს უკვე გვიანი იყო და არ ღირდა ზღვაზე გასვლა. ამ ლაპარაკ-ლაპარაკში მივხვდი,რომ ერთი ხმა მაინც გვაკლდა,ყველაზე ცოცხალი,ხალისიანი !! გვერდით გავიხედე და სახე მომეღუშა. თაკო ლოგინზე იჯდა და ხელები სახეზე აეფარებინა. ცრემლებს მალავდა,მაგრამ ამ ქვეყანაზე არავინ და არაფერი დაიმალება .. !! თავი ვეღარ შეიკავა და მთელ ხმაზე აბღავლდა.

-მეტი აღარ შემიძლია... ვაღიარებ არ ვარ ძლიერი ! ძალიან ცუდად ვარ ! ასე მგონია სადაცაა გული გამისკდება..
მასთან მივვარდი და ჩავეხუტე. ის კი თავისას აგრძელებდა. არ ჩერდებოდა,უფრო სწორად ვერ ჩერდებოდა. არ შეეძლო მოეთოკა ნერვები. მან ისედაც დიდხანს შეიკავა თავი. არ უნდოდა საბასთვის დაენახებინა თავისი სისუსტე. მას ხომ ყველა უდარდელ,მხიარულ,სიცოცხლით სავსე ადამიანად ვიცნობთ. ის თაკო კი,რომელსაც ჩემს კალთაში ედო თავი,სულ სხვა იყო. 

-სიკვდილი მინდა .. !!
-კარგი, რა სისულელეებს იძახი. ხომ იცი,რომ ყველას ძალიან გვიყვარხარ  და გვჭირდები !!
-მას არც ვჭირდები და არც ვუყვარვარ !!
-თაკო,ამ სიტყვებს მალე უკან წაიღებ. დამიჯერე ! მას ყველაზე მეტად უყვარხარ და ისიც ძალიან განიცდის. საერთოდ რა სისულელის გამო იჩხუბეთ ? არც შენ ხარ ანგელოზი.შენც დამნაშავე ხარ. ყველაფერს მას ნუ დააბრალებ. 
პასუხი აღარ გაუცია,მაგრამ უარესად ატირდა.ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა. ვცდილობდით მის დაწყნარებას,მაგრამ ვერ ვახერხებდით. ამან დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შემდეგ კი,როცა ძალიან დაიღალა, მკვდარივით დაეძინა. 



ამასობაში,სანამ დავწვებოდი, ნიკას მესიჯი მოვიდა:
-ლიიიკ,ხომ არ გძინავს ? ძალიან გთხოვ,ჩვენთან გამოდი. ძალიან გვჭირდება შენი დახმარება !! თაკო მარტო არ დატოვოთ. მასთან ლიზა დარჩეს.
ამ მესიჯმა დამაფეთა. თავში უამრავმა აზრმა გამიელვა,მართალია უფრო მეტად იმაზე ვფიქრობდი,რომ საწოლი ვერ გაშალეს,მაგრამ როცა ოთაის კარი შევაღე და საბა დავინახე,ყველა ფიქრი თავიდან ამომივარდა.
-სააბ,რა გჭირს ? ღმერთო ჩემო, ხელი გაჭრილი გაქვს. მოიცადე,სადღაც იოდი მქონდა. ნიკაა, დიდი ჩანთის ჯიბეში ნახე,წამლების ყუთი დევს და ის მომეცი.
-ეხლავე.
ნიკამ ყუთი მომაწოდა, სასწრაფოდ ამოვიღე იოდი,ბამბა და ბინტი,ჭრილობა შეძლებისდაგვარად დავუმუშავე და შევუხვიე.
-აბა ეხლა მოყევი რა დაემართა შენს ხელს ?
-არაფერია. მალე გამივლის. ნუ ინერვიულებთ.
-მე მაინტერესებს როგორ გაიჭერი და სადან გაჩნდა შენ საწოლთან  ეს დანა ? - მაშინვე თვალში მომხვდა საბას საწოლის ქვეშ დაგდებული დანა,დავიხარე,ავიღე და მას ვუჩვენე.
-დანაა ? საბა,დანა საიდან გაქვს ? მოიცადე,ეს ხომ ის დანაა,მატარებელში ხილი რითაც დავჭერით ?
-ხოო, ჩემი ჯიბის დანაა. ძალიან ცუდად ვარ. თავს საშინლად ვგრძნობ,მაგრამ აქ რომ მოვედით,მაშინ უარესად ვიყავი, სანამ ნიკა და თოკო გარეთ იყვნენ,დანა ამოვიღე და ვათამაშებდი, ამასობაში კი შემთხვევით ხელი გავიჭერი. 
-სიმართლე თქვი . საბა,ვენების გადაჭრას ხომ არ აპირებდი ?

-არა,არა, ეს არც გაიფიქროთ. განერვიულებული ვიყავი,მაგრამ ნამდვილად ვერ ჩავიდენდი ყველაზე დიდ ცოდვას. ეს ყვეალაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა,გეფიცებით !!
-კარგი,გვჯერა. ბოდიში ეს რომ ვიფიქრე. თაკოც ძალიან ცუდადაა, მთელი დღე ტიროდა და ეხლა ჩაეძინა. 
-არ შემიძლია მისი ტანჯვის ყურება. ხვალვე დავბრუნდები თბილისში.
-რადგან ასე გაქვს გადაწყვეტილი... ერთს გთხოვ,ხვალ დილით ზღვაზე წამოდი ჩვენთან ერთად და მერე რაც გინდა ის ქენი. აქ ხარ ჩამოსული და ერთხელ მაინც ხომ უნდა იბანავო !!
-კარგი, მაგრამ ძალიან გამიჭირდება..
-ვიცი,რომ გადაიფიქრებ წასვლას. ამის მჯერა ! ღმერთი თქვენთვისაც მოახდენს სასწაულს !! 

საბამ თავი ჩაღუნდა და დავინახე ცრემლი,რომელიც მის ლოყებს მოსწყდა და ლოგინზე დაეწვეთა. ნიკას და თოკოს გადავხედე,ვანიშნე,რომ მისთვის ყურადღება არ მოეკლოთ და ოთახიდან გავედი.
მთელი ღამე მათზე ვფიქრობდი,ძილით მხოლოდ გამთენიისას დამეძინა,ისიც 2 საათით. 7 საათზე წამოვდექი,გავემზადე,ბავშვები გავაღვიძე და ზღვაზე წავედით. უბედნიერესი წამები იყო. ზღვის ხმამ და სუნმა ყველაფერი ცუდი დამავიწყა. მაშინვე ნიკას მოვკიდე ხელი და ორივე ერთად შევედით. ცურვა არ ვიცოდი,ამიტომ სადამდეც ფეხს ვადგამდი,იქამდე შევედი. თაკო სანაპიროზე იჯდა და ცას გაჰყურებდა. მას დავუძახე და ჩამოსვლა ვთხოვე,შემდეგ ლიზა და თოკოც მივიდნენ და ორივემ ერთად შემოათრია ზღვაში. საბამ ჩემი თხოვნა შეასრულა და ისიც წამოვიდა. ნახევარი საათის შემდეგ ყველა წყლიდან ამოვედით. თან ზაგარს ვიღებდით და თან სასუსნავს ვჭამდით :დ უცებ ვიღაცის ხმა მოგვესმა, ამას ტალღების ტყლაშანი და ხმა მოჰყვა და ის ჩაიძირა ...



საშინელი და საზარელი სიკვდილი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მსხვერპლს მოიცავს პანიკა იმ აზრისგან, რომ ის ვეღარ შეძლებს ცურვას. დაუდევრად და უაზროდ ფართხალებს, მანამ, სანამ იმყოფება წყლის ზედაპირზე. ჩაძირულს და სულიერად განადგურებულ ადამიანს აღარ შესწევს იმის ძალა, რომ დასახმარებლად ვინმეს მოუხმოს, უკანასკნელად ცდილობს ჩაისუნთქოს ჰაერი. ადამიანის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ეტაპი გრძელდება დაახლოებით 20 წამიდან - 1წუთამდე.
უშედეგო მცდელობისგან დაღლილი მსხვერპლი იძირება წყლის სიღმეში, ცდილობს ჩაისუნთქოს ფილტვებში დარჩენილი ჰაერი დაახლოებით 30 - 90 წამის განმავლობაში.
ამის შემდეგ, ის ინსტიქტურად ყლაპავს მცირე რაოდენობის წყალს და ახველებს, რის შედეგადაც შეისუნთქავს უფრო მეტს,ჟანგაბადის უქონლობისგან მსხვერპლი კარგავს ცნობიერების შეგრძნებას და მსხვერპლი გრძნობს,რომ იღუპება ...

კატეგორია: BooK | ნანახია: 999 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 10

10 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-11)

Davdeb Davdeb :d

9 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-07-11)

gaagrdzele droze angry

8 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-07-11)

Madloba Bavshveboo <3 Ara Maar, ar gawvaleb :d davdeb dgess : )

7 Qeti  Qeta♥  (2012-07-11)

kaiaa. gaagrdzelee

6 mari  Maar♥  (2012-07-11)

au rogor daixrchoba??rato wyvet xolme ase chemi tanjva gsiamovebs? biggrin

5 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-07-11)

au dzaan magaria gaagrdzele ogond dgesve ra gexvewebi <3 ra momentshi gawyvite mokled -_- biggrin umagresia da gaagrdzeleee :**

4 PrincessK  Princess  (2012-07-10)

ვაიმეეეე ძააალიან მაგარიაააააააა love

3 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-07-10)

pantastiuri tavi iyo dZalian magari iyo dry <_< aucileblad xval mainc dade shemdegi tavi <3 chemi sayvareli motxrobaa<3

2 Taki ..  Smiley  (2012-07-10)

umagresiaa .. vgijdebi am motxrobazeeee

1 Taki ..  Smiley  (2012-07-10)

gemudarebii dgesvee dadeee dzaliann gtxovv !!!!
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 8:58 AM
თქვენი IP: 18.218.163.82
თარიღი: 2024-11-08
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz