აიი,როგორც იქნა ნიუ-იორკში ვარ ! ყველასთვის საყვარელ და საოცნებო ქალაქში ! თავი ზღაპარში მგონია ! დავდივარ ჩემთვის სრულიად უცხო ქუჩებში რუკით ხელში :დ ყველა უცხოპლანეტელივით მიყურებს :დ
აიი,მივადექი იმ შენობას,რომლის "დაპყრობასაც" ვაპირებ ! ჯულიარდი ! ჩემი ახდენილი ოცნება !
შიგნით შესვლა საშინელება იყო (ჩემთვის) ! მთლიანად ვკანკალებდი,ხელები მიოფლიანდებოდა,სახეზე ფერი არ მედო ! ბოლოს,როდესაც პირველი ნაბიჯი გადავდგი,შვებით ამოვისუნთქე და ამაყად გავაგრძელე სიარული !
შიგნით საოცარი სანახაობა ვნახე ! გაოცებისგან პირი მქონდა დაღებული !
ჰოლში უამრავი ხალხი ირეოდა...ყველა ვიღაცას უყურებდა გაფაციცებით და ემოციებს ვერ მალავდა...გოგოები კიოდნენ და ჭკუაზე არ იყვნენ ! აქეთ-იქიდან მოდიოდა ფრაზები : "OMG !","He's Amazing !", "He's So Hot ! ", "I love Him "
თავიდანვე მივხვდი,რომ ბიჭზე იყო ლაპარაკი...მაგრამ დიდად არ დავინტერესებულვარ...შორიდან შემთხვევით მოვკარი თვალი შუაში მდგომ იდიოტს,რომელიც თვითკმაყოფილი სახით იყურებოდა და თავს იფასებდა ! მაშინვე მივხვდი,რომ ეს იყო ის "იდეალური ბიჭუნა" !
აქაურობას მოვცილდი და დირექტორთან გამოვცხადდი...
-გამარჯობა ! მე ლიკა ვარ ! -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ! იმედია ჩვენს იმედებს გაამართლებთ : )) -მეც ამის იმედი მაქვს : ))
-კარგით ! შეგიძლიათ მოსწავლეები გაიცნოთ და სწავლას დღეიდან შეუდგეთ : )) ჯერჯერობით ჩვენ დაგაფინანსებთ,მაგრამ იცოდეთ როგორც კი იმედს გაგვიცრუებთ,მაშინვე მოგეხსნებათ სტიპენდია ! -გასაგებია : )) -კარგით თავისუფალი ხართ ! კაბინეტიდან გამოვედი და თავში სულ დირექტორის სიტყვები მიტრიალებდა...ამ ფიქრში ვერც კი შევამჩნიე როგორ დამიძახა ვიღაცამ ... -უკაცრავად,შენ ახალი ხარ ? მივტრიალდი და დავინახე ერთი ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონა :))
-კიი,მე ახალი ვარ : )) -რა გქვია ? -ლიკა : )) -ლიკა? ასეთი სახელი პირველად მესმის...საიდან ხარ ? -საქართველოდან :)) -ასეთი ქვეყანაც პირველად მესმის ! მე ლიზა მქვია : )) -სასიამოვნოა ! კიი,ჩემი ქვეყანა ძალიან პატარაა და ძალიან ცოტამ იცის მის შესახებ ! -დავმეგობრდეთ ? -რატომაც არა : ))
ასე შევიძინე ჩემი პირველი უცხოელი მეგობარი : )) მასთან ერთად კიდევ დიდ დროს გავატარებ,მაგრამ ის ისევე ვერ მეყვარება,როგორც თაკო ! თაკო ჩემთვის შეუცვლელია !
|