დღეს, 25 აპრილს პეპ გუარდიოლამ მოაწყო ფრესკონფერენცია სადაც გადაწყდებოდა "ბარსელონადან" მისი წასვლა/არ წასვლის საკითხი. პეპ გვარდიოლამ უკვე ამცნო ფეხბურთელებს, რომ მომავალ სეზონში ”ბარსელონაში” აღარ იმუშავებს. 4 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ პეპ გვარდიოლამ წასვლა გადაწყვიტა და ამგვარად დასრულდა მისი წარმატებული ერა ”ბარსელონაში”.
”ბიჭებო, ”ბარსელონადან” მივიდივარ”- ეს სიტყვები უთხრა მწვრთნელმა ფეხბურთელებს. ოფიციალურად: პეპ გუარდიოლა გუნდს 2012 წლის 30 ივნისს დატოვებს. მთავარი მწვრთნელის რანგში 4 წლიანი მუშაობისას მან "ბარსელონას" 13 ტიტული მოაგებია, აქედან 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე სანდრო როსელმა დაადასტურა, რომ პეპ გვარდიოლა მომავალ სეზონში კლუბს აღარ გაწვრთნის. სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ 2012/13 სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილაინოვა იქნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი პეპ გვარდიოლამაც დააფიქსირა: ”კლუბმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. მას ძალიან კარგი თვისებები აქვს. ფეხბურთელები მას იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ სეზონში გუნდს დავტოვებ, თუკი ტიტოს დახამარება დასჭირდება მე მის გვერდში ვიქნები” - განაცხადა გვარდიოლამ. ლეო მესიმ, რომელიც პეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენციაზე არ იმყოფებოდა საკუთარ ”Facobook”-ზე კომენტარი გააკეთა მწვრთნელის წასვლასთან დაკავშირებით. ”გულითადად მინდა მადლობა მოვუხადო პეპს იმისთვის, რაც მომცა როგორც პირად, ასევე პროფესიულ კარიერაში. იმ გრძნობის გამო, რაც პრეს-კონფერენციის დაწყების წინ მქონდა გადავწყვიტე, რომ პრესის წინაშე არ გამოვჩენილიყავი. მათი მთავარი სამიზნე ფეხბურთელების სახეების ჩვენება იქნებოდა, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება” -განაცხადა ლეო მესიმ. სურათები პრესკონფერენციიდან Pep, we ♥ you!
|