საიტის მენიუ

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » აპრილი » 17 » I'll Always Remember You ! Season 2 ( Part 40 )
11:54 PM
I'll Always Remember You ! Season 2 ( Part 40 )


რა სასიამოვნოა მარტო სიარული... თანაც წვიმაში ! როდესაც შენ ფიქრებში ხარ ჩაფლული,გავიწყდება ყველა და ყველაფერი ირგვლივ,წვიმის წვეთები სახეზე გეცემა და თითქოს გეფერება თავისებურად.არავისი არ გეშინია,მხოლოდ შენ თავთან ხარ განმარტოვებული და იმის შიში არ გაქვს,რომ ვინმე გაგცემს ! ნამდვილად საოცარია   მთვარიან ღამეს  წვიმაში სიარულ ... მხოლოდ შენ და მთვარე ... მისი მკრთალი შუქი სახის ერთ ნაწილს გინათებს,მეორე ნაწილი კი ბნელითაა მოცული. თანაც შენს ირგვლივ არც-ერთი ხორციელი არ  ჭაჭანებს, სიჩუმეს კი შხაპუნა წვიმის წვეთები არღვევენ ! იმ მომენტში არაფერი არ გადარდებს...ბედნიერია ის ადამიანი,ვინც ერთხელ მაინც გამოცდის ამ გრძნობას ! ვის შეუძლია ეს სიამოვნება წაგართვას ? ვის შეუძლია ეს სანატრელი წუთები შეწყვიტოს ? რა თქმა უნდა წვიმას,ან თუნდაც ...


ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული,მაგრამ დასრულება ვეღარ მოვასწარი...უკნიდან წყლის შხეფების ხმა მომესმა.აშკარა იყო ვიღაც მორბოდა...ყურადღება არ მიმიქცევია,ჩემთვის გავიფიქრე "რატომ მირღვევს მყუდროებას"-მეთქი და გზა განვაგრძე...მინდოდა ჩემს ფიქრებს დავბრუნებოდი,მაგრამ ამჯერადაც არ გამომივიდა...წელზე ვიღაცის ღონიერი მკლავები შემომეხვია და ისე მაგრად მომიჭირა,რომ ნამდვილად არ აპირებდა გაშვებას ! 


ჩამეღიმა...ასეთ საქციელს მხოლოდ ერთი ადამიანისგან მოველოდი...მისკენ მივბრუნდი და ზღვასავით ლურჯ,ლამაზჭრილიან თვალებში შევხედე...არ მიყვარს,როდესაც ადამიანის თვალები არაფრისმთქმელია,როცა მასში სიცარიელეა...ამ თვალებში კი,რომელსაც დაჟინებით ვაკვირდებოდი იმდენი რამ იყო ერთად თავმოყრილი,რომ შეიძლებოდა 10 ადამიანის  თვალებში ერთად ამდენი არ ყოფილიყო...მანაც გამიღიმა,ჩემკენ წამოიწია და ტუჩები ჩემს ყურთან მიიტანა:

-რას აკეთებს ჩემი მშვენიერი ლედი წვიმიან ღამეს ქუჩაში მარტო ?

-სეირნობს,ყველაფერზე  ფიქრობს და ტკბება მარტოობით.

-განა ასე სიამოვნებს მარტოობა ? 

-ძალიან...ასე უფრო უადვილდება თავის თავთან საუბარი...

-საინტერესოა...მაშინ მგონი ერთი ადამიანი იმსახურებს დასჯას,რომ ამ უმშვენიერეს არსებას მყუდროება დაურღვია !

-მთლად ასე მკაცრადაც ნუ განვსჯით.ისიც ადამიანია და უყვარს,რა ქნას :დ 

-აი,მაგაში ვერ დაგეთანხმები...მას არ უყვარს...ის აღმერთებს,დატყვევებულია მისი მშვენიერებით,უნდა,რომ სულ იმ ერთადერთის გვერდით იყოს ! მაგრამ...განა არის ის შეყვარებული ბიჭი თავისი ერთადერთისთვის ერთადერთი ?

-შეიძლება ... ვფიქრობ მას აქვს ამის შესაძლებლობა !

-მაშინ ეს ბიჭი თავდაუზოგავად ეცდება,რომ ყველაფერი გააკეთოს,რათა იყოს ის ერთადერთი !

მის სიტყვებზე გამეღიმა...აქამდე სერიოზული სახით ვიდექი მის წინაშე,მაგრამ ამ საოცარმა ბიჭუნამ მაინც თავისი გაიტანა.მის წინაშე უძლური აღმოვჩნდი ! მისმა თვალებმა დამატყვევა,თითქოს დამაჰიპნოზა.ვცადე კიდევაც მისგან გათავისუფლება,მაგრამ ღონიერი ხელები უფრო მეტად შემომეხვია...


-ამ შეყვარებულ ბიჭს არასდროს უთქვამს რას გრძნობს შენს მიმართ ? მგონი რამდენჯერმე სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა...ალბათ მთელი ცხოვრება რომ ეცადოს,მაინც ვერ შეძლებს იმ გრძნობის გადმოცემას,რომელსაც მისი გული მთლიანად უკავია ! ალბათ მესამე პირში ლაპარაკი უფრო ადვილია...მაგრამ არ გეგონოს,რომ ეს რამეს ცვლის...იმ ბიჭს კიდევ დიდხანს მოუწევს შენი შესაფერისი სიტყვების ძებნა ! მოდი,მაინც გეტყვის 5 სიტყვით...არ ვიცი რამდენად გამოუვა,მაგრამ  მაინც ცდის...შენ ყოველთვის ჩემს გულში დარჩები ! არა...ერთი სიტყვა რომ არ დაამატოს არ შეუძლია...მიყვარხარ ! ამას კი უკვე პირველ პირში ვამბობ ! არავის მივცემ ჩვენი დაშორების უფლებას ! ნამდვილად ვეღარ დაგკარგავ ! ზოგისთვის განძი ოქროს და ძვირფას ქვებს ნიშნავს,ჩემი განძი კი შენ ხარ ! ყველაზე კარგი ხარ,რაც კი ცხოვრებაში გადამხდა ! 

მისი სიტყვების გაგონებაზე კი თავი ვეღარ შევიკავე...ცრემლი თვალებს მოსწყდა,მიწაზე დაეცა და წვიმის წვეთებს შეერია...


აღტაცებული ვიდექი და ვუყურებდი...მეტყველების უნარი წამერთვა...სიტყვებს ვერ ვპოულობდი,ანდაც რა უნდა მეთქვა იმის შემდეგ რაც მან მითხრა ! სიბრძნის თქმა ვერცხლია,დუმილი კი ბაჯაღლო ოქრო...რადგანაც არ შემწევდა ლაპარაკის ძალა,დადუმება ვარჩიე...ხელები ახლა უფრო მჭიდროდ შემომაჭდო და თავი დახარა...მისი კოცნა ისეთი საოცარი და სითბოთი აღავსე იყო,რომ ცოტაც და ალბათ გონებას დავკარგავდი...


ჩავეხუტე,ძალიან მაგრად...სუნთქვა შემეკრა და თვალები დავხუჭე...მაგრამ...არა...ისევ ვიღაც ჩადგა ჩვენს შორის ! ვიღაცამ სცადა ჩვენთვის სიმშვიდე დაერღვია...მობილურის ვიბრაციაზე შევხტი,მაშინვე ამოვიღე ჯიბიდან და მესიჯი გავხსენი....ძალიან მინდოდა მეყვირა და დამემტვრია ეს საშინელი ნივთი,მაგრამ ისევ იმიტომ,რომ ნიკას არაფერი შეემჩნია,მესიჯი წყნარად ჩავიკითხე ბოლომდე...

"ტკბები ბედნიერებით ჩიტო ? ალბათ შენი არწივიც მანდაა...ხომ მიცანი ? მიდი,ყველაფერი მოუყევი...ერთს გირჩევ,ეს ძვირად დაგიჯდება,ამიტომ გაჩუმება სჯობს,არა ? წინასწარ გაცნობებ,რომ შენთვის გრანდიოზულ სიურპრიზს ვამზადებ ! ვგიჟდები სიურპრიზებზე ! მალე ინანებ მე რომ გადამეკიდე ! ჩემი სახით ძალიან დიდი მტერი გაიჩინე ! იცოდე,ღამის კოშმარად გექცევი ! სანამ ჭიანჭველასავით არ გაგსრეს,მანამდე არ მოვისვენებ ! გკოცნი ! "

მობილური გამოვრთე და ჯიბეში ჩავიდე...

-ვინ იყო ?

-არა,ნომერი შეეშალათ : )

ნიკას ეჭვი არ შეპარვია ჩემს ნათქვამში,მაგრამ მე კი გულზე ლოდად დამაწვა...ეს გოგო...არ მასვენებს... ახლა კი ნიკას  მოტყუებაც მიწევს ! როდემდე გაგრძელდება ეს?


ნიკამ ხელი ჩამკიდა და ამით მანიშნა ახლში დავბრუნებულიყავით.უეცრად თავში მისი ახლახან ნათქვამი სიტყვები ამომიტივტივდა,მისი დაპირება,რომ ვერავინ დაგვაშორებდა და ცუდი აზრები თავისით ჩამომშორდა...თავი დავადე და  ნელი ნაბიჯით გავუყევით გზას...


 

კატეგორია: BooK | ნანახია: 1519 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6

6 PrincessK  Princess  (2012-04-19)

gaagrdzeleeeee <3

5 mari  Maar♥  (2012-04-18)

iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii iiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii.aranormaluard momeowna ...ver aggiwer rogor...ai ai dzaan dzaan magari iyo.ametira nikas siotyvebze.ra romantikuliaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa.gaagrdzele maleeeeee

4 Kat Graham  @KatGraham  (2012-04-18)

amaze kargi ram jer ar wamikitxavs dzaan momewona

3 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-04-18)

Ai Yvelaze Tbili Da Kargi Tavia <3 Wvima Momenatraaaa :(( Imis Miuxedavad Rom 2-3 Dgis Win Katastrofulad Davsveldi Wvimashi :D:D Aseti Sityvebi Cxovrebashi Ar Momismeniaaa <3 Ar Minda Rom Es Motxroba Damtavrdes ! Ra Meshveleba Mere?! :(( Saaauketeso Motxrobaa Ukve Me-10000-jer Vambob Da Kidev bevrjer Gavimeoreb <3 Ra Tqma Unda Gaagrdzele ! : )) :**

2 Ani Terunashvilii  Anii_Cyrus  (2012-04-18)

ai martla cremlebi momadga tvalze :X
ai umagressiaa malee ::***

1 Taki ..  Smiley  (2012-04-18)

vaimee raaa tbili tavi iyoo... netaa is gogo damacherinaaa tmebitt vitrevdii :D:D:D: ahaha aii utbilesii taviaa momewonaa katastropuladd<333
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

საათი: 11:34 AM
თქვენი IP: 3.135.208.236
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz