კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი და შესაბამისად, რამდენიმე მილიონის მფლობელია.სწორედ ამით აიხსნება მისი შეყვარებულის, ირინა შეიკის ხელზე უზარმაზართვლიანი ბრილიანტის ბეჭედი. 25 წლის მოდელი, რომელიც ძირითადად სპორტული ტანსაცმლის რეკლამირებითაა დაკავებული, სახალხოდ ახდენდა ახალი ბეჭდის დემონსტრირებას. ეს ფაქტი კი კრიშტიანუ რონალდუს მორიგი წარმატების "ოქროს ბუცის"
გადაცემის ცერემონიალიდან რამდენიმე დღეში მოხდა. ირინას ბეჭედი 160 000 დოლარადაა შეფასებული.წელს, თებერვალში კრიშტიანუ და ირინა დაინიშნენ. ფეხბურთელის მშობლიურ პორტუგალიაში წერენ, რომ შეიკი შესაძლოა ორუსლადაა. ამას გარდა არც იმას ივიწყებენ, რომ ფეხმბურთელს უკვე ჰყავს შვილი უცნობი ქალისგან და რომ მას რონალდუმ დუმილში დიდი თანხა გადაუხადა.
|