გუშინ ავრილის ოფიციალურ იუთუბის გვერდზე გაიმართა მისი ახალი კლიპის პრემიერა სიმღერაზე ''Goodbye'', რომელიც მის მეოთხე სტუდიურ ალბომში შედის, სახელად ''Goodbye Lullaby''. ეს კლიპი გადაიღო მარკ ლიდელმა. დასაწყისში ავრილი მადლობა უხდის თავის ფანებს თანადგომისათვის და სიყვარულისათვის. მან ასევე თქვა რომ ეს კლიპი კარგი დასასრულია "Goodbye Lullaby" ალბომისათვის.
გუშინ ავრილის ალბომს Goodbye Lullaby-ის 1 წელი შეუსრლდა და სწორედ ამიტომ ავრილმა თვითერზე დათვითა: ''მადლობა ყველა ჩემს ფანს, Goodbye Lullaby გასაოცარი წლისათვის! ყველანი ძალიან მიყვარხართ''. ასევე გუშინ დასრულდა ავრილის ტური ''The Black Start Tour''.
ავრილი ტეილორ სვიფტთან ერთად იტანამშრომლებს, ტეილორის მომდევნო ალბომის ჩაწერაში ♥