ბევრი არ მიფიქრია თუ ვიზე დამედო და თვიდანვე ვფიქრობდი დამედო ჯგიფ
" Big Time Brush " -ზე. ეს ჯგუფი რატომღაც ძალიან მომწონს. მე ძალიან მიყვარს მათი სერიალები, ხშირად ვუსმენ მათ სიმღერას და რავიცი. მოკლედ შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ ეს ჯგუფი, ან ბევრი ფანი არ ყავდეს ამ ჯგუფს მაგრამ მე ძალიან მომწონს და ა აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს და ვის არა. ახლა კი დავდემ მე მათ შესაზებ.
___________________________________
წინ წარმატებისკენ(ინგლ.Big Time Rush) — ამერიკული სატელევიზიო შოუ, რომელიც პირველად Nickelodeon-ის ეთერში 2009 წლის 28 ნოემბერს გავიდა. სერიალმა პირველივე სერიის შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა.
_________________________________________________
სერიალი მოგვითხრობს ოთხ 16 წლის განუყრელ მეგობარზე, რომლებსაც წინ უამრავი თავგადასავალი ელით. ცნობილი პროდიუსერი გუსტავო როკი, პატარა შტატ მინი-სოტაში ჩადის, რათა იპოვოს ახალი ვარსკვლავი, რომელიც როგორც თავად ამბობს "მის ცეცხლს დაანთებს" და პოპულარობის მწვერვალზე დააბრუნებს. გუსტავო ძალიან აგრესიული ადამიანია, მას სულ არ აინტერესებს ხალხის გრძნობები და ყველას პირში ეუბნება რომ მას ტალანტი არ გააჩნია, ერთ-ერთ კონკურსანტს ის "ბაზუკასაც" კი დაუმიზნებს. როდესაც განუყრელი მეგობრები ქასტინგის შესახებ გაიგებენ, კენდელი, ჯეიმსი, კარლოსი და ლოგანი მაშინვე ქატინგზე გაიქცევიან, რათა ჯეიმსი პოპულარული გახადონ, თუმცა გუსტავოს კენდელი მოეწონება და მას ეუბნება რომ მას ლოს-ანჯელესში წაიყვანს და მისგან ვარსკვლავს შექმნის. კენდელი მას პირობას უყენებს თუ ჩემი წაყვანა გინდათ მაშინ ჩემი მეგობრებიც წამოიყვანეთ და ჩვენ მომღერალი ჯგუფი გავხდებითო. გუსტავო თავიდან სასტიკ უარზეა თუმცა იმ წამსვე "მოლბება" როცა მიხვდება რომ სხვა გზა არა აქვს... კენდელს, ლოგანს, ჯეიმსს, კარლოსს, კელის, გუსტავოს და კეტის წინ უამრავი სახალისო თავ გადასავალი ელით...
ნიჭიერი მუსიკოსი და მოცეკვავე. ხშირად ის არჩენს ჯგუფს დაღუპვისგან. კენდელი ყველა პრობლემის და ჩხუბის მოგვარებას დემოკრატიული გზით ცდილობს. ის ერთგული მეგობარია, რომელიც მეგობრებს ყველაფერში ამოუდგება გვერდში და მის გამო ჯოჯოხეთშიც წავა. ის ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებს და ამიტომ მას არ ეშინია სირთულეების. კენდელი არ ოცნებობს გახდეს პოპ-ვარსკვლავი, მაგრამ ამ გზას მისი მეგობრის - ჯეიმსის ფამო დაადგება... მას უყვარს ჯო...
ჯეიმს დაიმონდი (ჯეიმს მასლოუ)
საკუთარ თავზე შეყვარებული და თვითდაჯერებული ახალგაზრდა, რომლის ოცნებაა გახდეს პოპულარული. კამათის მოგვარებას მხოლოდ ერთი გზით ცდილობს - ყველას არწმუნებს, ისე მოიქცნენ, როგორც მას სურს...ჯგუფის 4 მონაწილისგან ჯეიმსს ყველაზე ამბიციური გეგმები და ოცნებები აქვს. მას სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ასრულდება თუ არა მისი ცხოვრების ოცნება?
ლოგან მიჩელი (ლოგან ჰენდერსონი)
”ბიგ თაიმ რაშის” ყველაზე ჭკვიანი მონაწილე. ყველა კამათის მოგვარებას ლოგანი ლოგიკით და არგუმენტაციით ცდილობს. ამასთან ერთად ის არც მომაბეზრებელი გენიოსია და არც ”ბოტანიკოსი”. უბრალოდ სასაცილო, მხიარული ბიჭია, რომელსაც შეუძლია ცხოვრება სერიოზულად აღიქვას. ყოველ შემთხვევაში ჯგუფის დანარჩენ მონაწილეებზე სერიოზულად. მოსწონს, კამილა და როგორც ჩანს ეს გრძნობა ცალმხრივი არ არის....
კარლოს გარსია (კარლოს პენა)
კეთილი და გახსნილი ბიჭი. მოსწონს როცა სულელობს და გიჟობს. ის ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც დიდ სათამაშო მოედანს. კამათის მოგვარებას მუშტებით ცდილობს, მაგრამ რამდენიმე წუთში ავიწყდება, რატომ იწყებდა ჩხუბს. მეგობრების წრეში ის კლოუნის, მომხიბვლელი სულელის როლს ასრულებს. გიჟდება, როდესაც ჩაფხუტი უკეთია და დარწმუნებულია, რომ ეს ჩაფხუტი მას ნებისმიერი დარტყმისგან დაიცავს...
კეტი ნაითი (კიარა ბრავო)
კენდელის უმცროსი და. ამჯობინებს სიმართლე ადამიანს პირში უთხრას და ადამიანების გაკრიტიკებას არ ერიდება. უყვარს მბრძანებლობა და ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია. კეტი ხშირად ეხმარება ბიჭებს სიძნელეების დაძლევაში.
გუსტავო როკი (სტივენ კრამერ გლიკმენი)
”ბიგ თაიმ რაშის” პროდიუსერი. ძალიან ეგოისტი კაცი. მან ერთხელ თქვა: ”პოპ-ვარსკვლავს ძაღლისგანაც შევქმნი!” და ამის გამო ბიჭებს ხშირად უწოდებს ”ლეკვებს” ან ”ძაღლებს”. ის ბიჭების ზურგს უკან აღიარებს, რომ ისინი მართლაც მოსწონს, მაგრამ მათ ძაღლებს იმიტომ უწოდებს, რომ მათ უნდა იცოდნენ ვინ არის მათი ”მწვრთნელი”. კენდელი, ჯეიმსი კარლოსი და ლოგანი მას ხშირად უშლიან ნერვებს და მის ჭკუაზე არ დადიან, რაც გუსტავოს საშინლად ამწარებს, მაგრამ ამავდროულად ეს მოსწონს, რადგან ბიჭები სხვებს არ ჰგვანან. ის ცდილობს ”ბიგ თაიმ რაშის” საშუალებით წარმატების მწვერვალზე ავიდეს...