მაშინ როდესაც ეშლის ეკითხებოდნენ თუ როდის ვიხილავდით მის ახალ ალბომს მისი პასუხი იყო - „მოგვიანებით, ახლა მთლიანად გადართული ვარ ეშმაკუნებზე". როდესაც „ეშმაკუნები" დაიხურა, ფინეასი და ფერბი უკვე წარსულია! წესით უკვე მალე ვიხილავთ მის ახალ ალბომს.
თუმცა ეშლიმ განცხადება გააკეთა, რომ იგი რეალითი შოუს გაკეთებას აპირებს. მომღერალი უკვე დიდი ხანია თავს არიდებს ახალი სიმღერებისა და ალბომის გამოშვებას. ეს ყველაფერი კი ეჭვს იწვევს - ხომ არ აპირებს ეშლი სიმღერისთვის თავის დანებებას?!
როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ ვერ უპოვია თავისი მოწოდება, თუმცა ჯერჯერობით მისგან არც წარუმატებელი პრდუქტი გვახსოვს, ამიტომ დაველოდოთ, რას გადაწყვეტს 26 წლის ვარსკვლავი.
|