Voctoria’s Secret-ის ულამაზესი მოდელი, ადრიანა ლიმა და მისი კალათბურთელი მეუღლე მარკო ჯარიკი მშობლები უკვე მეორედ გახდნენ. People-ის ცნობით, ადრიანამ ნიუ-იორკში გუშინ იმშობიარა. მეორე ქალიშვილს წყვილმა სახელად სიენა შეურჩია.
"მე და მარკო ძალიან ბედნიერი ვართ, რომ კიდევ ერთი წევრი მოგვემატა ოჯახში. ვალენტინა კი ელოდება უფროსი დის ამპლუას". - დაწერა სოციალურ ქსელ Twitter-ში ლიმამ. ადრიანასა და მარკოს უფროსი ქალიშვილი 2.5 წლისაა.