თავი პირველი
ბიჭი რომელიც ცოცხალი გადარჩა
ვინ წარმოიდგენდა,რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს,პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობენ ,ოდესმე უცნაური,თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს.ისინი ხომ ყოველგვარ სასწაულს სისულელედ მიიჩნევდნენ და სულ იმით ამაყობდნენ,ჩვენ სავსებით ნორმალური ადამიანები ვართო.
ბატონი დერსლი ბურღების დამამზადებელი ფირმის ,,გრანინგსის'' დირექტორი გახლდათ
დიდი მსუქანი კაცი იყო,ისეთი მსუქანი,რომ კისერი თითქმის არ უჩანდა,სამაგიეროდ ულვაში ჰქონდა დიდი. ქალბატონი დერსლი თხელი ქალი იყო.
კისერი ჩვეულებრივზე ორჯერ გრძელი ჰქონდა,მაგრამ მას სწორედ ასეთი სჭირდებოდა,რადგან მეზობლების თვალთვალი უყვარდა და ხშირად იდგა ხოლმე სხვის ღობესთან კისერწაგრძელებული. დერსლებს პატარა ბიჭი ჰყავდათ,დადლი.
მათთვის რომ გეკითხათ, დადლისნაირი ბავშვი მეორე არ მოიძებნებოდა. დერსლებს ყველაფერი გააჩნდათ,რაც სურდათ,მაგრამ, ამასთან,ერთი საიდუმლოც ჰქონდათ და გული უსკდებოდათ,არავინ გაიგოსო.
ქალბატონი პოტერი ქალბატონი დერსლის ღვიძლი და იყო. დებს ერთმანეთი რამდენიმე წელი არ ენახათ,რადგან ქალბატონ დერსლის დის ხსენებაც არ უნდოდა. აბა,რა იქნებოდა,ის დაც და მისი ბედოვლათი ქმარი წარმოუდგენლად განსხვავდებოდნენ დერსლებისგან.ამათ სულ შიშის ჟრუანტელი უვლიდათ,შემთხვევით პოტერები რომ გვესტუმრონ , მეზობლები რას იტყვიანო. დერსლებმა იცოდნენ,რომ პოტერებსაც ჰყავდათ პატარა ბიჭი,თუმცა თვალით არასოდეს ენახათ. სწორედ ეს ბიჭი იყო კიდევ ერთი მშვენიერი მიზეზი იმისა,რომ პოტერებს მორიდებოდნენ,რადგან არ სურდათ,დადლი ასეთბავშვს გაჰკარვებოდა.
ჩვენი ამბავი ერთ სრულიად ჩვეულებრივ,უღიმღამო სამშაბათს დაიწყო. იმ დილით, ცოლ-ქმარმა დერსლებმა რომ გამოიღვიძეს,ცა თითქოს ისე , უბრალოდ იყო მოქუშული და არაფერს გვამცნობდა იმის თაობაზე, რომ მალე მთელ ქვეყანაში გასაოცარი,ჯადოსნური ამბები დატრიალდებოდა. ბატონმა დერსლიმ სამსახურში წასასვლელად ღიღინ-ღიღინით გამოიღო თავისი ყველაზე უსახური ხალსტუხი. ქალბატონი დერსლი მხიარულად უყვებოდა ქმარს ცინცხალ ჭორებს და თან გაჯიუტებულ დადლის ეჭიდავებოდა,რომ მაღალ სკამში ჩაეტენა.
ამსობაში ვერც ერთმა ვერ შენიშნა,როგორ ჩაუფარფატა მათ ფანჯარას დიდმა ტყის ბუმ.
ზუსთად 9-ის ნახევარზე ბატონმა დერსლიმ აიღო თავისი ჩანთა,სწრაფად აკოცა ქალბატონ დერსლის და უნდოდა დადლისაც კოცნით დამშვიდებოდა,მაგრამ ვერ მიართვეს: გაანჩხლებული დადლი ფაფით კედლებს წუწავდა. ,,პატარა ურჩხული", - ჩაიღიმა წასვლისას მამა დერსლიმ , ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.
პირველი უცნაურობა ქუჩის ბოლოში შენიშნა- კატა რუკას კითხულობდა. ბატონი დერსლი უცებ ვერ გაერკვა,რა დაინახა,თავი გააქნია და ხელახლა შეხედა. პრივიტ დრაივის კუთხესთან......
ბავშვებო სამწუხაროდ ამ თავში ჰარიზე არაფერი იყო,მაგრამ შემდეგ თავში მასაც შეხვდებით! დააკომენტარეთ
|