*** -ბიჭო,ცოტა ჩაუწიე,რამხელაზე გაქვს აწეული,ასე დავყრუვდები ! მთელი გზა ასე უნდა ვიყოთ ? -ჰო,აბა ? რატომ ჩავუწიო ? მე ძაან მომწონს ! მინდა მთელ ხმაზე ვიმღერო ! შენც თუ ამყვები,კარგს იზამ ! -გიჟი ხარ ! შენ აგყვე ? კაცმა არ იცის რას მღერი ! იმხელა ხმაზეა მუსიკა,რომ ვერ გავიგე რა გაქვს ჩართული ! -მოუსმინე და მიხვდები !
-ეს სიმღერა მიყვარს : ) გთხოვ,ერთი წუთით ჩაუწიე ! რაღაც უნდა გითხრა ! -რა ? რამე სერიოზულია ? შენ გეხება ? -არა,მე არა...თუმცა,შეიძლება ითქვას,მეც ! მოკლედ,თაკოს 2 დღეა ვერ ვცნობ ! ღრუბლებში დაფრინავს,არავის ხმის გაგონება არ უნდა...აღარ ვიცი რა გავაკეთო ! ხომ იცი როგორი ჯიუტია და რამე რომ ვკითხო მეშინია არ მეჩხუბოს ! -მაინც ვფიქრობ,რომ უნდა დაელაპარაკო ! შენ ყველაზე კარგად იცნობ და გაუგებ ! მგონი თქვენი ამდენი წლის მეგობრობა გაძლევს უფლებას,რომ ყველაფერი იცოდე მასზე ! -მართლა ასე გგონია ? -შენთვის როდესმე ტყუილი მითქვამს ? -კარგი,დაველაპარაკები ! ყოველ შემთხვევაში ვეცდები...და მადლობა,რომ ჩემთან ხარ ! -მე ყოველთვის შენთან ვიქნები,სადაც არ უნდა წახვიდე ! *** -ლიკა...ასე უცნაურად რატომ იქცევი ? -უცნაურად ? -ხოო...მთელი დღე ცდილობ,რომ რაღაც მკითხო,მაგრამ მერე სულ სისულელეებზე გადაგაქვს ყურადღება ! რა ხდება ? რა გჭირს ? -მე რა მჭირს,თუ შენ ? 2 დღეა ვერ გცნობ...თითქოს ცივილიზაციას მოწყდი...სად არის ჩემი ცანცარა თაკო ? -ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა ... -მგონი შენ გაქვს სათქმელი და ყურადღებით გისმენ ! -იცი...მგონი ჯობია გითხრა ! შეყვარებული ვარ ! -არაა...არ მითხრა,რომ... -ჰოო...საბაზე... -ასეც ვიცოდი...რაღაცას კი ვხვდებოდი,მაგრამ რას ვიფიქრებდი,რომ შენ...არაა...დაუჯერებელია :დ ერთ დღეში შეგიყვარდა... -პირველად რომ დავინახე არ ვიცი რა მომივიდა...გულისფეთქვა ისე ამიჩქარდა,რომ მეგონა მოვკვდებოდი...იმის მერე ვეღარ ვაზროვნებ...ყველაზე ცუდი კი იცი რა არის ? -მას საერთოდ არ იცნობ და არც მან იცის შენს შესახებ არაფერი ! -დაწყნარდი...ყველაფერი კარგად იქნება...მთავარია მე შენს გვერდით ვარ ! ყოველთვის მხარში დაგიდგები და დაგიცავ ! აბა რისთვის არსებობს ნამდვილი მეგობარი ! -მიყვარხარ ! -მე უფრო !კარგი,ეხლა მორჩი ტირილს და იცოდე ცრემლი არ დავინახო შენს თვალებზე ! ხვალ მივალთ კოლეჯში და ვნახავთ იმ საბას...მიხვალ,გაიცნობ და მერე ვიფიქროთ დანარჩენზე ! -კარგი...მადლობა ყველაფრისთვის ! თითქოს გულიდან ლოდი მომცილდა ! -ხომ იცი,რომ როცა გაგიჭირდება ყოველთვის უნდა დამელაპარაკო და ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის,რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ ! -იცი...შენ და ნიკას რომ გიყურებთ...ისეთი ბედნიერები ხართ ! მეც მინდა ასე ვუყვარდე ვინმეს ! -მე მაგ მხრივ ძალიან იღბლიანი ვარ : მყავს არაჩვეულებრივი ადამიანი,რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და ყოველთვის გვერდში მიდგას და მყავხართ თქვენ ! -ძალიან მიხარია ბედნიერი რომ ხარ ! შენი ბედნიერება ჩემი საკუთარი ბედნიერების ტოლფასია ! -იცი,სიმღერა დავწერე და იმედია მიხვდები როგორ მიყვარხარ ! -სიმღერა? ჩემთვის ? -ხო...აი დავუკრავ !
-ამას სიტყვები აღარ სჭირდება...შენ უკვე ორივეს სათქმელი თქვი !
|