საიტის მენიუ

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 17 » ახალი "მის მსოფლიო" კინაღამ მონაზონი გახდა
2:26 PM
ახალი "მის მსოფლიო" კინაღამ მონაზონი გახდა
ვენესუელა ზეიმობს: მისმა მორიგმა წარმომადგენელმა სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. "მის მსოფლიო 2011"-მა სხვა ქვეყნების წარმომადგენელი 112 მზეთუნახავი უკან ჩამოიტოვა. 22 წლის ივიან სარკოსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სილამაზის კონკურსებზე ვენესუელელთა საერთაშორისო მიღწევების სიაში.მისი გამარჯვების წყალობით ვენესუელა პლანეტის ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომლის წარმომადგენლებმა უკვე ექვსჯერ გაიმარჯვეს "მის სამყაროს" კონკურსში და ამდენჯერვე - "მის მსოფლიოს" კონკურსში.
ამჯერად ცერემონია ლონდონში გაიმართა და გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე ვენესუელის დედაქალაქი ნამდვილმა დღესასწაულმა მოიცვა. კარაკასში ყველა ზეიმობდა და ერთმანეთს მორიგ გამარჯვებას ულოცავდა.მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ივიან სარკოსს უკვე ბევრი რამ გადაუტანია და არა მხოლოდ გაარეგნული მონაცემებით, არამედ ბეჯითი შრომითაც მიაღწია ასეთ წარმატებას. საქმე ის არის, რომ გოგონა ვენესუელის პროვინციიდანაა, თანაც, მრავალშვილიანი ღარიბი ოჯახიდან. თავის 12 და-ძმასთან ერთად რვა წლის ასაკში დაობლდა ორი უბედური შემთხვევის წყალობით - რომელმაც ჯერ დედა წაართვა, მერე - მამა. ივიანი დედათა მონასტრის ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა და მონაზვნობასაც აპირებდა, თუმცა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ უარი განაცხადა მონასტრის კედლებში დარჩენაზე.გამუდმებით სწავლობდა და მუშაობდა, მერე კი იღბლიანი შემთხვევის წყალობით კონკურს "მის ვენესუელა-2010"-ის შესარჩევ ტურზე მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა, რამაც მისცა საშუალება, "მის მსოფლიოს" კონკურსზე გამგზავრებულიყო.თუმცა სანამ ლონდონში გაემგზავრებოდა, ივიან სარკოსმა მედდების კურსები დაამთავრა და კეთილი საქმეების კეთებაც დაიწყო: ინდიელ ბავშვებს ეხმარებოდა ამასონასის შტატში, კარაკასის ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებს სტუმრობდა. გარდა ამისა, შექმნა საქველმოქმედო ფონდი მჭევრმეტყველური სახელწოდებით "სილამაზე ადამიანების სამსახურში", რომელიც ცდილობს, ღარიბ ვენესუელელებს დაეხმაროს.




[/size]
კატეგორია: News | ნანახია: 762 | დაამატა: Emma | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

2 nia mijishvili  Lovelightweight  (2011-11-17)

magari qalia

1 nia mijishvili  Lovelightweight  (2011-11-17)

woooo happy
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

საათი: 11:28 AM
თქვენი IP: 3.145.78.203
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz