საიტის მენიუ

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » მაისი » 24 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 43)
0:44 AM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 43)

-ლიიკ...ოთახში ხარ ?

-ჰოუუ...აქ ვარ. სადმე მიდიხართ ?

-აჰაა...მე,საბა,თოკო და ლიზა კინოში მივდივართ. ხო არ წამოხვალ ?

-არა,მადლობა.სახლში მირჩევნია ყოფნა...თან დღეს ვერ ვარ კარგად.რაღაც მაცივებს და მირჩევნია დავრჩე.

-კარგი ლიიკ...თავს მიხედე და რეკვით არ აგვიკლოო :დ აბა ჭკვიანადდ <3

კარები ისე გაიჯახუნეს,რომ ასე მეგონა სახლი თავზე ჩამომენგრა.დავრჩი მარტო ჩემს მყუდრო და თბილ ოთახში.მე,ტელევიზორი და ცხვირსახოცები..როგორ ვერ ვიტან,როცა გაციებული ვარ ! ამ დროს არაფრის თავი და ხალისი არ მაქვს + ამას ხმა მერთმევა და საშინელი სანახავი ვარ,ამიტომ ნიკას მოსვლა ავუკრძალე და ოთახში ჩავიკეტე. ყურებში ყურსასმენები გავიკეთე,თვალები დავხუჭე,მოვეშვი და ბალიშზე დავდე თავი...ასე კიდევ დიდხანს ვიქნებოდი,მობილურის ვიბრაცია რომ არ მეგრძნო.არავის ველოდი და არც არავის თავი არ მქონდა,ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია,თვალები არც კი გამიხელია და თავი არ შემიწუხებია.ძალიან ცუდად ვიყავი,შუბლი ცხელი მომეჩვენა,ამიტომ მაშინვე სიცხე გავიზომე.აღმოჩნდა,რომ 38 გრადუსი მქონდა.სასწრაფოდ წამალი დავლიე,ლოგინში ჩავწექი და ვცადე დამეძინა იმ იმედით,რომ ძილში სიცხე დამიწევდა.მართლაც თვალები მივხუჭე თუ არა,მაშინვე ჩამეძინა.


თვალები გავახილე,საათს შევხედე.უკვე 9 იყო.ვგრძნობდი,რომ სიცხე ნელ-ნელა მიწევდა,წამოდგომა ვცადე,მაგრამ თავბრუ დამეხვა და უკანვე დავბრუნდი.ტანში სისუსტეს ვგრძნობდი,მადა არ მქონდა,თავი საშინლად მისკდებოდა.ტელევიზორი ჩავრთე,მაგრამ მალევე გამოვრთე.არაფერი საინტერესო არ გადიოდა,ერთგან მაია გვატირებდა,მეორეგან მელაძე აჩხუბებდა ერთმანეთს ხალხს,სხვაგან მექსიკური სერიალი იყო,ამიტომ ნამდვილად არ მიღირდა ყურება. მალე ბავშვებიც დაბრუნდნენ და ქოთქოთი დაიწყეს...ერთმანეთს რაღაცაზე ეკინკლავებოდნენ,მერე ჩემთან შემოვარდნენ და ზედ დამახტნენ.

-ეე დავიხრჩვე,გიჟები ხართ ? სიცხე მაქვს,ახლოს ნუ მოდიხართ,გადაგედებათ !

-ოო მოიცა რაა...გადაგვედება და გადაგვედოს ! როგორც შენ იტანჯები, ისე უნდა დავიტანჯოთ :დ

-როგორ შეგტკივათ ჩემზე გული :დ გადარეული ვარ პირდაპირ ! ისე,რა ქენით ? მოგეწონათ ფილმი ?

-ძალიან ! მაგარი იყო,ოღონდ ამ ვაჟბატონმა მომიშალა ნერვები !

-მე თუ შენ ? რატომ იტყუები ? შე ცანცარა ! 

-მე ვარ ცანცარა ? ენას კბილი დააჭირე,თორემ რაღაცას გესვრი და პასუხს არ ვაგებ !

-კარგით რა ბავშვებო,დაწყნარდით ! მე მაინც მეცით პატივი.ვერ ხედავთ რა ცუდად ვარ ? 

-კარგი ლიიკ,ბოდიში...შენ მერე მოგხედავ ვაჟბატონო ! უიი,მესიჯი გაქვს მოსული,არ უნდა წაიკითხო ?

-ისე ცუდად ვიყავი,არც შემიხედავს.

-მოიცადე,მე ვნახავ...უცხო ნომერია.არც მე მეცნობა :| 

-ვინაა ? რას მწერს ? ეე თაკო,რატომ გაშტერდი ? მითხარიი გოგო 

-თოკო,მოდი აქ...თუ გინდა რომ შეგირიგდე,წაიკითხე კარგად...შენც იმას ხედავ,რასაც მე ? 

-რა არის ? ვინაა ? რაებს წერს,რა უნდა ლიკასგან ?

-ვინმე ამიხსნის რა ხდება ? თუ დავუძახო მილიციას ?

-ლიიკ...გახსოვს ის დღე მე და შენ საყიდლებზე რომ ვიყავით,მერე პარკში რომ შევჩერდით და მესიჯი რომ მოგივიდა ?

-კი,მახსოვს,ის გოგო იყო,ნიკას რომ ეკიდებოდა კისერზე. მაგან კიდევ მომწერა,მაგრამ მაშინ ნიკასთან ერთად ვიყავი და არ შევიმჩნიე.თქვენვისაც აღარ მითქვამს.

-ხოდა კიდევ მოგიწევს მისი "ტკბილი სიტყვების" წაკითხვა ! ის იდიოტკა არის ... გეფიცები აქ რომ იყოს,ჩემი ხელით გავპუტავდი !

-კარგი თააკ დაწყნარდი,ეგეთს ყურადღება არ უნდა მიაქციო.სულ არ მაინტერესებს რას წერს,კისერიც უტეხია.მაგით მე ვერაფერს დამაკლებს,ტყუილად ირჯება ! ეხლა მთავარია მალე გავხდე კარგად,მეტი არაფერი მინდა. იმას ღმერთი სამაგიეროს გადაუხდის,მე არ მაქვს უფლება და არც სურვილი ისე მოვექცე,როგორც თვითონ მომექცა...

***


უკვე 1კვირა გავიდა.ახლა უკვე კარგად ვარ.სრულიად ჯანმრთელი და საღსალამათი.კოლეჯში დავდივარ,ბავშვებთან ერთადაც ვსეირნობ და ჩვეულებრივ ვაგრძელებ ცხოვრებას.დღეს საღამოს ნიკა გამომივლის და სადღაც მივყავარ,სიურპრიზს მიწყობს <3 თაკომ გამომპრანჟა,თმები და მაკიაჟი გამიკეთა,კაბა შემირჩია და ნიკას ჩამაბარა :დ მანქანაში ჩავჯექი და მთლიანად მას მივენდე.

-აბა რას ვაპირებთ ?

-სიურპრიზია...თუ გითხარი,რაღა გამოვა ? 

-ხომ,მაგრამ იქნებ სად მიგყავარ ?

-მოსაკლავად ხომ არ მიმყავხარ ? :დ მენდობი ?

-კი,გენდობი,თან ბოლომდე...

-ხოდა,არაფერზე იდარდო,სახლში უვნებელს დაგაბრუნებ :დ გპირდები !


გამეღიმა და მას გადავხედე.მანაც ჩემსკენ გამოაპარა თვალი და ჩუმად ჩაიცინა,ხელი ხელზე მომიჭირა და ცალი ხელით ტარება განაგრძო. სადღაც გააჩერა,მანქანიდან გადმოვიდა,კარები გამიღო და ხელი მომკიდა.თვალები ამიხვია და ისე ამიყვანა რაღაც კიბეებზე.სანამ სკამზე არ დამსვა,სახვევი არ მომხსნა.თვალები გავახილე და მაშინვე მისი ლურჯი თვალები დავინახე,გამიღიმა,მეც გავუღიმე და გარემოს გადავხედე.რესტორანში ვიყავით,თანაც საკმაოდ ძვირადღირებულში.ვიოლინოს ხმა,სუსტი განათება,სანთლები,ვარდი,იქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით,ჩემს წინ იდგა და თვალს არ მაშორებდა.ისეთი დაჟინებული მზერა ჰქონდა,რომ ვეღარ გავუძელი და თვალი მოვარიდე.ისიც მიხვდა,დაჯდა და შამპანიური დამისხა.ცოტა ხნის შემდეგ ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა:

-მისი უდიდებულესობა არ ინებებს უბრალო მსახურთან ცეკვას ?

მის სიტყვებზე სიცილი ვერ შევიკავე,ლოყაზე ვაკოცე და თავი დავუქნიე.ხელისგული გამომიწოდა და თავი დახარა,მეც გავუწოდე ხელი,როგორც ფილმებშია ხოლმე,მან ხელზე მაკოცა და საცეკვაოდ გამიწვია.წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმწია.


ყურში ისეთ სასიამოვნო რაღაცებს მეჩურჩულებოდა,რომ ღიმილი არ მომშორებია.ყველაფერი ისე იყო,როგორც ზღაპარში.მინდოდა ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო...მის მხარზე თავი მედო და ისე მივდიოდი მანქანისკენ.გვერდით ვიღაცამ ჩაგვიქროლა,ფეხი დაუცდა და დაეცა.ნიკა მის ასაყენებლად დაიხარა და გაოცებისგან შეხტა

-შენ ?

კატეგორია: BooK | ნანახია: 964 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10

10 mari  Maar♥  (2012-06-04)

lika,mziaruliu mojmentebit ki ara brdznuli momentebit unda gaavso biggrin :D ar geswavle shen eg chemgan..mshvenivrad gamogdis smile (es ninom rac gitxra iamze iyo pasuxi )

9 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-06-03)

Gaagrdzele... ukomentarod(am motxrobas komentari ar schirdeba)

8 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-06-03)

ყველას ძაან დიდი მადლობა <3

7 PrincessK  Princess  (2012-06-03)

Liiik gaagrdzeleee umagresia <3

6 ნინი ქოიავა  NiiiNaa❤  (2012-06-02)

martyla kargi iyi..aucileblad gaagrdzele..da gtxoov cotakide mxiaruuli momentebiit sheaaavseee:D:D:D

5 Niino Devdaariianii  -Dreamer♥  (2012-06-02)

gaaagrdzeleeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee

4 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-05-27)

tavidan rom werdi zustad egre var exla :(( oooxx sheneburi intriga rom ar chaagdo ar sheidzleba :D:D dzaaaan magaria da gaagrdzele ogond male... shen rom ici ise ar gawelo dadeba :D:D <3

3 mari  Maar♥  (2012-05-26)

dzaan dzaan maagria lik!gaagrdzele maleee.malee...male.... :D shen ro ici ise ara :D vegar vitem

2 Ani Terunashvilii  Anii_Cyrus  (2012-05-25)

umagresia <3 lika male dade tore chkuidan shevishlebi

1 Taki ..  Smiley  (2012-05-25)

gaaaagrdzeleee !!!! umagresiaaa <333
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 5:41 AM
თქვენი IP: 18.225.255.196
თარიღი: 2024-11-24
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz