საღეწი რეზინი პირველად 1860 წელს გამოიგონეს, თუმცა ღეჭვისადმი მიდრეკილება უფრო ადრე ვლინდება. ამას ქვის ხანის დროინდელი აღმოჩენებიც ადასტურებს. ეპროპაში ნაპოვნია წვის ნატეხები, სადაც ადამიანების კბილის ანაბეჭდებია. ბერძნები საუკუნეების განმავლობაში ღეჭდნენ იქაური ბუჩქოვანი მცენარეების რბილობებს. შემდეგ ამეიკელებმა ინდიელებისაგან ისწავლეს ხის ფისის ღეჭვა, რომელიც 1800 წლიდან იყიდებოდა.
პირველი ადამიანი, ვინც 1848 წელს დაამზადა და გაყიდა საღეჭი რეზინა იყო ჯონ კურტისი. 1871 წელს კი ტომას ადამსი იყო ადამიანი, ვინც ოფიციალურად დააპატენტა საღეჭი რეზინის მწარმოებელი პირველი მანქანა. ხოლო 1888 წელს, მის მიერვე დამზადებული კევი Tutti-Frutti, იყო პირველი, რომელიც გაიყიდა სავაჭრო ავტომატის მეშვეობით. ეს ავტომატები კი თავის მხრივ ნიუ-იორკის მეტროებში იყო განლაგებული.
1891 წელს ვილიამ ვრიგლიმ შექმნა კარგად ცნობილი საღეჭი რეზინების ბრენდი Wrigley, ხოლო უკვე 1893 წელს წარადგინა ბრენდი Juicy Fruit.
მართალია, მაგ პერიოდში მარკეტინგის, როგორც ტერმინის, განსაზღვრებაც კი არ არსებობდა, მაგრამ ვილიამ ვრიგლი-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მარკეტინგის გურუ, რადგან ის იყენებდა უამრავ კრეატიულ და პრაქტიკულ საშუალებას საკუთარი ბრენდების პრომოუშენისთვის, მათ შორის საღეჭი რეზინების უფასო დეგუსტაციას. ამ ნაბიჯებმა ვრიგლის დიდი წარმატება მოუტანა.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, საღეჭი რეზინები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. სულ უფრო იხვეწებოდა დამზადების ტექნოლოგია, გემოს ხანგრძლივი შენარჩუმების უნარი, ასევე შემოთავაზებული არომატების მრავალფეროვნება.
ეხლა კი ვუყუროთ ვიდეოს და ვნახოთ როგორ მზადდება საღეჭი რეზინი: