საიტის მენიუ

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 32)
0:50 AM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 32)


ზოგჯერ გვგონია,რომ ეს დასასრულია და ვერაფერს გავუძლებთ ! ზუსტად ასეთი გრძნობა მქონდა იმ ავად სახსენებელი ამბის შემდეგ და მეგონა,რომ ცხოვრება შეჩერდებოდა და მეც შევწყვეტდი სიცოცხლეს,მაგრამ...არასოდეს იფიქროთ დასასრულზე ! ცხოვრება გრძელდება ! ახლა უკვე ვიცი,რომ ვერავითარი დეპრესია ვერ მომერევა,რადგან გვერდში მეგობრები მყავს ! მეც ადამიანი ვარ და მეც შეიძლება დავუშვა შეცდომა ! ამისთვის თავი არ უნდა ჩამოვიხრჩო და იცით რას გეტყვით ? მეც მაქვს გართობის და სიცილის უფლება ! ეს თაკომ შთამაგონა ! ყველაფერი კი ერთ დილას დაიწყო...მე ჩვეულებრივ  საწოლზე ვიყავი წამოწოლილი,ცრემლიანი თვალებით გავცქეოდი გზას და ალბათ ხვდებით ვისზეც ვფიქრობდი,მაგრამ ვინ გაცალა...უცებ ერთმა არსებამ თავში მთელი ძალით წამომარტყა ხელი და მიყვირა ! ზევით ავიხედე თუ არა ხელში თაკო შემრჩა.დიდად არც გამკვირვებია,იმიტომ რომ ასეთ სიგიჟეს სხვა არავისგან მოველოდი :დ 

-ქალბატონო ლიკა,იქნებ ინებოთ და დამდოთ პატივი,გამობრძანდეთ სამზარეულოში,თორემ აქედან ორი ადამიანის წასვენება მოგიწევთ !

-თაკო,გთხოვ,არ მშია,უჩემოდ შეჭამეთ რა...

-აჰაა,ის არ გეყო მთელი კვირა ხმას რომ არ იღებ და ყურადღებას არ გვაქცევ,ახლა გინდა თავიც დაიავადო და რაც მთავარია ჩვენც შეგვიწირო ?

-თაკო...

-არავითარი თაკო ! მორჩა ! დღეიდან ვაცხადებ პროტესტს:ან გამოხვალ ოთახიდან და დაუბრუნდები ძველ ცხოვრებას,ან კიდევ არც მე არ შევჭამ და წავალ საერთოდ სახლიდან...ან მე რატომ უნდა წავიდე,შენ გაგაგდებ :დ ეს უფრო კარგი იდეაა ) არ მეთანხმები თოკო ?

სამზარეულოდან თორნიკეს თანხმობა გავიგეთ !

-ხომ ხედავ რა დღეში ვართ ? მგონი შენ გინდა,რომ თავიც მოიკლა და ჩვენც მოგვკლა,რა ასე არაა ?

-თაკო კარგი რაა...ნუთუ ჩემი არ გესმის ? სულ ოდნავადაც ვერ ხვდები რა ხდება ჩემს თავს ? 

-ვიცი ლიკა და კარგადაც მესმის,მაგრამ რა ვქნა ? გვერძე მოგიწვე,შენთან ერთად ვიტირო და გითხრა,რომ ცხოვრება დამთავრდა ? მე შენზე შემტკივა გული ასეთს რომ გხედავ ! ასეთი არასდროს მინახიხარ,მართლა ! ცუდად ვარ,მაგრამ არ ვიმჩნევ იმიტომ,რომ შენ უფრო მეტად არ შეგაწუხო,მაგრამ სამაგიეროდ რას ვიღებ ? კარგი რა ? შენს გამო ვეღარც ვერთობი,ვეღარც ვჭამ და ვეღარც საბას ვნახულობ ! იცი რას გეტყვი ? უბრალოდ ცხოვრებას დადებითად შეხედე და გაიღიმე : ) აი ეს სიმღერა მოისმინე და იმედია მიხვდები რასაც ვგულისხმობ ) როცა თვალი აგეხილება,დამირეკე ! მე არ ვაპირებ სახლში ჯდომას !

თაკომ შუბლზე მაკოცა,სიმღერა ჩართო და ოთახიდან გავიდა ! თავიდან ვერ მივხვდი რა სიმღერაზე ამბობდა,მაგრამ პირევლივე ნოტიდან მივხვდი და თვითნებურად გამეღიმა : )

ამ სიმღერას კარგა ხანი ვუსმენდი და ყოველ სიტყვაზე "Smile" მეღიმებოდა : ) თვალწინ დამიდგა ჩვენი გავლილი პერიოდი ბავშვთა სახლიდან დღემდე ! ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ და დღემდე ისეთივე წრფელი გულით გვიყვარს ერთმანეთი,როგორც ბავშვობაში,რადგან ბავშვის გული ხომ ყველაზე წრფელი და თბილია ! მეთვითონაც მიკვირდა როგორ მოიფიქრა თაკომ ეს ყველაფერი :დ ის ხომ ჩემი სულელუკაა :დ მისი უზომოდ მადლობელი ვარ და რომ მოვა ალბათ ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტები ! ამ დროს თოკომ შემოაღო ოთახის კარი და საწოლზე ჩამოჯდა : ) 

-აბა რას აკეთებს ჩემი პრინცესა ?

-ძალიან გთხოვ,ასე ნუ მეძახი ! ჯერ ეს ერთი პრინცესა ნამდვილად არ ვარ და მეორეც,ასე ერთი ადამიანი მეძახდა და იმდენი გააკეთა,რომ ჩემთვის ცუდ მოგონებად დარჩა,ამიტომ ყველაფერი მინდა დავივიწყო,რაც მას უკავშირდება და ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ !

-კარგი,ასე აღარ დაგიძახებ,ოღონ მეორე პირობის გამო :დ ჩემთვის შენ პრინცესა ხარ : ) გახსოვს ის დღე თაკომ რომ გვაწვალა გაკვეთილზე ?

- მაგას რა დამავიწყებს :დ საზიზღარი,ხან შენ წაგართმევდა კალამს და ხან მე საკალმეს :დ რა ცანცარაა :დ მაგრამ მაინც მიყვარს <3

-მეც ჩემი ტყუპისცალი :დ დღემდე ვერ ვხვდები ასე როგორ ვგავართ ერთმანეთს :დ იცი ? ერთ დედას არ გავუჩენივართ მხოლოდ,თორემ ხასიათით ისე ვგავართ ერთმანეთს,რომ ზოგი ტყუპი არ გავს ასე : )

-ხო მეც მაგაზე ვგიჟდები მთელი ცხოვრებაა ! ვაიმე,შენ ვერც კი წარმოიდგენ რა მომივიდოდა თქვენს გარეშე,ალბათ საგიჟეთის თეთრ კედლებში ამოვყოფდი თავს ან უფრო უარესი...

-კარგი,მორჩი ამაზე ფიქრს ! რა კარგი სიმღერაა : )

-ხო : ) თაკომ დატოვა ჩართული და მთხოვა,რომ მომესმინა ! და იცი რაა ? იმოქმედა ! ძალა შემმატა და ახლა უკვე შემიძლია ღიმილი : )

-ხომ იცი როგორ გიხდება ღიმილი : ) გაიღიმე და ცხოვრებას დადებითად შეხედე !

- აი,კიდევ ! აშკარად ტყუპები ხართ :დ მანაც ეგ მითხრა :დ

-გეფიცები არ გამიგია :დ წამოდი,მაღაზიიდან გემრიელობები ამოვიტანე და წავიხემსოთ,ჰა ? 

-და თაკოს არ დაველოდოთ ?

-თაკო ალბათ კარგა ხანი არ მოვა :დ ხომ იცი - საბა ! სულ გამიგიჟა ბავშვი ! პირზე სულ საბა აკერია !

-შენ არ იცი როგორ მინდა,რომ თაკო მაინც იყოს ბედნიერი ! საბა კარგი ბიჭია და ზოგ-ზოგიერთ აფერისტს არ ჰგავს ! თაკო მართლა უყვარს და ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული !

-იმედი აფერისტებში მე არ მგულისხმობ !

-არაა,შენ ნამდვილად არ გგულისხმობ : )

-კიდევ კარგი,თორემ თავი უნდა მომეკლა !

-მოკეტე სულელო :დ

-ვსო,მორჩა,დავსერიოზულდეთ ! აბა ქალბატონო ლიკა,თქვენი ხელი მომეცით და სამზარეულოსკენ ნაბიჯით იარ !

-მიყვარხარ !

-მეც !

თორნიკემ იმდენი მაცინა,რომ მუცელი ამტკივდა :დ კარგადაც ვჭამე და კარგ ფილმსაც ვუყურე : ) ამასობაში დაღამდა...ცა ვარსკვლავებით იყო სავსე ! ისეთი ლამაზი ჩანდა,რომ ზევით ასვლა მომინდა ! დიდხანს ვუყურებდი ერთ მოშორებით მდგომ ვარსკვლავს,რომელიც ყველაზე მეტად ანათებდა ! ვიცი ვინც უნდა იყოს ეს ვარსკვლავი ! ის ჩემი მანათობელი ვარსკვლავია და არასდროს არ დამტოვებს ! სულ ჩემთან იქნება რაც არ უნდა მოხდეს ! ის დამპირდა და ამას ასრულებს ! გაიღიმე : ) ეს სიტყვები ყურებში ჩამესმოდა ნაცნობი ხმით...ეს  ხმა 2 წლისას ძილის წინაც ყურებში მედგა და გაღვიძებისასაც ! როგორ მინდა,რომ აქ იყო ; ( მენატრები !

-ლიიკ...მოვედიი ! აბა როგორ ხარ ?

გავექანე და თაკოს მთელი ძალით ჩავეხუტე ! ისე ჩავეხუტე,როგორც არასდროს ჩავხუტებივარ ! ასე დაახლოებით 5 წუთი ვიდექით და ხმას არ ვცემდით ერთმანეთს ! თან ცრემლები მოგვდიოდა და თან ვიღიმოდით ! ბოლოს გავბედე და პირველად მე ამოვიღე ხმა :

-აბა როგორ ჩაიარა საბასთან პაემანმა ?

-არაჩვეულებრივად ! იცი რა ბედნიერი ვარ ? აიი...ძალიან შევიცვალე !

-კი გეტყობა : ) ეგ გრძნობა მეც მაქვს გამოცდილი ოდესღაც...

-კარგი ეხლა თავიდან არ დაიწყო  ! ისა და მოუსმინე ?

-მადლობა უნდა გითხრა ! კიდევ კარგი,რომ ეს გააკეთე ! თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ და ეს შენი და თოკოს დამსახურებაა ! ვგიჟდები თქვენზე !

-ჩვენც : ) მოდი რა კიდევ ჩამეხუტე,თბილი ხარ და :დ

ხო რა იყო მცივაა : (

-მოდი !  


კატეგორია: BooK | ნანახია: 1064 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10

10 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-02-25)

Shemeshinda : D Xoo Mec Miyvars <3 Madloba Dzmao : ) Bavshveboo Mixaria Tu Mogewonat : ) Maar Ra Kargia Shemoxvedii : ) Ufro Xshirad Unda Vdo rom shemoxvide : ) Taak Cimii Cancara Gogooo : D Gaetrieee : D Idiotoo : d Im Dges Nugar Gaimeoreb,Torem Takoa Momswre Ertmaneti rom davxocet : D Meore Dges Tavi Xom Gaxsovs Rogor Gtkioda : D Fizikis Wignma Kargad Imoqmeda : d Xo Da Tokomac Aranakleb : D Miyvarxartt Chemi Tyupebiii <3

9 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-25)

Tore Cemtan geqneba saqme! :D <33

8 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-25)

Gaagrdzele aucileblad!!

7 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-25)

martla kargi da megobruli tavi iyo rogorc yoveltvis<33

6 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-25)

Dzaan magari tavi iyo!!<33 simgera ,,Smile" dzaan miyvars!<33 tan gansakutrebit Glee-s shesrulebit. <33

5 Ani Tandiashvili  Delenafan  (2012-02-25)

Vaimee dzliivs <3 maagari iko ! gaagrdzeeleee of coursee !

4 mari  Maar♥  (2012-02-25)

dzlivsss.isev ametira.yvelaze magari tavi iyo(yovel tavze ase vambob,magram yvela ertmanetze uketesia)es motxrpba dzalain didi dzalas madzlevs

3 Taki ..  Smiley  (2012-02-25)

auu rogorrr momewonaa:D:D vaimee is dgeee ra sastikad gagawvalett D"D:D:D bevri ki vicinee :D:D:d umagresiaa likkk gaaagrdzeleee

2 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-02-25)

Dzaan Magari Iyo : )) Scivaa Ra Iyoo : D Dzaan Momewona Liik :** Gaagrdzele Aucileblad !! <3

1 PrincessK  Princess  (2012-02-25)

rogor velodebodiiiii :)))))))))) gaagrdzelee likaaa da nu momkaliii male dade maleeee <3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

საათი: 11:48 AM
თქვენი IP: 3.129.211.190
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz