საიტის მენიუ

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » მაისი » 27 » Give Love A Try
9:31 PM
Give Love A Try

ღამე საშინლად მეძინა.საწოლში ვწრიალებდი,ადგილს ვერ ვნახულობდი.თან როგორც კი ჩავთვლიმავდი იმ წუთშივე მეთი მესიზმრებოდა.არ მინდოდა მასზე ფიქრი ორი მარტივი მიზეზის გამო.პირველი : ვერ ვივიწყებდი იამს რაც გამიკეთა,მეორე: მიუხედავად ყველაფრისა მეშინოდა მისთვის იმის თქმა რაც ჩავიდინე.მეთშ ლინდსიც დაემატა,რომლის წინაშეც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,თუმცა მეშინოდა მასთნ დალაპოარაკების,თავიც არ მქონდა და ტეილორიც,რომლზეც იმ ღამის მერე წარმოდგენა შემეჩვალა.იმ ღამეს გათიშული ვიყავი,მაგრამ თვითონ არ უნდა შეეტოპა.
როგორც იქნა უსიამოვნო ფიქრების მორევს თავი დავაღწიე,მუსიკა ჩავრთე,ფარდა გადავწიე და ჩაცმა დავიწყე.გონების გაფანტვის მიზნით მუსიკას ავყევი.ტელეფონმა დაიწკრიალა.ავხედე,მეთი იყო.ავიღო?და რატომ??რა ვუთხრა??ვერაფერს ვერ ვეტყვი.დააშავა და მიიღო სამაგიერო.არ ამიღია.შარავალი ავიწიე,მაგიდასთან დავჯექი და ჩემი სკოლის ფოტოების თვალიერება დავიწყე.აღმოჩნდა რომ ძალაინ მომნატრებია საქართველო.ერთი წუთით წასვლაზეც კი გავიფიქრე,მაგარმ მერე არც ისე ძალაინ მომეწონა ეს აზრი და უმალვე დავაიგნორე.
-ანა,ჩამოდი.გეძახიან.
-ვინ ლიზა?(მოახლე)
-ვიღაც ბიჭი,გაგიხარდება.
ვიფიქრე ტეილორიათქო.სანამ კიბეებზე ჩავიდოდი ვაწყობდი აზრებს,როგორ ამეხსნა მისთვის რომ ის ღამე არაფერს არ ნიშნავდა.თუმცა ტეილორის სახის მაგივრად მოულოდნელი სახე შემრჩა.კიბის პირველ საფეხურთან შევჩერდი.

-მეეთ??
-ჰეი,პრინცესა.როგორ მომენატრე.იმ დღეს ლინდსიმ რაღც იდიოტური კითხვები დამისვა და ევრ გავიგე რა ხდებოდა?მთვრალი იყო?ისიც მომიყვა რაც მოხდა.იმედია მიხვდი რომ გატყუებდა არა?
ჩემსკენ ჩასახუტებლად გამოიწია,თუმცა მე კიბის მეორე საფეხურზე ავედი.(უკან დავიხიე).
-რა იყო?ვერ აგიხსნა ლინდსიმ კარგად?
ვინ აცალა?გავიფიქრე ჩემთვის.
-რა უნდა აეხსნა?ის რომ ვიღაც გოგო მწერს შენს შეყვარებულთან ერთად მაგარ დროს ვატარებო,ალბათ ხვალაც ასე იქნებაო და მერე იმ გოგოს ნომერზე ვრეკავ და შენ იღებ??აქ რა არის ასახნელი.

-მომისმინე,იმ გოგომ მოგატყუა.უბრალოდ მე,ჩემი ძმაკაცი და ეგ ერთად ვიყავით ჩეი ძმაკაცის სახლში.ჩემი ძმაკაცის დაა.არაფერი საპანიკო არაა.მისი ტელეფონი არ იყო,ჩემი ძმაკაცის ტელეფონიდან მოგწერა,ის ბიჭი გასული იყო და თავს უფლება მივეცი მისი ტელეფონი ამეღო.რა მეგონა თუ შენ იქნებოდი და თან მაგის გამო?
იმ წუთშივე მივხვდი,რომ მეთი არ ამტყუებდა და სიმართლეს მეუბნებოდა,მაგარმ ჩემს საქციელზე რომ დავფიქრდი...ისევ ჩემსას მივაწექი.არ მინდოდა მთლად უნამუსო გამოვსულიყავი.
-და რა გარანტია მაქვს იმისა რომ არ მატყუებ?არ მჯერა შენი?
-შენ კარაგდ იცი რომ მიყვარხარ.რაში მჭირდება სხვა როცა მყავხარ შენ?მოდი,მომიახლოვდი,თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ ვიტყუები,მითხარი რომ არ გჯერა ჩემი.მოდი.
უძრაავად ვიდქი,თუმცა თვითონ ამოვიდა კიბის მეორე საფეხურზე,წელზე ხელი მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა...ჯანდაბა!გავიჭიდე..მისი მზარე,მისი თვალები,რომლებშიც აშკარაგდ იკითხებოდა რომ არ მატყუებდა.ცრემლი ჩამომვარდა...ვეღარ გავუძელი და...
-მეთ,რაღაც უნდა გითხრა..
-რა გატირებს?ხომ გჯერა ჩემი?
-კი,მაგრამ..იქით გავიდეთ და დავსხდეთ კარგი??
-კარგი.
სასტუმრო ოთახში შევედით.
-ლიზა,ცოტახნით შენს ოთახში ადი.
ხელები მიკანკალებდა,თვალებიდან ცრემელბი ჩამომდიოდა.
-ანა,კარაგდ ხარ?
-კი,ლიზა.წადი.
ლიზა გავიდა.მეთი გაოგნრბული სახით იდგა ჩემს წინ.სანამ ხმას ამოვიღებდი მასთნ მივედი,მაგფარმ შემოვეხვიე და ვაკოცე.
-მიყვარხარ.
ჩავჩურჩულე ყურში.
-რა მოხდა ანა??მითხარი.ხომ იცი გაგიგებ.
-არა,აქ ვერ გამიგებ.
ცრემლები მოვიწმინდე.
-მეთ,იმ ღამეს როცა მეგონა რომ იმ გოგოსთან მართლა ერთობოდი ტეილორთან წავედი...საშინლად ვიყავი...როგორც კი კარი გამიღო...მეთ,მაპატიე,მაგარმ..უბრალოდ ცუდად ვიყავი..უნდა გამიგო...
-მასთან სექსი გქონდა?
ცივი,გაყინული ხმით მკითხა.ეს ხმა გულზე საშინლად მომხვდა.
-ხო..
დივანზე ჩამოვჯექი,ხელი პირზე ავიფარე და ვტიროდი.მეთი 2 წუთი გაუნძრევლად იდგა.მერე კარებსიკენ წავიდა.
ავდექი და მკლავზე ხელი მოვუჭირე.
-მოიცადე,გთოვ.არ დამტოვო.თავს საშინლად ვგრძნობ.მაპატიე.იმ ღამეს მართლა ცუდად ვიყავი.მეგონა რომ იმასთნ ერთად იყავი.ათასი რამ ვიფიქრე.
-საქმეც მაგაშია არ მენდე.ალბათ იმიტომ გეგონა რომ მაგის გამკითებელი ვიყავი,რომ შენ თავად ხარ მაგის გამკეთებელი.
-მაპატიე გთხოვ.ასე ცხვორებაში არაფერი არ მინანია.
-არასოდეს ანა!ამას არასდროს არ გაპატიებ.უბრალოდ დამივიწყე კარგი??
-მიყვარხარ მეთ.გეხვეწები არ წახვიდე.
-მე დღესვე წავალ ლოს-ანჯელესიდან.შენ კი ვისთანაც გინდა იმასთან მიდი.ალბათ ლინდსისაც ეჩხუბე არა??რა თქმა უნდა ის იმის გამო რასაც გააკეთებდი გეჩხუბებოდა,შენ კი..............................
-ხო,ვეჩხუბე.არ დამტოვო მარტო...მიყვარხარ.
-ვიცი რომ გიყვარვარ.ნახვამდის ანა!ვერ გაპატიებ...
წავიდა,კარები მაგრად გაიჯახუნა...კედელთან ჩავიკეცე და ტირლი დავიწყე.
ადამიანები უშვებენ შეცდომებს,თანაც გაუნალიზებლად.მაშინ როცა ცუდად ხარ შეიძლება დაუფიქრებლად რაღაც უაზრობა გააკეთო,რასაც მერე მთელი ცხოვრება ინანებ,მაგარმ სინალული მერე გვიანი იქნება...ამბობენ უპატიებელი არაფერიაო.შეიძლება ასეცაა და რამოდენიმე წლის მერე ის გაბრაზება გადავიდეს,მაგრამ ლოდინს ვერ ვიტან.უკვე საკუთარი თავიც მეზიზღება.გული ვატკინე მეთს,ლინდსის.ვინმესთნ ლაპარკი მჭირდება.ვინმესთან არა ზუსტად ვიცი ვისთანაც,მაგარმ მეშინია..მეშინია რომ ხელს მკრავს..მეშინია რომ არ დამელაპარკება...არ მიმიღებს...როგორ მინდოდა ახლა მისი ხმის გაგნება მაინც,მისი ჩახუტება,მისი რჩვის მოსმენა.როგორ უნდა მოვიქცე??არ ვიცი..დახმარება მჭირდება.მაგარმ მარტო დავრჩი.არც ერთ მეგობარს არ შეუძლია ჩემი დახმარება.ისინი ხომ ბოლომდე არ მიცნობენ.
როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე,წამოვდექი,აბაზანაში შევედი,მოვწესრიგდი,მანქანის გასაღები ავიღე და წავედი.მენქანაში მთელი გზა ვტიროდი,ვერ ვჩერდებოდი.როცა ლინდსის შესახვევში შევუხვიე დავიანხე,რომ მეთის მანქანა ეყენა.უკან დავიხიე.უკვე გამოდიოდა და როცა მეთი წავიდა მე შესახვევში შევედი.მანქანის კარები დავკეტე,ჩემს თვას კდიევ ერთელ შევუძახე და კარებზე დავაკაკუნე.კარები ლინდსიმ გამიღო.ჩემი თვალები რომ დაინახა სახე შეეცვალა.
-მოდი.
წყნარი,თბილი ხმით მითხრა.გამიკვრიდა.მორცხვად შევედი და დივანზე ჩამოვჯექი.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა...ჩუმად ვისხედით ორივენი.დამავიწყდა რისთვის მოვედი.ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.ბოლოს გამახსენდა რომ მეთი იყო მოსული.
-მეთს აქ რა უნდოდა?
ყველანაირად ვცდილობდი ცრემელბის შეკავებას,არც სიე კარაგდ გამომდიოდა.
-კიდევ ერთხელ,დაწვრილებით მომაყოლა ის ამბავი და ისიც მომიყვა შენთან რაც მოხდა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.ცრემელბი მცვიოდა და ხმას ვერ ვიღებდი.სიჩუმე ამჯერად ლინდსიმ დაარღვია.
-ანა,როგორ ხარ?
ამ 3 სიტყვით იმხელა თანაგრძობა გამოხატა ჩემს მიმართ...ამ თანაგრძნობაზე რომ გაამხენდა როგორ მოვექქეცი უფრო მეტად ამეტირა.ტუჩები მომეპრუწა და ხმამაღლა ავტირდი.მასაც ჩამოვარდა ცრემლი.უცბად ჩამეხუტა.აქ უფრო მეტად ამეტირა.ფაქტიურად ავბღავლდი,იმხელა ხმაზე ვტიროდი...
-დამშვიდდი,შენთან ვარ.ყველაფერი კარაგდ იქნება.
-მა..პა..ტიეე...
სლუკუნით ვუთხარი.
-უკვე გაპატიე.მეც მაპატიე ბოზი რომ გიწოდე.დამშვიდდი...
-არ დამტოვო.
-რა თქმა უნდა არ დაგტოვებ.აქ იქნები,ჩემთან.აღარსად გაიშვებ.მეთსაც იმედია გაბარზება მალე გადაუვლის.
-არა,არ მაპატიებს.აი რაც შეგეხება შენ მართალია მააპტიე,მაგარმ სინდისის ქენჯნა არ მასვენებს.
-ანა,ყველა უშვებს შეცდომებს,ის ადამინებიც რომლებიც ასე ძალაინ გვიყვარს და ახლოს ვართ მათთან.მაგრამ მერე აღმოგვაჩნდება ძალა რომ მოვინანიოთ.ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ,უნაკლო არავინაა.ადამინები ვართ,რომლებიც დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამენ.იგივე შეიძლება მე დამმართნოდა ან ნებისმიერ სხვას...
ფეხები ზემოთ აწია.მეც თავი მუხლებზე დავადე.ლინდსი თმებზე მეფერებოდა.
-გასაოცარი ადამიანი ხარ..არავინ არ შემხვედრია შენნაირი.ყოველთვის იცი რა მითხრა,ყოველთვის იცი რა მინდა და რა მჭირდება...
-დაგავიწყდა??მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ!
-არა,უფრო მეტი.ძალაინ ბევრ ფუნქციას ითავსებ ერთად.ძირითადად მეგობრის და მასწავლებლის.
-არა,მხოლოდ მეგბორის.
გაიღიმა და ხელი ხელზე მომკიდა.ლოყაზე ნაზად მაკოცა.მოგვიანებით მის კალთაში ჩამეძინა.თუმცა მის სითბოს და მის სუნამოს სუნს ძილშიც კი ვგრძნობდი.
***

ცხვორება რთულია??მერე რა??მეგობარი სწორედ იმისთვისაა რომ დაგეხმაროს ამ რთულ მომენტში,გზა გაგიკვალოს,როცა დაბნეული ხარ,მიმართულებას ვერ იღებ.მან უნდა გიჩვენოს საით წავხიდე,რა უნდა ქნა,როგორ მოიქცე.მეგობარს უნდა შეეძლოს პატიება.უთქმელადაც კი.და თუ უკვე გყავს ნაპოვნი ასეთი მეგობარი მაშინ არ გეტტყვი რომ მოუფრთხელდე მას.იმიტომ რომ თუ ისე მართლა ასეთია მოფრთხილების გარეში არსად დაგეკარგება,ყოველთის შენთან იქნება განსაკუთრებიტ მაშინ როცა გაგიჭირდება,გაგინათებს გზას და გასწავლის ცხოვრებაში ბევრ რამეს.და თუ არ გყავს ასეთი მეგობარი,მაშინ ეძებე,რადგან მარტოობაში ბედნიერი ვერ იქნები.....უბრალოდ გჯეროდეს იმ საოცარი გრძნობის რასაც მეგობრება ქვია და ცხოვრება გაცილებით გაგიადვილდება =)))
კატეგორია: BooK | ნანახია: 943 | დაამატა: Maar♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

2 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-06-07)

Dzalian Magari Tavi iyoo da Male Dade raaa <3

1 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-05-27)

Imdenad Magaria Rom verc Ki Avgwer !! Ametira Kidec.. Mogklav Sheeen !! :D:D Mokled Gaagrdzeleee Aucileblad :))
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

საათი: 11:40 AM
თქვენი IP: 3.145.69.185
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz