საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » Harry Potter and the Philosopher ' s Stone(part 2)
2:51 PM
Harry Potter and the Philosopher ' s Stone(part 2)

პრივიტ დრაივის კუთხესთან ჭრელი კატა იდგა,მაგრამ რუკა ნამდვილად არსად ჩანდა.

 




ეს რა მომეჩვენაო,გაფიქრა,თვალები დააფახურა და კატას დააკვირდა.კატამაც თვალი თვალში გაუყარა.ამასობაში ბატონმა დერსლიმ ქუჩის კუთხეში შეუხვია და გზა განაგრძო.ახლა უკვე სარკეში ხედავდა,რომ კატა იმ აბრას კითხულობდა,რომელზეც ეწერა
,,
პრივიტ დრაივი''.
არა,კითხულობდა კი არა,უბრალოდ,წარწერას უყურებდა,თორემ,აბა,კატა როგორ წაიკითხავს,ან აბრაზე რა წერია,ან რუკაზე.



ბატონმა დერსლიმ თავი კიდევ ერთხელ გაიქნია და კატა მაშინვე დაავიწყდა. მთელი გაზა ქალაქმდე,მხოლოდ ბურღებზე ფიქრობდა,რა იქნება,დღეს დიდი შეკვეთა მივიღოო.





ქალაქს რომ მიუახლოვდა,დილის ჩვეულ სატრანსპორტო საცობში გაიჭედა.გაიხედ-გამოიხედა და ისეთი რაღაცა დაინახა,ბურღები აღარც გახსენებია.ირგვლივ უამრავი უჩვეულოდ  ჩაცმული,მანტია მოსხმული ხალხი ირეოდა.ო,როგორ ვერ იტანდა ბატონი დერსლი სასაცილოდ გამოწყობილ ტიპებს - ახალგაზრდებმა რომ იციან უცნაურად გამოპრანჭვა.,,სულელური მოდა შემოსულაო'',-დაასკვნა,საჭეზე თითები აათამაშა და უცებ იქვე ახლოს,იმ ახირებულების ერთი ჯგუფი დაინახა.აელვებული ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს.მათ შორის ზოგი ნამდვილად არ იყო ახალგაზრდა.ამაზე სულ შეიშალა ბატონი დერსლი.

რამოდენიმე წუთში ბატონი დერსლი გრანიგსის ავტოსადგომში შევიდა.


აქ მისი ფიქრი კვლავ ბურღებს დაუბრუნდა.

ბატონი დერსლი თავის ოფისში,მეცხრე სართულზე,ფანჯრისკენ ზურგშექცევით იჯდა.ასე რომ არ მჯდარიყო და ფანჯარაში გაეხედა,ამ დილით ბურღი არც მოაგონდებოდა: დღისით - მზისით ცაში ბუები სულ გუნდ - გუნდად დაფრინავდნენ.


გამმვლელები პირდაღებულები იდგნენ ქუჩაში და თითს ცისკენ იშვერდნენ.

ბატონი დერსლი ფუნთუშის საყიდლად გავიდა,როდესაც გაიგო:

,,პოტერები...დიახ,დიახ...მეც გავიგე...''

,,ჰარი,იმათი ვაჟი''...

ბატონი დერსლი ადგილზე გაქვავდა.შიშმა აიტანა.მოჩურჩულეებს გახედა,თითქოს რაღაცის თქმა უნდაო,მაგრამ გაჩუმება არჩია.

ქუჩაზე სწრაფად გადაირბინა,ოფისში ავარდა - არავინ შემაწუხოსო ! - მიაძახა მდივანს,ტელეფონს ეცა და სახლის ნომერი უკვე აკრეფილი ჰქონდა,რომ გადიფიქრა.ულვაშზე ხელი გადაისვა.ჩაფიქრდა...არა,რა სისულელეა,პოტერი საკმაოდ გავრცელებული გვარია.ალბათ უამრავი პოტერია,ვის ვაჟიშვილსაც ჰარი ჰქვია.ხო,თანაც ისიც კი არ იცოდა დაბეჯითებით,ცოლის დის წულს ნამდვილად ჰარი ერქვა თუ არა.ბავშვი არასოდეს ენახა.შეიძლება,ჰარვი დაარქვესო ან ჰარვოლდი. ტყუილუბრალოდ რატომ ააფორიაქოს ქალბატონი დერსლი ! დის ხსენებაზე ყოველთვის ნერვები ეწეწება.ვერც გაამტყუვნებ.თვითონ მას,რომ ასეთი და ჰყოლოდა !.. და მაინც, ეს მანტებიანი ხალხი რაღაც...

ბატონი დერსლის ფიქრი ბურღებს ვეღარ მიუტრიალდა.როდელასც ხუთ საათზე შენობიდან გამოვიდა ჯერ კიდევ ისე იყო აღელვებული,რომ იქვე,კართან,ვიღაცას შეასკდა.

- უკაცრავად,-ჩაიბურტყუნა,რადგან ჩია ტანის მოხუცი დაბარბაცდა და კინაღამ ძირს დაენარცხა.ბატონმა დერსლიმ შეამჩნია,რომ ის კაცი იისფერ მანტიაში გამოწყობილიყო.მოხუცი სულაც არ გაბრაზდა,პირიქით,გულთბილად გაუღიმა და ისეთი წრიპინა ხმით დაილაპარაკა,რომ გამვლელ-გამომვლელი,ყველა მას მიაჩერდა.

- ნუ წუხხართ,ჩემო ძვირფასო ბატონო.დღეს მე ცუდ გუნებაზე ვერაფერი დამაყენებს.გიხაროდეთ,ის,ვისი სახელიც არ ითქმის,ბოლოს და ბოლოს,მოგვშორდა.თქვენ,მაგლებმაც კი უნდა იზეიმოთ ეს ბედნიერი,ბედნიერი დღე ! 

მომოხუცი ბატონ დერსლის წელზე მოეხვია,რადგან მარტო წელამდე მისწვდა,და თავის გზაზე წავიდა.

ბატონი დერსლი სახტად დარჩა:სრულიად უცნობი კაცი გადაეხვია და თან,მაგლიო თუ რაღაც ამდაგვარი უწოდა.თავი უხერხულად იგრძნო,სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და შინისკენ გაეშურა.

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით,რომ გუშინ ვერ დავდე,ძალიან დაღლილი ვიყავი! sad სამაგიეროდ დღეს კიდევ დავდებ! დააკომენტარეთ....



კატეგორია: BooK | ნანახია: 1142 | დაამატა: NARUTO2626:) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »

11 PrincessK  Princess  (2012-01-01)

გააგრძელეე

10 nia mijishvili  Lovelightweight  (2012-01-01)

afsolururad yvela nawili maqvs wakitxuli ise damainteresa su su pirvelad smile

9 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2011-12-31)

tako ra vicodi me rom dro egre cota meqneboda! biggrin biggrin biggrin madloba

8 Taki ..  Smiley  (2011-12-31)

gio she matyuaraa aba dges ors davdeboo :D:D:D cancaraa gaaagrdzelee malee magariaaa <3

7 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2011-12-31)

madloba lanka! biggrin biggrin dges ara mgonia,rom kide davdo,radgan axali weli dgeba da xval aucileblad wink wink wink wink

6 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2011-12-31)

Dade Gio Dadee !!

5 lanka chakhvashvili  usergirl  (2011-12-31)

momewona dzaan!!gaagrdzelee biggrin

4 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2011-12-31)

tati madloba! kai ra lika! visac moswons waikitxavs da shen tu ar ginda aravin gadzalebs! angry angry angry

3 tatii tumanishvili  Emma  (2011-12-31)

kaiaa gio gaagrdzelee <3

2 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2011-12-31)

Takoo Shen Ega Tqvi : D Ras Wvalobs Saertod biggrin
1-10 11-11
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

საათი: 11:15 AM
თქვენი IP: 18.118.10.75
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz