საიტის მენიუ

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » I'll Always Remember You ! (Part 24)
11:18 PM
I'll Always Remember You ! (Part 24)

მთელი ღამე თოვდა...გუნდაობით და სირბილით გული რომ ვიჯერეთ,სახლში შევედით...მთლიანად სველები ვიყავით და ისე გვციოდა,რომ ლამის ლოლოები ჩამოგვეკიდა : ) ჯერ ერთმანეთს დავცინეთ,შემდეგ კი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და ისევ სუფრას მივუსხედით ! გვიანობამდე ვლაპარაკობდით,ვმღეროდით,ვცეკვავდით და ამ დღეს აღვნიშნავდით ! ბოლოს ისე დავიღალეთ,რომ ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით :დ ბავშვებს მალევე ჩაეძინათ,მე კი დღევანდელით ისე ვიყავი აჟიტირებული,რომ კარგა ხანს არ დამეძინა...დილით ყველაზე ადრე გამეღვიძა,ავდექი და რადგან საქმე არ მქონდა ფორტეპიანოს მივუჯექი.იმდენი ხანი არ დამეკრა,რომ თავიდან შემეშინდა კიდეც,ვაითუ დამავიწყდა-მეთქი,მაგრამ ის რაც კარგად ნასწავლი გაქვს,უცებ არ დაგავიწყდება ! კლავიშები მოვსინჯე...უკვე იმდენი ხანია მათზე არავის თითები არ შეხებულა,რომ მეგონა ასაწყობი იქნებოდა,მაგრამ შევცდი !

რა დამეწყო არ ვიცოდი...უცებ ჩემს გონებაში გაიელვა წამებმა,რომელიც თავს გადამხდა და სამუდამოდ დამამახსოვრა თავი...ეს წამები ჯადოსნური იყო ! პირველი რაც დამეუფლა უზომო ბედნიერება,სიხარული და ყველაზე საუკეთესო გრძნობა - სიყვარული იყო ! როდესაც ადამიანი გიყვარს,ეს იზომოდ კარგი რაღაცაა,მაგრამ თუ მასაც უყვარხარ,შენი თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გგონია ! როდესაც მას უყურებ,რაღაც გემართება...რაღაც ისეთი რისი აღწერაც სიტყვებით არ ძალგიძს ! ეს გადმოუცემელი გრძნობაა...ყოველ მის დანახვაზე ტანში გბურძგლავს და გული ისე გიცემს,რომ სადაცაა ამოგივარდება ! როდესაც მას ხედავ,გავიწყდება ყველა პრობლემა,სირთულე და მხოლოდ მაზე ფიქრობ !(არ ვიცი ამას როგორ ვწერ,როცა სინამდვილეში არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული :დ) ძალიანაც რომ მოინდომო,სიტყვებით ვერასდროს აუხსნი,როგორ გიყვარს,ამიტომ სხვა გზა უნდა ნახო ამისთვის...თუ მასაც ისევე უყვარხარ,შენ უსიტყვოდ გაგიგებს და ყველაფერს შენს თვალებში ამოიკითხავს,მაგრამ მაინც საჭიროა,რომ სცადო...ამისთვის საუკეთესო საშუალება მუსიკაა...მხოლოდ მე და როიალი...თვალწინ წარმომიდგა ჩვენი ერთად გატარებული წუთები და მუსიკაც თავისთავად მოვიდა ! ისე უცებ,რომ შემეშინდა არ დამვიწყნოდა და მაშინვე ჩავიწერე...

ფიქრებში ვიყავი გართული და ნოტებს მივჩერებოდი,რომ უცებ შეხება ვიგრძენი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა...უკვე მივხვდი ვინც იყო,შევხედე და გავუღიმე : ) ის დაიხარა,ლოყაზე მაკოცა და ჩემს გვერძე ჩამოჯდა...უცებ ყურადღება ნოტებზე გადაიტანა და დიდხანს უყურებდა...არაფერის კითხვა არ დავაცადე და მაშინვე დაკვრა დავიწყე ...

დავამთავრე და მას გავხედე...მისი აზრი მაინტერესებდა,მაგრამ მისმა მზერამ ყველაფერი თქვა....

-მოგეწონა ?

-როგორ შეიძლება ვინმეს არ მოსწონებოდა ? შეიძლება გავიგო ვის ეძღვნება ეს უმშვენიერესი მელოდია ?

-შენ როგორ გგონია ?

-შენი სამუდამოდ მადლოერი დავრჩები იმ სიყვარულისთვის,რაც მაგრძნობინე და მომეცი !

-ისე დღემდე ეს კითხვა მაწუხებს და მინდა გკითხო,მაგრამ თან რარაც მაკავებს...მოდი,ახლა გკითხავ:შენნაირ ბიჭს ჩემნაირ გოგოში რა შეუყვარდა ?

-მეხუმრები ? რას ჰქვია ჩემნაირ ბიჭს ? 

-შენ განსხვავებული ხარ ! ყველაზე სიმპატიური,ნიჭიერი,კეთილი...

-აიი,შენ კი ჩემზე გამორჩეული ხარ ! არაჩვეულებრივი და ბუნებრივი ! სხვებს არ ჰგავხარ ! ამიტომ მიყვარხარ ! იცოდე ეგ მეორედ აღარ გაიმეორო ! შანსი რომ მქონოდა 1000 გოგოში შენ ამოგარჩევდი ! რაღაც უნდა გითხრა და ვიცი არ გესიამოვნება,მაგრამ იძულებული ვარ ასე მოვიქცე...

-რა ხდება ? 

-ხვალ ნიუ-იორკში მივფრინავ : ( დეიდასთან ვიქნები და 1 თვე ვერ ჩამოვალ... 

-ძალიან გთხოვ დაწყნარდი...ვიცოდი ასე რომ მიიღებდი და არც ვაპირებდი თქმას,მაგრამ შენი მოტყუება ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს და მერე მთელი ცხოვრება თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი...ხომ იცი,რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ ! ჩემთვის ისეთი ძვირფასი ხარ,რომ ყველაფერს გავაკეთებ შენთვის...აი ნახავ 1 თვე მალე გაივლის და ისევ ერთად ვიქნებით !

მეტი რაღა უნდა მეთქვა...წამოვდექი და სამზარეულოში გავედი...მაშინვე შიშმა შემიპრო...რარაც უცნაური გრძნობა დამეუფლა...ვაითუ გადამიყვაროს ან სხვა გამოჩნდეს,რომელიც ჩემზე მეტად შეუყვარდება...ამის გაფიქრებაც კი ცუდად მხდის ! ჩემს თავს ვუბრძანე დავწყნარებულიყავი ! "ყველაფერი კარგად იქნება ლიკა,ყველაფერი ძველებურად დარჩება" ამას ვუმეორებდი მთელი 1 საათი ჩემს თავს ! დღემ მალე გაიარა...ღამის 2 საათია...ფანჯარასთან ვზივარ და გარეთ ვიყურები...ფიქრებში ვარ გართული ! უცებ რაღაც სიტყვები ამეკვიატა გონებაში და თავს აღარ მანებებს !

Yeah, when my world is falling apart
When there's no light to break up the dark
That's when I, I, I look at you !

ფურცელი ავიღე და ჩავიწერე...შემდეგ ამას სხვა მიემატა...

When the waves are flooding the shore
And I can't find my way home anymore
That's when I, I, I look at you

ყველაფერი ისე უცებ მოვიდა,რომ მეშინოდა გამომრჩენოდა და ჩქარ-ჩქარა ვწერდი ! ვწერდი და სიტყვებიც არ მანებებდნენ თავს !

When I look at you, I see forgiveness, I see the truth
You love me for who I am like the stars hold the moon
Right there where they belong
And I know I'm not alone

გონებაში ყველაფერი ერთად მიტრიალებდა ! თავი გასკდომას მქონდა ! სიტყვები კი თავისით მოდიოდა !

You appear just like a dream to me
Just like kaleidoscope colors that prove to me
All I need, every breath that I breathe
Don't ya know, you're beautiful!

ნაწერს დავხედე ! რაღაც დამაკლდა და ბოლოში მივაწერე:

You appear just like a dream to me !


კატეგორია: BooK | ნანახია: 1008 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 131 2 »

13 VIKU    (2012-01-21)

vgijdebii! arachveulebrivia

12 super hipnotic  myleuz_delena  (2012-01-21)

male dadeeee :*

11 super hipnotic  myleuz_delena  (2012-01-21)

ai dzalian lamazi taviiiiiiiiaa :]

10 aaanchooo    (2012-01-21)

au male gaagrdzele dzalian dzalian magaria!!!! **))

9 Ani Tandiashvili  Delenafan  (2012-01-21)

Aiiiii Aiiii Magariiaa

8 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-01-21)

Yvelas Didi madloba <3 Shenic Kargia Martla )) Da Takoo Sheqspiri Ar Var : D Me Gldaneli Lika Var : D

7 nia mijishvili  Lovelightweight  (2012-01-21)

vaime dzalian lamazi tavia yochag!!!!

6 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-01-21)

Aii Umagresia !! Chemi Sheqspiri : D (didubeli soso) : D Dzaan Magaria !! Amas Komentaris Gaketeba Ar Schirdeba .. Ubralod Ver Avgwer Rogor Momwons (da me saertod verafrs vgwer : D) Dzaan Magari SItyvebia Da Gaagrdzelee Aucileblad Tore Ver Gadarchebi !! : D

5 Taki ..  Smiley  (2012-01-20)

aiii umagresiaa raaa dzaliann momwonss likaaa magariaa umagresiii sityvebi ar myopniss <33

4 mari  Maar♥  (2012-01-20)

mshvenialuria.ai aset tavebze sadac gogos da biws shoris urtiertobazea sauabri vabodeb :D sul vidaxi es tavi yvelaze ematd momewonametqi yovel tavze mara amazec unda vatqva :D momeowna es tavi yvelaze yvelaze metad.rac sheexeba siyvaruls xo eg grdznobaa.gamocidli ar gaqvs,mara roca sheyavrebuli xar maags grdznob da kide sxva ragacasac,mara dziritad magas.au radmens vlaybob??dzaan maagria ra.rogor shevaqo ar vici :Dumagresi grdznoba dameupkla roca sheni motxrba wavikitxe.da simgereastan dakavshirebit chemi tavi gaamxsenda :)
1-10 11-13
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 4:04 PM
თქვენი IP: 3.135.241.191
თარიღი: 2024-12-25
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz