მიტჩ უაინჰაუსმა განაცხადა, რომ მისი განსვენებული შვილის, ემის როლში მხოლოდ ლედი გაგას ხედავს. შეგახსენებთ, რომ გაგამ მძიმედ გადაიტანა მომღერლის სიკვდილი.
სანდო წყაროს ინფორმაციით, ლედი ემის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ერტად დიდ ეკრანზე მის როლში გამოჩენაზე ოცნებობს. „არსებობს მხოლოდ ერთი როლი, რომლის თამაშზეც ოცნებობს და ეს ემის როლია".მიტჩმა დალოცა ლედი ამ საქმისთვის, აქტიურად უჭერს იდეას მხარს და პროექტისთვის პროდიუსერს ეძებს. „ლედი გაგას ტონი ბრექსტონის დაბადების დღეზე შევხვდი, სადაც ისინი დუეტში მღეროდნენ. მის მშობლებთან ერთად ვიჯექი. გავიგონე, რომ ლედი არ არის ემის როლის განსახიერების წინააღმდეგი. არ ვიცი ინგლისურ აქცენტს როგორ გაუმკლავდება, მაგრამ როლისთვის ინგლისური წარმოშობა კი არა, ინგლისურ ებრაული წარმომავლობა სჭირდება! აი რაში უნდა ივარჯიშოს! დარწმუნებული ვარ, თავს არაჩვეულებრივად გაართმევს" - აცხადებს ემის მამა „Sunday Mirror"-თვის მიცემულ ინტერვიუში.
|