აღმოჩნდა, რომ 17 წლის კანადელ მომღერალს ჯასტინ ბიბერს არასოდეს სჯეროდა სანტა კლაუსის. ჯასტინის დედას სურდა, რომ ბიჭს რელიგიური თვალსაზრისით გაეაზრებინა დღესასწაული და ამიტომ გადაწყვიტა, მოეყოლა შვილისთვის, რომ არანაირი სანტა კლაუსი არ არსებობს.„დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. მას ეშინოდა, რომ თუ სანტას არსებობას დავიჯერებდი აღარ ვიწამებდი ღმერთს. ამიტომ დედა ცდილობდა ჩემთან მართალი და გულახდილი ყოფილიყო" - აცხადებს ჯასტინი „AOL Music"-თან მიცემული ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინმა პატარაობიდანვე იცოდა, სანტას არ არსებობის შესახებ, არასოდეს უთქვამს ეს მეგობრებისთვის. რათა მათი სადღესასწაულო განწყობა არ გაეფუჭებინა.
|