მსოფლიოში ფეხს ახალი მოდა იკიდებს. მამაკაცებმა ფრჩხილების შეღებვა დაიწყეს. ფრჩხილებს იღებავენ ცნობილი ადამიანები – ჯონი დეპი, დევიდ ბექჰემი, ჯარედ ლეტო, დევიდ ნავარო და დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარიც კი. სპეციალურად ასეთი გეტეროსექსუალებისთვის ბრენდმა Evolution-მა "მამაკაცური” ფრჩხილის ლაქი გამოუშვა. ბრენდის მესვეურების აზრით, "მამაკაცური” ფერებია: ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, ალისფერი, თეთრი, გამჭვირვალე და ლურჯი. ხშირ შემთხვევაში მამაკაცები თეთრ, ლურჯ და შავ ფრჩხილის ლაქებს არჩევენ. დიზაინერი მარკო ბერარდინი ფიქრობს, რომ სადა ფერის ლაქი ადამიანის სიმშვიდეზე მეტყველებს, მაშინ როდესაც ფერადი ლაქი მაჩვენებელია იმისა, რომ მის მფლობელს საყოველთაოდ დამკვიდრებული ნორმები აბსოლუტურად არ აინტერესებს.
|