საიტის მენიუ

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » თებერვალი » 5 » I'll Always Remember You! Season 2(Part 30)
11:38 PM
I'll Always Remember You! Season 2(Part 30)

"ნახვამდის ჩემო პირველო სიყვარულო !"-ამ სიტყვების თქმას არასდროს არავის არ ვუსურვებ ! მისი წარმოთქმისას ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა ! ვიცი,სხვა ჩემს ადგილზე სკანდალს მოაწყობდა და ყველას თვალწინ დაამცირებდა,მაგრამ რისთვის გამეკეთებინა ? ეს არაფერს შეცვლიდა ! ჩემი და მისი გზები მაშინ გაიყო,როცა მას თვალი გავუსწორე,მან კი ვერ შეძლო ჩემთვის შეხედვა...ვიცი,მასაც სტკივა გული,ისიც იტანჯება და ცდილობს გრძნობებში გაერკვეს,მაგრამ...არის კიდევ ერთი მაგრამ...ეშინია ! შეცდომის ეშინია...ვიცი,არ უნდა რომ კიდევ ერთხელ  მომაყენოს ტკივილი...ჩემი გრძნობები ორადაა გაყოფილი:თან მიყვარს და თან მძულს ! ეს ალბათ არ შეიძლება,მაგრამ ამას განვიცდი...მძულს,იმიტომ,რომ გამამწარა,ჩემი გრძნობები აბუჩად აიგდო და არ დააფასა ჩემი სიყვარული...მაგრამ ყველაზე მეტად იმიტომ მძულს,რომ მან მაიძულა მყვარებოდა ! 


***

სანამ მე და ნიკა ვლაპარაკობდით,ლიზი გარეთ მელოდებოდა...როგორც კი უკან გამოვბრუნდი მისკენ გავექანე და ძალიან,ძალიან მაგრად ჩავეხუტე !


-ყველაფერი დამთავრდა ?

-დამთავრდა...-მეტის თქმა ვეღარ შევძელი,თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით გადმომცვივდა და ნამიან ბალხებს დაეპკურა...

-მოდი,სახლში წავიდეთ,დაწყნარდი და როცა მოგინდება,მაშინ მომიყევი ყველაფერი ))

-არა ! სახლში არ მინდა...არ მინდა ჩემი ცრემლები სხვებმა დაინახონ ! თავს ვაიძულებ არ ვიტირო,რადგან ის ჩემს ცრემლებს არ იმსახურებს ! მაგრამ არ შემიძლია...ბოღმა ყელში მებჯინება და ცრემლები მაწვება,ვიხრჩობი და მიუხედავად იმისა,რომ მინდა დავიხრჩო და ჩემი სიცოცხლე ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს,არ გამომდის ! და იცი რატომ ? თქვენ ვერ მიგატოვებთ ! შენ,თაკო და თოკო არ იმსახურებთ ტკივილს და გისრუვებ,რომ არასდროს იგრძნო და გადაიტანო ის,რაც მე გადავიტანე ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ! არავის არ ვუსურვებ იმას,რაც გამოვიარე ! ახლა კი ეს...თითქოს მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგაა...ხანდახან ბოროტი მძლევს და თავში საშინელი ცოდვის ჩადენის სურვილი მიჩნდება-თვითმკვლელობა ! 


-იცი რას გეტყვი...არავინაა იდეალური და ყველა უშვებს შეცდომებს,მაგრამ ქრისტე გვასწავლის,რომ თუ ნამდვილი ქრისტიანები ვართ ყველას უნდა შევუნდოთ და კარგისკენ ვუბიძგოთ ! ჩვენ გვაქვს ერთი კარგი თვისება-პატიების უნარი ! ლიკა,შენ ეს უნარი განსაკუთრებულად დიდი გაქვს და ნუ შეეწირები ბოღმას და სიძულვილს ! უთხარი მას არა ! ვიცი,რომ ნიკა გონს მოეგება და შენთან მოვა და ისევ ისე ძლიერად აგიხსნის სიყვარულს როგორც ადრე ! რაც არ უნდა გვიან მოხდეს,შენ მას უნდა მოუსმინო და აპატიო ! 

-არ შემიძლია ! ყოველ შემთხვევაში ეხლა...ძალიან გთხოვ მარტო მინდა ყოფნა...სახლში დაბრუნდი და არ შეგეშინდეს თუ დავაგვიანე ! 

-კარგი,შენი ნებაა...თაკოს და თოკოს ყველაფერს მოვუყვები ! გახსოვდეს,რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ და ძალიან,ძალიან გვიყვარხარ ! ეს სიყვარული ნამდვილად გეყოფა და არასდროს არ დაგტოვებს !


***

დავდივარ მარტო,ქარი თმებს მიწეწავს და სახეზე მელამუნება...ცივა,მაგრამ სიცივეს ვერ ვგრძნობ ! მშია,მაგრამ შიმშილი არ მაწუხებს ! მტკივა...ტკივილი კი ძლიერად აღწევს ორგანიზმში და არ მინდობს ! ხელში ჩვენი სურათი მიჭირავს და ვუყურებ ! არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ...სიტყვებით ვერ აღვწერ რას ვგრძნობ მის მიმართ...ერთადერთი გამოსავალი კვლავ სიმღერაა...რატომ მძულს და რატომ მიყვარს ? ამაზე 7 პასუხი მაქვს !

I probably shouldn't say this
But at times I get so scared...

When I think about the previous
Relationship we've shared....

არ ვწყვეტ ფიქრს და ვაგრძელებ...ალბათ შურის საძიებლად...ვინ იცის...

It was awesome but we lost it
It's not possible for me not to care...

And now we're standing in the rain
But nothing's ever gonna change until you hear, my dear !

ლიკა,რა გემართება ? ასე დაეცი ? რატომ გაქვს ასეთი აზრები თავში ? 

The 7 things I hate about you:

You're vain, your games, you're insecure
You love me, you like her
You make me laugh, you make me cry
I don't know which side to buy

საკუთარ თავს ვეღარ ვიტან ! ამას რა მაკეთებინებს ? არ ვიცი ! 

Your friends they're jerks
And when you act like them, just know it hurts
I wanna be with the one I know
And the 7th thing I hate the most that you do
You make me love you

ისევ ცრემლები ჩემს თვალებზე ! ვიტანჯები და მერე რისთვის ? ის აღარ დაბრუნდება ! 


-ლიკაა...მოიცადე ! 


-გეგონა აღარ დავბუნდებოდი ? გეგონა ისე გაგიშვებდი,რომ არ მენახე ? ძალიან გთხოვ ეს აზრები თავიდან ამოიგდე ! მართლა ძალიან მიყვარხარ ! ვიცი,იდიოტი გგონივარ ! გეფიცები,არ ვიცი რა დამემართა ! ერთი კი ვიცი:არ მინდა,რომ დაგკარგო !


-გაჩერდი ! აღარ გეყო ის ტკივილი რაც მომაყენე ? თუ კიდევ გინდა,რომ დამიმატო ? გინდა გამანადგურო ? მომილოცავს,კარგად გამოგდის ! იცი რას გეტყვი ? არ მინდა რომ გაპატიო ! არ მინდა ხოო...არ მინდა,რომ უბრალოდ შემდეგი გოგო ვიყო,რომლითაც გაერთობი,დროს გაატარებ,მოატყუებ,მის გრძნობებზე ითამაშებ და ბოლოს შენი ცხოვრებიდან ისე წაშლი,თითქოს არაფერი ყოფილიყოს ! არ მინდა !


-მომისმინე,გთხოვ ! 

-არა ნიკა ! არ მინდოდა ყველაფერი ასე დასრულებულიყო,მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე ! ხომ გთხოვე აღარ მომნახო-მეთქი !მინდოდა წყნარად დავშორებოდით ერთმანეთს,მაგრამ...მატყუარა და ნაძირალა ხარ ! ეს გინდოდა გაგეგო ? ხო და კარგად დაიმახსოვრე ! შენი აღარ მჯერა !


უკვე აღარაფერს ვგრძნობ ! გიყურებ და მებრალები ! მინდა ერთი რაღაც გიმღერო,რომელიც გამწარებულ გულზე დავწერე ! როგორც გინდა ისე მიიღე ! 

-ეხლა გაიგე რას ვგრძნობ შენს მიმართ ?

-ყველაფერი კარგად გავიგე ! მაგრამ როცა ამ სიმღერას მოვუსმენ,შენი სიყვარული გამახსენდება და შენი გულის ცემას ვიგრძნობ,რომელიც ეხლა უფრო ძლიერად ცემს ! იცი რისთვის ? სიყვარულისთვის ! არ აქვს მნიშვნელობა რას მეტყვი ! ერთი რამ დაზუსტებით ვიცი-მიყვარხარ ისე როგორც არავინ !

ამის თქმა და მისი გაბრუნება ერთი იყო...ჩვენი საუბრისას მოულოდნელი წვიმა წამოვიდა...ეს ნიშანი იყო ! რისი,ვერ ვხვდები ! მისმა სიტყვებმა უფრო მეტად გამაგიჟა ! ნუთუ მართლა ვუყვარვარ ? უკვე აღარ ვიცი ! მან მატკინა და ამას ასე ადვილად ვერ ვაპატიებ ! რა გარანტია მაქვს,რომ ისევ ისე არ მომექცევა ? გავა დრო და მომენატრება...მასთან ყოფნა მომინდება,მაგრამ ამასაც გავუძლებ ! მის სიტყვებს კი გულიდან ვერ ამოვშლი !


And the 7th thing I like the most that you do
You make me love you
You do


კატეგორია: BooK | ნანახია: 1013 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 121 2 »

12 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-02-08)

Madloba Bavshveboo <33

11 PrincessK  Princess  (2012-02-08)

dzaaaalian magariaaa maleee gaagrdzelee

10 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-08)

xo rac mtavaria gaagrdzele!! (ise likas dzma var da bolo sul me vkitxulob xolme magis motxrobas) :D

9 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-08)

au dzaan magaria!!! namdvili romantikosi xar !! :D :* ar vici mogatyueb rom gitxra ametira metqi magram am sityvebma martla amichuya guli:
-კარგი,შენი ნებაა...თაკოს და თოკოს ყველაფერს მოვუყვები ! გახსოვდეს,რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ და ძალიან,ძალიან გვიყვარხარ ! ეს სიყვარული ნამდვილად გეყოფა და არასდროს არ დაგტოვებს ! :*

8 tatii tumanishvili  Emma  (2012-02-07)

dzaaaaaaaan magariaaaaaa <33

7 mari ucodesrurEl0k  gorelimari  (2012-02-06)

<3 ukomentarod

6 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-02-06)

Ra Unda Gapatio Gogo Gagijdi ? : D Madloba Yvelas <3 Miyvarxart <3

5 mari  Maar♥  (2012-02-06)

cremelbi chamomcvivda.axla ubralod weris tavi ar maqvs da erts davwer mxolod da mxolod dzalian maagria.(ver vitan roca shens motoxrbaze ase vambob mara mapatie)

4 Taki ..  Smiley  (2012-02-06)

vaimeee likaa ra magariaaa <33 aii umagresiaa <33 midi gaagrdzelee : ) daa icode ar dashorde :D

3 Ani Tandiashvili  Delenafan  (2012-02-06)

Gaagrdzele !!
1-10 11-12
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 12:12 PM
თქვენი IP: 3.149.240.101
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz