ბრიტანელი მსახიობი ჰიუ ლორი ეკრანს ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ექიმი ჰაუსის" მერვე სეზონი ბოლო იქნება. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ როგორც კი პოპულარული სერიალი დასრულდება, ის ყველა სატელევიზო შოუზე იტყვის უარს."ვფიქრობ, რომ ამერიკაში გამაფუჭეს. არ შემიძლია იმის წარმოდგენაც კი, რომ როდესმე, რომელიმე სხვა შოუ "ექიმი ჰაუსის" მსგავსად პოპულარული გახდება. ძალიან გამიმართლა და არ მინდა ბედის მეორედ გამოცდა", - განაცხადა ჰიუმ.მსახიობი ასევე მიიჩნევს, რომ ის TV-შოუებისთვის მომგებიანი აღარ არის. ამ დროისთვის ვარსკვლავისთვის უფრო საინტერესო, კამერის მეორე მხარეს მუშაობაა. "მგონია, რომ ჩემთვის ახლა ყველაზე საინტერესო იქნება სცენარზე მუშაობა, რეჟისურა და პროდიუსინგი. კინოს ეს მხარე ძალიან აზარტულად და საინტერესოდ მეჩვენება", - განაცხადა ვარსკვლავმა.
|