საიტის მენიუ

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » Dog's Hotel )
11:51 PM
Dog's Hotel )


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძაღლი იყო პირველი ცხოველი, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა და მოათვინიერა. დღეს ეს ცხოველი სახლში ზოგს სიყვარულის გამო ჰყავს, ზოგს - საჭიროების, ზოგს კი "სამარიაჟოდ". ჩემი რესპონდენტი კინოლოგიური კლუბის - "ლორდ ლამარის" პრეზიდენტი დავით ჩიხლაძე გახლავთ. ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები პროფესიონალ ვეტერინარებთან გარკვეული დროის მანძილზე დატოვონ. ე.წ. ძაღლების სასტუმროს შესახებ ბატონი დავითი თავად მოგვითხრობს.

- ბატონო დავით, საქართველოში თქვენ გარდა ძაღლების სასტუმრო არავის აქვს.
- "ძაღლების სასტუმრო" ცოტა გადამეტებულადაა ნათქვამი - სასტუმრო სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: იქ უნდა იყოს გასასეირნებელი ადგილი, აბაზანა, აუზი... ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს. ჩვენ გვაქვს გამოყოფილი ფართობი, სადაც ძაღლებსა და კატებს ვინახავთ, როცა მათი პატრონი ქალაქგარეთაა გასული, შეუძლოდაა ან ოჯახთან ერთად დასასვენებლად მიდის. მანამდე ძაღლს ვამოწმებთ. ის აუცილებლად ჯანმრთელი უნდა იყოს, ჩატარებული უნდა ჰქონდეს აცრები, რომ დაავადება სხვა ძაღლს არ გადასდოს. აუცილებელია, კონტაქტური იყოს.

- ვოლიერებში გყავთ?
- არა, ვოლიერში არც ერთი ძაღლი არ შეგვყავს. ყველას ცალკე ოთახი აქვს. არა მხოლოდ ძაღლებს, არამედ კატებსაც ვინახავთ.

- პატრონს რამდენი ხნით შეუძლია დატოვოს?
- რამდენი ხნითაც უნდათ, იმდენი ხნით ტოვებენ. ძაღლები 2 და 3 თვითაც დაუტოვებიათ. ზოგჯერ დილით მიტოვებენ და საღამოს მიჰყავთ, ასევე - ლეკვებიც.

- ლეკვების "ბაღიც" გქონიათ.
- ასე გამოდის. ზოგიერთ ძაღლს ოპერაციის შემდგომ დაკვირვება სჭირდება. მისთვის სტაციონარის პირობები აუცილებელია. ჩვენი ვეტექიმები იტოვებენ, უვლიან, უმუშავებენ ჭრილობას და ყველა საჭირო პროცედურას უტარებენ. ზოგიერთ პატრონს ნემსის გაკეთებაც კი არ შეუძლია.

- ამჟამად თქვენთან რამდენი ძაღლია დატოვებული?
- 3 ძაღლი და 1 კატა. ორჯერ ამდენი არაერთხელ გვყოლია. ერთი ძაღლი ახლახან მოიყვანეს, - ოჯახში მიცვალებული გვყავს და ვერ გავაჩერებთო.

- დღე-ღამის მანძილზე ერთი ძაღლის შესანახად პატრონი რამდენს იხდის?
- საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფასები ხელმისაწვდომია. იმავე დონის მომსახურება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბევრად მეტი ღირს. იქ ასტრონომიული ფასებია. ჩვენთან კატის შენახვა 5-6 ლარია, ძაღლის - ჯიშს გააჩნია; ლეკვს იმავე ფასში ვინახავთ. კვების საკითხს პატრონთან მოლაპარაკებისას ვაგვარებთ. იმ საკვებს ვაწვდით, რომელსაც მიჩვეულია, მაგრამ კვების თანხა ამ ფასში არ შედის.

- მომავალში გაფართოებას ხომ არ აპირებთ?
- ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. სასტუმრო ევროპულ სტანდარტს რომ აკმაყოფილებდეს, ამისთვის საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო.

- თქვენთან შინაურ ცხოველებს ცნობილი ადამიანებიც ტოვებენ?
- ძაღლი ბევრ ცნობილ ადამიანს ჰყავს. ყველაზე კარგად ხელოვანები უვლიან, განსაკუთრებით - მსახიობები. ეროსი მანჯგალაძე ჩემი მეზობელი იყო. მისი ტანგოს ამბები გეცოდინებათ. ბევრ ცნობილ ადამიანთან მქონია ურთიერთობა. რამდენიმე დღის წინ სოფო ნიჟარაძემ მომიყვანა თავისი ძაღლი. გიჟდება, ისე უყვარს. ასევეა მაკა ზამბახიძეც. უცხოელებს კატები უფრო ჰყავთ, ვიდრე ძაღლები. ბულგარეთის, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიის ელჩებთან და ამერიკის კონსულთანაც მიწევს ურთიერთობა.

- თქვენ რომელი ძაღლი გყავთ?
- ჩემს ძაღლს დაიმონდი ჰქვია, როტვეილერია, რომელშიც 2.000 დოლარი გადავიხადე. მსოფლიოს ჩემპიონის შვილია. მოსკოვიდან ჩამოვიყვანე. მანამდე ლორდი მყავდა. შეიძლება ითქვას, რომ ის "პიროვნება" იყო, მაგრამ - ძალიან აგრესიული. იმ ძაღლმა გადამატანინა ყველაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში. უშუქობის, უგაზობის დროს მის ლეკვებს ვყიდდი და ოჯახს ვინახავდი. როცა შეშის მოსაჭრელად მივდიოდი, თან მიმყავდა. როგორც კაცი, ისე მუშაობდა, შეშას იღებდა და მანქანაში დებდა.

ამ ძაღლმა ჩემი პატარა შვილი სიკვდილს გადაარჩინა. სახლში ღუმლიდან ცეცხლი გაჩნდა. ბავშვი ცეცხლიდან ამოიყვანა და თვითონ დამწვრობები მიიღო. ერთხელ, ღამის 3 საათზე ჩემს სახლში ქურდი შემოვიდა. ეს ამბავი გახმაურდა კიდეც - ტელევიზიით გადასცეს. ჩემი ოჯახის წევრები გორში იყვნენ. სახლში მარტო ვიყავი. ძაღლმა ქურდის შემოსვლა გაიგო, მისი ყეფის ხმაზე წამოვდექი და რას ვხედავ? ვიღაც კაცს ხელში ჩაჰფრენია. ისეთ დღეში ჩააგდო, ის ხელი მოსაჭრელი გაუხდა... ძაღლი ძალიან მიყვარს, რომ არ ვიყოლიო, არ შემიძლია.

- ამ ცხოველის მიმართ ასეთი სიყვარული ვინ ჩაგინერგათ?
- ბაბუამ. 63 წლის ვარ, 56 წელია, ცხოველი სულ მყავს. მამა მეტყევე იყო. სტუდენტები პრაქტიკაზე ტყეში ხშირად დაჰყავდა, მეც დავყვებოდი. მახსოვს, ერთხელ ტყიდან შვლის ნუკრი წამოვიყვანეთ - დედა მეტყევეებს მოეკლათ და პატარა ობლად იყო დარჩენილი. სიარულიც კი არ შეეძლო. კიდევ, დათვის 2 ბელი მყავდა, ვუვლიდი. რომ წამოიზარდნენ, ზოოპარკში ჩავაბარე.

- შვლის ნუკრი სად წაიყვანეთ?
- 8 თვე ვზრდიდი. ძალიან მომეჩვია, რუსთაველზე დავასეირნებდი. მერე დასასვენებლად უნდა წავსულიყავით და სადმე ხომ უნდა დაგვეტოვებინა?! ზოოპარკში იმ პირობით ჩავაბარეთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მივიდოდით და უკან დაგვიბრუნებდნენ. მამამ მოვლის საფასური გადაუხადა. 1 საათის შემდეგ მომვლელმა დაგვირეკა, სასწრაფოდ მოდით, თქვენი ნუკრი ცუდად არისო. მივედით და რას ვხედავთ - სახის ძვლები დამტვრეული აქვს! თურმე მე რომ წავედი, განშორება ვერ აიტანა და თავი კედელს მიარტყა.

მერე ოპერაცია გავუკეთეთ. მაშინ 12 წლის ვიყავი. ვტიროდი, - დასასვენებლად არ წავალ, გალიაში შველთან ერთად ვიქნები-მეთქი. მამამ დამაიმედა, კარგად მოუვლიანო. ცოტა რომ გამოკეთდა, დასასვენებლად წავედით. 2 კვირის შემდეგ უკან დაბრუნებულებს ნუკრი ცოცხალი აღარ დაგვხვდა: ცეკას გენერალური მდივანი ჩამოსულა სტუმრად და მისი ხორცი მიურთმევიათ. მამა ზოოპარკის დირექტორს ეჩხუბა, მაგრამ შველს რაღა ეშველებოდა?!

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?
- იურისტი ვარ და თან, კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. ავღანეთში ვიყავი, მერე - აფხაზეთის ომში.

- ავღანეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს იყავით?
- დიახ. სადაც მიბრძანეს, იქ წავედი. 3 წელი ვიყავი. ტყვედაც ჩავვარდი. 3 თვე ვიყავი ტყვეობაში.გიამბობდით, მაგრამ იმ დღეების გახსენება ყოველთვის ცუდ ხასიათზე მაყენებს და ძალიან მიმძიმს. ავღანეთის შემდეგ 6 თვე საავადმყოფოში ვიწექი, რომ ჭკუაზე მოვსულიყავი.

- ტყვეობას თავი როგორ დააღწიეთ?
- რუსებმა მიშველეს. ჩემ გარდა იქ ბევრი ქართველი იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეროვნულ გვარდიაში ვმსახურობდი - ასეულის მეთაური ვიყავი. გაგრასთან აფეთქების დროს მძიმე კონტუზია მივიღე, 3-4 თვე ვიწექი, მეხსიერებაც დავკარგე. მერე პენსიაზე გავედი. პენსიით ხომ ვერ ვიცხოვრებდი?! სტავროპოლიდან ლორდი ჩამოვიყვანე, მის ლეკვებს ვყიდდი და ოჯახს ვინახავდი. 12 წელია, რაც კინოლოგიური კლუბი ჩამოვაყალიბე. წელიწადში 2-3-ჯერ საზღვარგარეთ მივდიოდი და რაც კინოლოგიისთვის მჭირდებოდა, ყველაფერი ჩამომქონდა. ახლა ამას ფინანსების უქონლობის გამო ვეღარ ვახერხებ. სამწუხაროდ, ბევრს ძაღლი მხოლოდ "სამარიაჟოდ" ჰყავს.

- თქვენთან კონსულტაცია უფასოა?
- რა თქმა უნდა. ვასწავლი, ლეკვი როგორ უნდა გაზარდონ. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ.

- ძაღლის გარდა გამორჩეულად კიდევ რომელი ცხოველი გიყვართ?
- ყველა ცხოველი მიყვარს. ცხოველს პატრონისთვის თავგანწირვა შეუძლია - არ გიღალატებს. ოჯახის ვერც ერთი წევრი სამსახურიდან დაბრუნებულს ისეთი სიხარულით ვერ მოგეგებება, როგორც შენი ოთხფეხა მეგობარი.

 
კატეგორია: News | ნანახია: 946 | დაამატა: Emma | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

2 tatii tumanishvili  Emma  (2011-11-13)

hoo biggrin dzagli ro meyoleba uechveli miviyvaan:D

1 keti gvalia  Princess  (2011-11-12)

Hahaa biggrin magariaaa
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

საათი: 11:25 AM
თქვენი IP: 18.226.187.224
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz