ანიმაცია - კინოწარმოების სახეობა. მისი საფუძველია კადრობრივად გადაღებული ნაატი ან მოცულობითი ფიგურები ( თოჯინური ფილმი ), რომლებიც მოძრაობათა თანამიდევრობას ქმნის. ასეთი სურათების სწრაფი მონაცვლეობა ეკრანზე მოძრაობის ილუზიას ქმნის.
ანიმაცია XX საუკუნის მონაპოვარია. მას კომიქსის გავლენით ჩაეყარა საფუძველი ამერიკის შეერრთებულ შტატებში. XX საუკუნის დასაწყისში უოლტ დისნეიმ შექმნა თავისი პირველი, ერთწუთიანი ფილმები: იგი პერსონაჟებს იგონებდა, მისი მეგობარი იუბ ივერსკი კი ხატავდა მათ და შემდეგ ფირზე გადაჰქონდა. იხვი დონალდი, ძაღლი პლუტო, მინი და მიკი მაუსები მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები გახდნენ და დისნეის სტუდიას უდიდესი პოპულარობა მოუტანს. უკვდავი მიკი მაუსი ცნობილმა ანიმატორმა 1928 წელს შექმნა.
ანიმაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოძრაობების ბუნებრიობას, სახის გამომეტყველებას. ანიმაციური ფილმის შექმნაზე სპეციალისტები მრავალრიცხოვანი ჯგუფი მუშაობს. ზოგი მხატვარი პერსონაჟების ხასიათს, ჩაცმულობას ქმნის, ზოგი კი გარემოს, სადაც მოქმედება ვითარდება. ნახატები ფერადოვანი, ეფექტური უნდა იყოს, მოძრაობები - ზუსტი და ბუნებრივი. (წამში ეკრანზე 12-15 კადრი გაირბენს.)
დღეს ანიმატორებს შრომას კომპიუტერი უმარტივებს, მაგრამ პერსონაჟები, მათი სახეები, ფერები, გარემო, სივრცე, პერსპექტივა, განათება მაინც მხატვრის მუშაობას მოითხოვს.
ზოგჯერ ანიმაციური გმირები მხატვრული ფილმების პერსონაჟებიც ხდებიან და ცოცხალი მსახიობების გვერდით თამაშობენ თავიანთ როლებს ! ასეთი რამ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი, როგორც, მაგალითად, ცნობილ ფილმში 'კურდღელი როჯერი'.
ნახატი ფილმის გარდა არსებობს აგრეთვე ე.წ თოჯინური ფილმები, სადაც არა დახატული პერსონაჟები, არამედ თოჯინები ფიგურირებენ. თანამედროვე ტექნიკამ შესაძლებელი გახადა აგრეთვე სამგანზომილებიანი, სივრცითი გამოსახულებების გაკეთება.
|