Victoria’s secret-ის უკანასკნელ შოუზე ადრიანა ლიმამ ყველა გააოცა თავისი სრულყოფილი სხეულით 30 წლის სუპერმოდელმა ფარდა ახადა დეფილესთვის მზადების საიდუმლოს, მაგრამ გოგონებს მოუწოდა, რომ მისი მაგალითი არ გაიმეორონ.ადრიანა გამოტყდა, რომ ჩვენების წინ, 9 დღის განავლობაში დღეში ორჯერ ვარჯიშობდა და საკვების მაგივრად, მხოლოდ ცილის შემცველ კოქტეილებს სვამდა. შოუმდე 12 საათით ადრე კი მან წყალზეც კი უარი თქვა."მხოლოდ ასე შეგიძლია ძალიან სწრაფად 3 კილოგრამი დაიკლო" - განაცხადა სუპერმოდელმა.ამასთან ლიმამ აღნიშნა, რომ ასეთი რაციონი, უფრო სწორედ კი "ურაციონობა" ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის."გოგონებო გემუდარებით ეს არ გაიმეოროთ. მე ამ დიეტას არ ვიცავ მთელი წლის განმავლობაში. ეს გადაუდებელი ქმედებაა მნიშვნელოვანი ჩვენების წინ, შოუს შემდეგ კი ნორმალურ კვებას ვუბრუნდები" - განაცხადა ვარსკლავმა.ადრიანა ლიმას გულწრფელობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს, რადგან შოუს წინ, პაპარაცებმა კულისებშიც შეაღწიეს სადაც სუპერმოდელის მაგიდაზე "შტარბაქსის" მაღალკაროლიული ყავა და ნამცხვარი შეამჩნიეს.
|