საიტის მენიუ

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » თებერვალი » 4 » I'll Always Remember You ! Season 2 (Part 29)
11:53 PM
I'll Always Remember You ! Season 2 (Part 29)

ისევ გაურკვევლობა...როდის დამთავრდება ? პასუხი არაა...ეს მხოლოდ ღმერთმა იცის ! უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ...რას წარმოვადგენ ! სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები,რომ უფალი გამოცდას მიწყობს ! მას შემდეგ,რაც დავბრუნდი ჩემი ცხოვრება პრობლემებით გაივსო ! შეიძლება ეს მართლაც გამოცდაა,მაგრამ იმასაც ვხვდები,რომ ამდენს ვერ გავუძლებ ! გამოდის,რომ გამოცდა ვერ ჩავაბარე...ღმერთს იმედი გავუცრუე...მე არავინ ვარ,არც ჯადოქარი და არც წინასწარმეტყველი...ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,რომელიც ცდილობს თავის პრობლემებს გაექცეს და სიმშვიდესა და სიმყუდროვეში იცხოვროს...მაგრამ არ გამოსდის ! ჩემი მცდელობა ფუჭია...რაც უფრო მეტად ვცდილობ ჩემი თავი შთავაგონო,რომ ყველაფერი კარგადაა,მაშინვე სულ უფრო მეტად მტკივა გული და სიკვდილი მინდება...ეს ფიქრები 5 წამს გრძელდება და როდესაც ვიაზრებ თურა გადამხდა თავს და რისგან მიხსნა ღმერთმა,მაშინვე ვაფასებ ცხოვრებას ! ასეა,სანამ ყველაფერი კარგადაა სიცოცხლეს არავინ აფასებს,მაგრამ როცა ხვდება რომ მთელი ცხოვრება 1 წუთში მთავრდება,მაშინვე იგებს ცხოვრების ფასს ! ერთადერთი რითიც შემიძლია ვინუგეშო თავი ისაა,რომ ცხოვრება ყოველთვის უამრავ წინააღმდეგობას გვიწყობს,ხან საყვარელ ადამიანს გვართმევს,ხან კარიერა გვენგრევა და ა.შ.,მაგრამ რაც არ უნდა იყოს ცხოვრება მშვენიერია ! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ არ უნდა ვიცხოვრო არც წარსულით და არც მომავლით...ეს მხოლოდ ცუდს მომიტანს...ამიტომ ვცხოვრობ დღევანდელი დღით ! ყოველ დილას თვალებს ვახელ,პირჯვარს ვიწერ და ღმერთს მადლობას შევწირავ იმისთვის,რომ სიცოცხლე მაჩუქა ! 


***

ისევ თვითმფრინავი,ისევ ის გზა,ისევ ის რეისი...ამას ისიც ემატება,რომ ლიზი ჩემთანაა...მარტო არ გამომიშვა და თანაც თავის სამშობლოში უნდოდა წასვლა...ისეთი გრძნობა მეუფლება,თითქოს დე-ჟავუ მაქვს ! ეს ყველაფერი ისეთი ნაცნობია...თავი წარსულში მგონია...წარსული კი ცუდად მახსენდება ! ეს ქალაქი,ყველას ოცნების ქალაქი,ქალაქი,სადაც სიცოცხლე ჩქეფს და დრო არ ჩერდება,ჩემთვის მხოლოდ ცუდ მოგონებებთან ასოცირდება...ხანდახან ვფიქრობ,ნეტავ საერთოდ არ წავსულიყავი...ასე ხომ არც ნიკას არ გავიცნობდი და არ შემიყვარდებოდა,არც ავარიაში მოვყვებოდი და არც მეგობრების გარეშე მომიწევდა ყოფნა...სამაგიეროდ ლიზას ვერ გავიცნობდი ... ის კი ახლა ჩემს გვერძე ზის,ხელი ჩემი ხელისთვის  აქვს მოკიდებული და მამშვიდებს...მე კი ფიქრებში ვარ გართული...აიი,თავისუფლების ქანდაკებაც გამოჩნდა და ჩავფრინდით თავისუფლების ქალაქში !


აეროპორტში ლიზას მშობლები დაგვხვდნენ...მთელი ცხოვრება ისეთ სითბოს ვნატრობდი,როგორიც მათ გააჩნიათ ! ისე ჩამიკრეს გულში,თითქოს მათი შვილი ვყოფილიყავი...მომეფერნენ,მადლობები მიხადეს და მაშინვე სახლში წაგვიყვანეს...თვალები ცრემლებით გვქონდა სავსე...მთელი გზა გველაპარაკებოდნენ და რაღაცეებს გვეკითხებოდნენ.ლიზა პასუხობდა,მე კი გაჩუმებული ვუყურებდი ნიუ-იორკის ქუჩებს...


როდესაც დავბინავდით და კარგადაც დავისვენეთ,ლიზამ ხელი დამავლო და მაშინვე ჯულიარდში წამიყვანა...მე სულ ძალით მივყვებოდი...დავიფიცე,რომ ამ ადგილას აღარ დავბრუნდებოდი,მაგრამ...როდესაც შენობას მივუახლოვდი,კანკალი ამივარდა,გამახსენდა პირველი დღე,როცა შეშინებულმა გადავაბიჯე კარების ზღურბლს...ახლა უარესად ვიყავი ! შევდგი თუ არა ფეხი,მაშინვე ნაცნობი სახე დავინახე...დირექტორი ჩემსკენ წამოვიდა,ჩამეხუტა და მომიკითხა. მეც მოვიკითხე და ტკბილად დავშორდით ერთმანეთს.ყველას მზერა ჩემსკენ იყო მიმართული,ვერ იჯერებდნენ,რომ დავბრუნდი...მეც ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით...უცებ ტკივილი დამეუფლა,თითქოს მკერდიდან გული ამომგლიჯეს...თვალები ცრემლებით გამევსო და ლიზა  რომ არა,ალბათ წავიქცეოდი...ვიდექი და ვუყურებდი ბიჭს,რომელიც ძალიან მიყვარდა,ვენდობოდი და სიცოცხლეს მერჩივნა...ის ჩემთან არ იყო...მეტიც,ვერც კი შემამჩნია...


-ყველაფერი გასაგებია...


-ლიკაა ? შენ აქ რა გინდა ? 

-რაღაცის დასამტკიცებლად ჩამოვედი და ახლავე მივდივარ,რადგან უკვე დავრწმუნდი იმ ამბის სიწორეში !

-ძალიან გთხოვ დაიცადე !

-ძალიან გთხოვ რაა...არ დაიწყო ეხლა "ეს ის არ არის რაც შენ გგონია","მე და ის მხოლოდ მეგობრები ვართ","მე მარტო შენ მიყვარხარ !" და მსგავსი სისულელეები ! ძალიან ბანალურია და მოძველდა უკვე ! 

-ამას არც ვაპირებ ! ვიცი,უკანასკნელი იდიოტი ვარ ! კრეტინი,ნაძირალა,ლაჩარი...

-აღარ გააგრძელო ! ეს არც შენი ბრალი არაა და არც იმის ! სანამ წახვიდოდი,ზუსტად ამაზე ვფიქრობდი,მაგრამ ჩემს თავს ვაიძულებდი,რომ არ დამეჯერებინა ! სამაგიეროდ ეხლა მიწაზე დავეცი..საკმაოდ მწაერდ და ფრთებიც მოვიმტვრიე ! მაგრამ არაუშავს...როგორმე გადავიტან და გავიყუჩებ ამ ტკივილს...

-ლიკა მაპატიე,ძალიან გთხოვ...

-არ გინდა...შენც ადამიანი ხარ,გრძნობები გაქვს,მესმის შენი და არ გამტყუვნებ ! ალბათ ისე ძლიერად არ გიყვარდი,როგორც გეგონა და უბრალოდ გატაცება ვიყავი...დრო რომ გავიდა,მიხვდი,რომ ჩემს მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობდი და სხვა შეგიყვარდა...ეს დანაშაული არაა...მე შენი ცოლი არ ვარ და არც შენ გაქვს ჩემს წინაშე რაიმე ვალდებულება ! შემიძლია გაგიგო...სკანდალის მოწყობას არ ვაპირებ ! უბრალოდ მე ჩემს გზაზე წავალ,შენ -შენსაზე ! ერთმანეთს აღარ მოვხვდებით თვალში და იმედია შენდამი გრძნობა გამინელდება ! გახსოვს რომ გკითხე რატომ შეგიყვარდი მეთქი ? დღემდე არ მჯერა როგორ გიყვარდი ოდესღაც )) ეხლა მივდივარ შენი ცხოვრებიდან და თან მიმაქვს მხოლოდ კარგი მოგონებები...ბედნიერი ვარ,რომ  ჩემს ცხოვრებაში იარსებე და მასწავლე სიყვარული )) შენი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება ! გიტოვებ იმ სიმღერას,რომელიც შენ დაგიწერე და შენია ! როცა მას მოუსმენ,ალბათ გაგახსენდება ის ბედნიერი თვეები )) ბედნიერებას გისურვებ უჩემოდ ! იმედია შენს ნამდვილ სიყვარულს იპოვი !

-ანუ მიდიხარ ? ამ სიყვარულზე უარს ამბობ ?

-ნიკა, რა სიყვარულზე მელაპარაკები ? ბრმა არ ვარ !

-თუ დამაცლი,აგიხსნი !

-მოდი ეხლა არა  ! ისედაც ბევრი ვიტირე ! თანაც მგონია გული აღარ მაქვს...ამჯერად ჯობია,რომ დავშორდეთ...ერთმანეთი არ ვნახოთ,არც მიმოწერა გვქონდეს...ორივე უნდა გავერკვეთ ჩვენ-ჩვენ გრძნობებში და თუ მიხვდები,რომ გენატრები და მართლა წრფელი სიყვარულით გიყვარვარ,მომნახე !

-მაპატიე...არ მინდოდა ყველაფერი ესე მომხდარიყო !


-ვიცი...მეც ვწუხვარ...მაგრამ ყველაფერი ისე არაა,როგორც ჩვენ გვინდა ! ნახვამდის ჩემო პირველო სიყვარულო !


კატეგორია: BooK | ნანახია: 1221 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 111 2 »

11 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-02-05)

Bavshveboo Ugrmesi Madloba )) Xoo Maar Mec Mikvirs : D

10 mari  Maar♥  (2012-02-05)

au.ramdeni vitire.jer pirvel abzacze da emre bolos :( naxvamdis chemo pirvelo siyvarulo... ra kargi sityvrbia.mikvirs sheyavrebuli ar xar da ase karagd wer grdzxnobebs,romelic arasdros gqonia.ukve agarc vici ra vqtva.ubralod erts vityvi sheni motoxrba aris is rac axla me mwirdeba.gaagrdzele male.

9 Ani Tandiashvili  Delenafan  (2012-02-05)

Gaagrdzele !

8 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-05)

ისე ლიკასმ რატომ არ დააცადა ნიკას თქმა,იქნება რა უნდა ეთქვა!!! angry

7 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2012-02-05)

au rogorc iseti magari tavi iyo rom shen sityvebs gamviyeneb: კომენტარს აღარ გავაკეთებ

6 PrincessK  Princess  (2012-02-05)

Gaaagrdzelee malee

5 Taki ..  Smiley  (2012-02-05)

auu vitireee : ( ar vici ra momiviidaa magrammm shenma motxrobamm damanaxa is rasac ver vxdeavdi mee: (( aii ar vici sityvebi ar myopniss umagresiaaa da gtxov male dade :(

4 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-02-05)

Dzalian Momewona !! Ai Ametira Ukve ; ( Yvelaze Magaria !! Shens Motxrobas Verasdros Vuketeb Komentars.. Ai Sityvebi Ar Myofnis Iseti Magaria !! <3 Sad Sheqspiri Da Sad "Gldaneli Lika" : D Gaagrdzele Aucileblad !! Tore Verc Gadarchebi : D <3 :**

3 tatii tumanishvili  Emma  (2012-02-05)

dzaaaaaan magariaa <3333333 cotac da ametireboda kidev kai male damtvardaa <3 uzomod magariaa aii <333 malee gaagrdzele <3

2 mari ucodesrurEl0k  gorelimari  (2012-02-05)

dzaan magaria. rammis vittire <3
1-10 11-11
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

საათი: 11:31 AM
თქვენი IP: 3.15.12.133
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz