გამოკითხვა #1 |
|
|
მთავარი » 2012 » იანვარი » 6 » ალილო
|
ალილო - ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში ("ოცდახუთსა დეკემბერსა", "ჩიტი ღობეზე შემოჯდა", "წისქვილს პური დავარიგე" და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. "ალილო", როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა. საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა - საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.
|
კატეგორია: დღის თემა :)) |
ნანახია: 1176 |
დაამატა: Gabi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
პროფილი |
გამარჯობა: Guest
|
გამოკითხვა2 |
|
statistic |
სულ ონლაინში: 29 სტუმარი: 29 მომხმარებელი: 0 საათი: 9:17 PM
თქვენი IP: 3.146.107.144 თარიღი: 2024-11-24 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
|