
კიდევ ერთი დღე თენდაბა...ალბათ ერთ-ერთი ჩვეულებრივი და არაფრისმთქმელი,მაგრამ ეს თქვენთვის ! აი,ჩემთვის კი ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ! ეს ის დღეა,რომელიც მთლიანად "ჩემებს" უნდა დავუთმო და ნაყოფიერად გამოვიყენო ! დღეს რაც შეიძლება ბევრი დასამახსოვრებელი და კარგი უნდა გავაკეთო ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის,რადგან ხვალ ამერიკაში მივფრინავ ! ხოო,სწორად მიხვდით,ჯულიარდის სკოლაში ვისწავლი ! ეს ერთი მხრივ ძალიან მაგარია,მაგრამ მეორე მხრივ-ცუდი,იმიტომ რომ თაკოს და თოკოს გარეშე მომიწევს გარკვეული დროის გატარება : (( სწორედ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და თან ძილში ვიყავი გართული,რომ უცებ 
"ბრახ" და ლოგინიდან გადმოვვარდი :დ თაკო და თოკო მაშინვე შემოვარდნენ და უნდა გენახათ რა სიფათები ჰქონდათ : პიჟამოიანები,თმები ყალყზე ჰქონდათ დამდგარი,ფეხშიშველები და შეშინებულები...ვააიიი,რაც მე მაგათ დავცინე :დ იმის მაგივრად,რომ ჩემთვის დაეცინათ,დებილებივით დადგნენ :დ 
განსაკუთრებიტ თოკოს სახე მომეწონა :დ მოკლედ სიცილით რომ გული ვიჯერეთ,დავჯექით სასადილოდ : )) რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო დღეს მე ვლაპარაკობდი სისულელეებს :დ მფრინავ ცხენებზე,მოჩვენებებზე,უცხოპლანეტელებზე და ა.შ 
ბოლოს თაკომ მომაკეტინა :დ 
მეც იდიოტურად გავიცინე და ლაპარაკი შევწყვიტე... 
არ გვინდოდა დრო უქმად გაგვეტარებინა,რადგან ეს დრო ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო ! თავდაპირველად გადავწყვიტეთ ფილმისთვის გვეყურებინა და თოკომაც თავისი მოწონებული "ძალიან მაგარი" ფილმი ჩაგვირთო : დ ჩემი და თაკოს რეაქცია ფილმის ყურებისას: 
ფილმმა არ გაამართლა,თუმცა ბევრი ვიხალისეთ : )) შემდეგ მე და თაკომ დავიწყეთ მოფიქრება,თუ როგორ გაგვეტარებინა დარჩენილი საათები...ისეთი სისულელეები მოვბოდეთ,რომ ჩვენთვითონვე დავიხოცეთ სიცილით : 
ავდექით და კარაოკე ჩავრთეთ :დ ჯერ მე ვიყროყინე : 
მერე თაკომ: 
და ბოლოს თოკიკომ,თან პიანინოზე წაუბრახუნა : 
უნდა აღინიშნოს რომ სელენა გომესზე კარგად მაინც ვმღერით :დ
ძალიან მაგრად გავერთეთ :)) უცებ ერთმა არაჩვეულებრივმა აზრმა გამიელვა თავში:სამივეს ძალიან გვიყვარს ჯირითი,ბავშვთა სახლში ვისწავლეთ და კარგადაც ვჯირითობთ :)) ხოდა მაშინვე წავედით იპოდრომზე ! 
ბევრი ვიჯირითეთ,სურათებიც გადავიღეთ და სახლში წამოსვლას ვაპირებდით,როცა თაკომ მითხრა : -უშენოდ რა გვეშველება ? -სადაც არ უნდა ვიყოთ,რა მანძილიც არ უნდა გვაშორებდეს,რა წინააღმდეგობაც არ უნდა გადაგვეყაროს წინ,თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემს გულში ! 
თაკოს აღარაფერი უთქვამს,უბრალოდ გაიღიმა... სახლში მოსვლისთანავე ფოტოსესია მოვაწყვეთ :დ 


თოკო ფოტოგრაფი იყო :დ ჩვენ მოდელები და უამრავი სურათი გადავიღეთ ! ეს დღე სამუდამოდ რომ დარჩენილიყო ჩვენს გონებაში,ვიდეოც გადავიღეთ :)) 


ამ ვიდეოს წყალობით ეს წუთები ყოველთვის ჩვენთან იქნება :)) 
მე და თოკომ თაკოს სიურპრიზი გავუკეთეთ და ის ვაჩუქეთ რაც მის გულს ყველაზე ძალიან გაუხარდებოდა ! 
თაკომ იმდენი მადლობები გვიხადა,რომ მე და თოკო გავწითლდით :დ -არააა...რა შეწუხებაა :დ არაფერია :დ ხო იცი როგორ გვიყვარხარ :დ 
ღამე ფაქტიურად არ გვიძინია,არ გვინდოდა გათენებულიყო...დროს ვწელავდით,თავს ვირთობდით,ერთმანეთს ველაპარაკებოდით და ასე გახდა ღამის 5 საათი...8-ზე აეროპორტში უნდა ვყოფილიყავი,ამიტომ ცოტა უნდა გამომეძინა...დასაძინებლად დავწექი თუ არა თაკო მოვიდა ჩემს ლოგინთან და მკითხა: -არასოდეს დაგვივიწყებ ? 
აღარაფერი მითქვამს,რადგან სიტყვები ზედმეტი იყო ! მან კარგად იცოდა რასაც ვეტყოდი...თვითონვე მიხვდა,ტკბილი ძილი მისურვა და დაიძინა... სიზმარშიც ისინი დამესიზმრა,ჩვენი განვლილი წლები: 

თვალები გავახილე,თაკოს შევხედე,მივხვდი,რომ ისიც ზუსტად იმავეს ნახულობდა რასაც მე ,გავიღიმე და ძილი განვაგრძე :)) თბილისში დაღამდა... 
ყველას ეძინა,ყველა თავის მყუდრო და თბილ სახლში იყო შეყუჟული თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად :)) ხვალ ისევ გათენდება ერთი ჩვეულებრივი დღე,არაფრისმთქმელი,ყველა თავის საქმეს განაგრძობს,მაგრამ იმას არავინ მოიფიქრებს,რომ თავის თითოეულ ახლობელს ერთხელ მაინც მოეფეროს და უთხრას "მიყვარხარ" ! იცით რატომ ? იმიტომ დარწმუნებულია,რომ ისინი მაინც მასთან იქნებიან ... მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება,რომ ისინი მათ გვერდით არ არიან...და სინანული უკვე გვიანია ! ამიტომ ყველამ ვუთხრათ ერთმანეთს მხოლოდ ერთი ჯადოსნური სიტყვა "მიყვარხარ" და გავათბოთ ერთმანეთის გულები ! 
|