ბიონსე საიტმა saucytime.com-მა წუთობრივი ანაზღაურების მიხედვით ყველაზე "ძვირადღირებულ" ვარსკვლავად დაასახელა.მომღერალმა ახალი წლის ერთ-ერთ დახურულ საღამოზე, სადაც მან ხუთი სიმღერა შეასრულა, სცენაზე გატარებულ ყოველ წუთში 71 040 დოლარი, მთლიანობაში კი 1.25 მლნ დოლარი აიღო.მეორე ადგილი მერაია ქერიმ დაიკავა. მას წუთში 44 000 დოლარს უხდიდნენ.შთამბეჭდავია კაელი მინოუგის ანაზღაურებაც. მომღერალი ყოველ 60 წამში 33 000 დოლარს იღებს. 2008 წელს დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში ერთსაათიან გამოსვლაში კაელიმ 2 მლნ დოლარი აიღო.რუს მაგნატს ანდრეი მეინიჩენკოს თავის დაბადების დღეზე ჯენიფერ ლოპესთან ერთად გატარებული ყოველი წუთი 25 000 დოლარი დაუჯდა.