საიტის მენიუ

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 39)
2:22 PM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 39)


დღეები გადის...გადის,მაგრამ უშედეგოდ ! ექიმები ვერაფრის იმედს ვერ გვაძლევენ..ანდაც რანაირად უნდა დაგვაიმედონ...ლიზა უკვე 3 კვირაზე მეტია გაუნძრევლად წევს რეანიმაციაში,აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის...არც-ერთს აღარ გვაქვს სწავლის ხალისი,აღარაფერი გვინდა...ჩვენთვის მხოლოდ ლიზაა მთავარი ! ვცდილობთ თავი ხელში ავიყვანოთ და ცხოვრება ჩვეულ რიტმსი განვაგრძოთ...ამას ნაწილობრივ ვახერხებთ,მაგრამ ერთი ადამიანი საერთოდ გამოთიშულია ცივილიზაციას ! ის დღე და ღამე თავის მძინარე მზეთუნახავს დასტრიალებს თავზე,მისი ხელი უკავია და ელაპარაკება ! ეს ცოტას ანუგეშებს...უკვე რამდენი ხანია თოკოსთან აღარ გვილაპარაკია ! მისი მესმის...ალბათ მე რომ ასე ვიყავი,ისინიც მსგავს სიტუაციაში იყვნენ,ამიტომ აღარაფერს ვეუბნები. მისი შემყურე ისე ვიტანჯებთ,რომ აღარც ჭამა გვინდა და აღარც ძილი ! ერთადერთი რაც გვინდა ისაა,რომ ეს ჯოჯოხეთი მალე დამთავრდეს ! მხოლოდ უფლის იმედი მაქვს და ვიცი,რომ დამეხმარება,მაგრამ როდის ? ცოტა არ იყოს დავიღალე... დავიღალე ამდენი ლოდინით ! 

***


ისევ საავადმყოფო...ისევ რეანიმაციის წინ ვართ ატუზულები იმის მოლოდინში,რომ რამე კარგ ამბავს გავიგებთ ! ექიმი გამოდის...სახე-უიმედო ! 

-ვწუხვარ,მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ ! ჩემი რჩევა იქნება,რომ აღარ ვაწვალოთ ეს გოგონა...მან ისედაც ბევრი იტანჯა ! მისი მდგომარეობა უიმედოა და თითქმის შეუძლებელია გაუმჯობესება...მგონი ჯობს აპარატი გამოვურთოთ ! სხვა გზა აღარ დარჩა ...

-რას ნიშნავს აპარატი გამოვურთოთ ? უკაცრავად,მაგრამ თქვენ ექიმი ხართ და პაციენტის გადარჩენა გევალებათ და არა მისი სიცოცხლის ნაადრევად შეწყვეტა ! თქვენი არ მესმის ! უნდა ყველანაირად ცდილობდეთ გადაარჩინოთ ! 

-კი მაგრამ,ჩვენ ვცდილობთ !

-ცდილობთ,ცდილობთ ...როგორ ? დგახართ დამწუხრებული სახით,ყოველდღე შედიხართ მასთან,უყურებთ როგორ გეცლებათ ხელიდან და „გვაიმედებთ’ ? ეს არის თქვენი პროფესიონალიზმი ? თქვენ ხომ დამპირდით ! 

თოკომ ზურგი აქცია ექიმს და რეანიმაციაში შევიდა.ფერწამხდარი და რეპუტაციაშელახული ექიმი დიდხანს იდგა ჩვენს წინაშე და ამაოდ ცდილობდა თავის მართლებას...მე და თაკო ერთმანეთს ვუყურებდით და გვესმოდა თოკოს ლაპარაკი...ისეთი სიყვარული და სითბო იგრძნობოდა მის ყოველ სიტყვაში,რომ ცრემლები მომაწვა ! კართან ჩავიკეცე და თავი ჩავღუნე...


***

-ვიცი გესმის ჩემი,უბრალოდ არ შეგიძლია,რომ პასუხი გამცე ! შენ ხომ უბრალოდ გძინავს...მშვიდი ძილით ხარ გართული.. რომ იცოდე როგორი დაუცველი ჩანხარ ! ვიცი,რომ ისევ ერთად ვიქნებით,ყველაფერი ძველებურად იქნება ! ხომ ასეა ? უბრალოდ უნდა იბრძოლო,რომ ამ ძილს თავი დააღწიო და გაიღვიძო ! მინდა იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ ჩემო მძინარე მზეთუნახავო !


ეს სიტყვები წარმოთქვა და პრინცი თავისი პრინცესასკენ დაიხარა...მისი ტუჩები მზეთუნახავის ფერმკრთალ და გაყინულ ტუჩებს შეეხო,მისი თვალიდან ცრემლი ჩამოგორდა და მზეთუნახავს სახეზე ეპკურა...პრინცმა თავი ასწია,უკან გამობრუნდა და კარისკენ გაემართა,მაგრამ უცებ შედგა...ანდაც როგორ შეიძლებოდა იმ ყველაფრის შემდეგ წასულიყო,რაც გაიგონა...


-მეც..-მხოლოდ ამის წარმოთქმაღა შეძლო მძინარე მზეთუნახავმა და ნაზად გაუღიმა თავის პრინცს,რომელმაც იგი ამ ღრმა ძილიდან გამოიყვანა ! პრინცი მას მივარდა,ჩაეხუტა,შუბლზე აკოცა და შემდეგ რეანიმაციიდან გამოვარდა...მის დაძახებაზე ყველა შიგნით შევცვივდით და წინ საოცარი სანახაობა დაგვხვდა:ჩვენკენ მომართულიყო მზეთუნახავის ნაზი მზერა,მისი ხელი პრინცს ეკავა და გვერდიდან არ ცილდებოდა ! ადგილზე გავქვავდით...გაოცებული ექიმი თავისთის ბუტბუტებდა რაღაცას,იფიქრებდით გაგიჟდაო და მართლაც ცოტაღა აკლდა აქამდე...

-სასწაულია...ნამდვილი სასწაული...

-არა ექიმო,ეს სასწაული არაა...ლიზა ღმერთმა და უსაზღვრო სიყვარულმა იხსნა ! 

-ლიკა სწორს ამბობს.რომ არა ღმერთის ნება და თორნიკეს რწმენა,ეს ყველაფერი არ მოხდებოდა ! ხედავთ ? თურმე ზოგჯერ მედიცინაც უძლურია ! 

აკანკალებული ექიმი მაშინვე გავიდა,რადგან ამდენ იმედგაცრუებას და სახელის გატეხვას ვეღარ აიტანდა !
მაშინვე იმ მოხუცის სიტყვები გამახსენდა და თაკოს გადავჩურჩულე:

-ის მოხუცი ღვთის გამოგზავნილი იყო ! ხომ ხედავ,ღმერთი ჩვენთანაა ! მთავარი რწმენაა ! 

მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მხარზე თავი დამადო ! იმ დღეს მალევე დავბრუნდით სახლში,რადგან ლიზასთვის გადაღლა არ შეიძლებოდა ! მხოლოდ თოკო ვერ წამოვიყვანეთ სახლში და დამარცხებულებმა ფარხმალი დავყარეთ ! 

***


ამის შემდეგ ლიზა კიდევ 1 კვირა იყო საავადმყოფოში,ოღონდ ამჯერად პალატაში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის თბილი დახვედრა მოგვეწყო და მგონი გამოგვივიდა ! ისეთი ბედნიერი ჩანდა,რომ არ შეიძლებოდა ეს განწყობა სხვაზეც არ გადმოსულიყო...თვალები საოცრად უბრწყინავდა...ვიჯექით და მისი ყურებით ვტკბებოდით...ყველაფერი თავის ადგილას დადგა...ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და იმედია უფალი ასეთ გამოცდას აღარ მოგვიწყობს !



კატეგორია: BooK | ნანახია: 1297 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 131 2 »

13 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-04-17)

ჰაჰაა :დ ლიკა მეც გამახსენდა ეგ :დ:დ:დ:დ:დ

12 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-04-17)

მადლობა <3

11 mari jinchveleishvili  miley  (2012-04-17)

magari motxrobaa

10 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-04-17)

Taak " damburdzglaa dedas gepicebi" amaze siyvarulis balada gamaxsenda : d Madloba Sayvarelo <3
Takuushh Genacvalee <3 Madloba <3 (P.S. verc geqneba shenishvna awii :d)
Taatt,anii,aniii,Qeet <3 madloba <3
Maar Magas Gaazrebulad Vaketeb : ) Madloba <3 Mixaria,rom siamovnebas igeb : *

M I Y V A R X A R T !

9 Taki ..  Smiley  (2012-04-17)

damburdzglaa dedas gepicebi.. auuu udzlieresii taviaaa.. sityvebi ar myopniss cremlebi wamomividaa... gaaagrdzelee gtxovv <333

8 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-04-17)

Da Gaagrdzele Aucileblaaaaaaaaaad !! Ogond Maaale :D:D

7 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-04-17)

Dzalian Momwons Es Motxroba Da Ra Vqnaa :D:D Yvelanairad Kargia ! 1 Shenishvnac Ki Ar Maqvs :D:D An Ra Shenishvna unda Mqondes :D:D Yochag !! Udzaliaanmagresiaaaa <3<3 : ))

6 tatii tumanishvili  Emma  (2012-04-17)

uuuuuuuuuuuuuumagresiaa <333

5 Ani Gazdeliani  Dreammer♥  (2012-04-17)

maagariaa dzaliaann <3 malee gaagrdzeleee !!! <3

4 Ani Terunashvilii  Anii_Cyrus  (2012-04-16)

Male tore gavafreen :X
1-10 11-13
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

საათი: 11:45 AM
თქვენი IP: 3.15.225.164
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz