-ვინმემ დამეხმარეთ,გთხოვთ ! გოგონა სისხლისგან იცლება ! -ჩქარა,სასწრაფოში დარეკეთ ! პოლიციას შეატყობინეთ ! -აიი,სასწრაფოს და პოლიციის მანქანები მოდიან ! სწრაფად,სწრაფად,თორემ სისხლისგან დაიცლება ! -კი მაგრამ რა მოხდა ?ვინმე შეესწრო ამ შემთხვევას? -დიახ,მე შევესწარი ! 
-თქვენ ამ გოგონას ახლობელი ხართ ? -არა ! ქუჩაში მოვდიოდი,გვერდით მანქანა დავინახე...საშუალო სიჩქარით მოძრაობდა ! უცებ შეჯახების ხმა გავიგე,გავიხედე და დავინახე,რომ მანქანა ხეს შეეჯახა...ალბათ გოგონამ საჭე ვერ დაიმორჩილა...მაშინვე იქეთ გავვარდი და ჩემ წინ საშინელი სანახაობა გაიშალა ! მანქანა ნამსხვრევებად იყო ქცეული,გოგონა კი დასისხლიანებული მიწაზე ეგდო ! შემდეგ გამვლელებს შველა ვთხოვე და თქვენთან დავრეკეთ ! -კარგით,დიდი მადლობა ! -არაფრის ! ძალიან გთხოვთ,მაცნობეთ გოგონას ამბავი ! -აუცილებლად ! *** -უკაცრავად ნიკა ბრძანდებით ? -დიახ !რა გნებავთ ? -ლიკა აბაშიძეს იცნობთ ? -დიახ,მე მისი შეყვარებული ვარ !რა ხდება ? ლიკას რა მოუვიდა ? -ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ კლინიკაში მობრძანდით ! ლიკა მძიმე მდგომარეობაშია !მისამართი ჩაიწერეთ ! -რაა? აუცილებლად ! ეხლავე მოვდივარ ! 


-ძალიან გთხოვთ,ექიმო,გამაგებინეთ რა ხდება ? -თქვენი შეყვარებული ავტოავარიაში მოყვა და გამვლელებმა ჩვენ შეგვატყობინეს...ძალიან მძიმე მდგოარეობაშია ! გვიჭირს დაგაიმედოთ...გოგონამ ბევრი სისხლი დაკარგა და 100%-დან გადარჩენის მხოლოდ 1 %-ია : (( ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ,მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ ! 
-ჩემი თხოვნა იქნება ლიკას მშობლებს გააგებინოთ ! -იცით,ლიკას მშობლები არ ჰყავს,მხოლოდ ორი საუკეთესო მეგობარი ჰყავს : (( -მაშინ მათ დაურეკეთ ! *** -თოკოო!ლიკას რამდენი ხანია არ დაურეკავს და არც მოუწერია : || რამე ხომ არ შეემთხვა ? -აიი,ზის სკაიპში და მივწერ ! -მიდი აბაა ! 
-ლიკკ...როგორ ხარ ? რამე ხომ არ შეგემთხვა ? დღეს არ მოგიწერია...მე და თაკოს ძალიან გვენატრები ! -თოკო! მე ლიკა არ ვარ...მისი შეყვარებული ნიკა ვარ ! -ააა...გამარჯობა : )) ლიკა ძალიან ბევრს გვიყვება შენზე ! სასიამოვნოა რომ გაგიცანი ! ლიკა სადაა? -იციი...ლიკა... -რა ლიკა ? -ლიკა ავტოავარიაში მოყვა და ეხლა სიკვდილს ებრძვის ! -რაა? არაა...ეს შეუძლებელია ! არაა...ეს ლიკას არ უნდა მოსვლოდა !!! 
-რა მოხდა ? გიტარა რატომ დაამტვრიე ? რა არის მითხარი ! -ლიკა კვდება ! 
-რაა? მეხუმრებიი ? თქვი რომ ღადაობ და ეს სიმართლე არაა .... -კარგი რაა ასეთ რაღაცაზე როგორ უნდა ვირადავო !ავტოავარიაში მოყვა და ძალიან მძიმედაა ; (( -არაა...ამას ვერ დავიჯერებ ! ლიკას რამე რომ მოუვიდეს თავს მოვიკლავ ! 
-ნიკა სასწრაფოდ მანდ უნდა ჩამოვიდეთ ! არ ვიცი რამეს ვიზავთ,ფულს ვისესხებთ და დღესვე გამოვფრინდებით ! -დაწყნარდით...ფულს მე გამოგიგზავნით ! ყველაფერი კარგად იქნება ! *** 
-გელოდებოდით !როგორ იმგზავრეთ ? -რადროს ეგაა ! სასწრაფოდ ჰოსპიტალში წაგვიყვანე ! -ეხლავე ! -ექიმო,როგორ არის ? -იცით,არ ვიცი როგორ გითხრათ,რადგან ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია ! გოგონას ტვინი მუშაობს,მაგრამ გული გაჩერებულია ! ვერაფერს გეტყვით ... არც მკვდარია და არც ცოცხალი...ეხლა უკვე თქვენი ნებაა დაკრძალავთ თუ არა ... -არ შეიძლება ყველაფერი ასე დამთავრდეს ! 
-დაწყნარდი თაკო ძალიან გთხოვ ! -ყველამ თავი დამანებეთ ! არავის დანახვა არ მინდა ! 
 
-რატომ ? ჰაა,გეკითხები რატომ ? ლიკა,ეს შენ რატომ უნდა მოგსვლოდა ? შენ ხომ ამას არ იმსახურებდი ? ხომ მპირდებოდი რომ სულ ჩემთან იქნებოდი ? პირობა რატომ დაარღვიე ? რატომ მიმატოვე ? ახლა უშენოდ რა მეშველება ?  
|