10...9...8...7...6...5...4...3...2...1....გ ი ლ ო ც ა ვ თ !
სულ რაღაც ერთი საათია,რაც ჩვენს ქვეყანაში ახალმა 2012-მა წელმა შემოაბიჯა ! ყველას გილოცავთ მის მობრძანებას ! გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას,ბედნიერებას,ულევ სიხარულს,სიყვარულს,დიდხანს სიცოცხლეს და მოკლედ ყველაფერ კარგს ! დაესწარით მრავალს თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად ! გისურვებთ ყველა ოცნება აგსრულდებოდეთ,რადგან არაფერია აუხდენელი და ის ოცნებებიც კი,რომლებიც თქვენ აუსრულებლად გეჩვენებათ,ხდება ! ძალიან მინდა,რომ ეს წელი ჩვენი საიტის აღმავლობის და წარმატების წელი იყოს ! ყველა ძალიან მიყვარხართ <3 თქვენ ჩემთვის მეორე ოჯახი ხართ და რა ჯობია ახალი წლის შეხვედრა ოჯახთან ერთად ! მე ბედნიერი ადამიანი ვარ,რადგან ამ ახალ წელს ჩემს 2 ოჯახთან ერთად შევხვდი ! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გეფერებით ! ჩემებოო ! გისურვებთ,რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგოს და ერთ მშვენიერ დღეს შევხვდეთ ერთმანეთს ! როცა გნახავთ,ისე ჩაგეხუტებით,რომ ვერ ამოისუნთქებთ ! მიყვარხართ ! ეს თქვენ გეძღნებათ !
|