შობა გვიახლოვდება. შობას უნდა შევხვდეთ განსაკუთრებული სულისკვეთებით. მოდით შევარჩიოთ მარტივი და სახალისო საახალწლო საჩუქრები ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის
არ დაგავიწყდეს სულ ცოტა დრო რჩება ამისთვის! იმედია აღაფრთოვანებ საჩუქრებით თქვენს საყვარელ ადამიანს.
გულში ჩასაკვრელი სათამაშოები!
სათამაშოები ეს არის ყველაზე საყვარელი და სასიამოვნო საჩუქარი, როგორც ბავშვებისთვის ასევე დიდებისთვისაც. პატარა კურდღელი, დათუნია, ძაღლი და ა.შ.
შოკოლადი და ტკბილეული!
არდადეგები არის იმისთვის, რომ დაისვენოთ და იყოთ ბედნიერები! დასვენების დღეებში გვსურს შევიგრძნოთ ტკბილი წუთები. ჩვენი ცხოვრების ტკბილი მხარეები. რა უნდა იყოს უკეთესი თუ არა შოკოლადი?
მისალოცი ბარათები!
ამ პატარა საჩუქარს არ სჭირდება ბევრი დრო და ფული, მაგრამ აუცილებლად მიანიჭებს თქვენს მეგობრებს და ოჯახს სიხარულს და ბედნიერებას. თქვენ უბრალოდ მოგიწევთ ბარათი გააკეთოთ მხიარულ ფერებში. დაგჭირდებათ ფერადი ქაღალდები, საღებავები, მძივები და ზონრები, რომ შექმნათ თქვენეული საახალწლო ხელოვნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ საშობაო ბარათებში შეგიძლიათ ჩასვათ ფოტოები. წიგნები!
ჩვენ ვიცით, რომ წიგნი არის ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო საჩუქარი. მაგრამ თქვენ როგორ შეიძლება მიხვდეთ,რომელი წიგნია საუკეთესო? მითუმეტეს თუ საჩუქრის მიმღები არის ბიბლიოფილი (წიგნების მოყვარული, შემგროვებელი). შენ შეგიძლია მისცე მას შანსი თავად აირჩიოს წიგნი.
1001 წიგნი."თქვენ მას უნდა გაეცნოთ მანამ სანამ მოკვდებით". (Peter Boxall-ისგან)როგორც ჩვენთვის ასევე შესაძლებელია ბიბლიოფილებისთვისაც საუკეთესო იყოს ეს წიგნი. (უცხოურ ვარიანტი) ეს წიგნი არის ყველასგან განსხვავებული. პირველ რიგში ის არის ბრწყინვალე. ილუსტრაციებით და სურათების ხარისხით. ის ადამიანები,რომლებიც სარგებლობენ დაუვიწყარი კლასიკური ლიტერატურით, ეს წიგნი მათთვის იქნება საგანძური. ეს არის ბრწყინვალე და საოცარი საჩუქარი ახალი წლისთვის.
ქართული ანალოგი კი არის - 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ მოკვდები, რომელიც პერიოდულად გამოიცემა
საშობაო ნამცხვრები!
დიახ, ერთხელ მაინც შენით სცადე გააკეთო ნამცხვარი. ზოგიერთ ნამცხვარს შეგიძლიათ მისცეთ ნაძვისხის, თოვლის ბაბუას ან ფიფქების ფორმა. გახსენით თქვენი ფანტაზია და გაერთეთ.
სამკაულები!
ეს უკვე ფუფუნების საშობაო საჩუქარია? გაათამამეთ საყვარელი ადამიანი სილამაზით გამორჩეული და დახვეწილი სამკაულებით. ასეთი საშობაო საჩუქარი ,ყოველთვის ნათლად გამოხატავს თქვენს გრძნობებს. ოქროს ან თუნდაც მარგალიტის ყელსბამი. ძვირფასი ელვარება, ეს წარმოუდგენლად იზიდავს ადამიანს.
შეგიძლიათ აირჩიოთ ბევრი სხვა საახალწლო საჩუქრები. შენ შეგიძლია აჩუქო ხელოვნებაის ნიმუში, ტექნიკა, ტანსაცმელი, თოჯინები, სუვენირები, ყველანაირი სათამაშო, ცხოველები, მანქანა ფული და ა.შ. ეს ჩამონათვალი შეიძლება გავაგრძელოთ უამრავი კიდევ ბევრი ახალი ნივთით.
რაც მთავრია შობა და ახალი წელი თქვენს გულებშია.თქვენ გიყვართ ის და ელოდებით.თვეებს,კვირეებს,საათებს,წუთებს,წამებს ითვლით.სიყვარული გექნება საუკეთესო საახალწლო საჩუქრისადმი.არ დავივიწყოთ არაფერი რაც ახალ წელს და ახალ წელზე მორთმეულ უძვირფასეს საჩუქრებს უკავშირდება.
გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!
|