ოლივია პალერმოს არსებობის შესახებ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, რეალითი შოუს "The City" - ის ყურების დროს გავიგე. ის შოუში ერთ-ერთი წამყვანი პერსონა იყო და ხასიათითაც გამოირჩეოდა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება ჩაცმის სტილითა და ნამდვილად გამორჩეული გემოვნებით მიიქცია. მის ფოტოებს დღემდე სხვადასხვა მოდურ ბლოგებსა თუ ჟურნალებში წააწყდებით და შეამჩნევთ, რომ მასზე არც თუ ისე ხშირად წერენ კრიტიკული ტონით, რადგან ფეხდაფეხ ჰყვება მოდას და ამასთანავე თავად იქმნის ინდივიდუალური სტილის შტრიხებს.
აი არ ვიცი რატომ მაგრამ ის ვიცი რომ ამ გოგონას ჩაცმულობა ჩემზე უზომოდ დიდ გავლენას ახდენს . <3 რაღაც უცნაური სტილი აქვს,თან სპორტული,თან თანამედროვე,ხანდახან ძველმოდური მაგრამ რაც არ უნდა ეცვას იქნება ეს ძველმოდური თუ თანამედროვე,უზომოდ გემოვნებიანია მისი თითოეული შტრიხი, თითოეული აქსესუარი და ა.შ ... იცის სად, როგორ და რანაირად უნდა ჩაიცვას..... როგორც კი ნახავთ ოლივიას ფოტოებს და გაეცნობით მის სტილს, მიხვდებით, რომ ეს 25 წლის გოგონა, არასდროს გამოდის სახლიდან მოუწესრიგებელი და შეგექმნებათ შთაბეჭდილება, ( ასე რომც არ იყოს ) რომ 1 დღით ადრე გეგმავს, თუ რას ჩაიცვამს მომდევნო დღეს. ახლა დროა გაეცნოთ მის ფოტოებს :
|