ჰოლივუდის კინოვარსკვლავი დემი მური დეპრესიას ოთხფეხა მეგობრების დახმარებით ებრძვის. 16 წლით უმცროს მეუღლესთან, ეშტონ კატჩერთან განშორების შემდეგ, გულის გადაყოლება მსახიობმა ძაღლებთან ურთიერთობით გადაწყვიტა და ამისათვის ჩიხუახუას ჯიშის სამი ლეკვი შეიძინა.
დემი მურის ძაღლებისადმი თბილი დამოკიდებულება დღემდეც ცნობილი იყო. მისი უფროსი ქალიშვილი, რუმერი კი ახალშეძენილ ლეკვებზე გიჟდება და დედას სიამოვნებით ეხმარება მათ მოვლაში. ჩიხუახუა მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლის ჯიშია და საშუალოდ 2 კილოგრამს იწონის. შესაძლოა, მძიმე პერიოდის გასახალისებლად დედას ლეკვების ყიდვა სწორედ რუმერმა ურჩია. კატჩერი კი განქორწინებას სულაც არ ნანობს და უცოლო კაცის ყოფით ძალიან კმაყოფილია.
გასულ კვირას კამერებმა ის ბერლინის ერთ-ერთ ბარში უცნობი გოგონას გარემოცვაში დააფიქსირეს. გალაღებული კატჩერი ერთდროულად სამ ქალთანაც შეუნიშნავთ და რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში, ის შესანიშნავ განწყობაზე იყო.
|