12 თებერვლის გრემის დაჯილდოვების ფავორიტმა ადელმა გადაწყვიტა ´´ვოგის´´ წინადადება მიეღო და ფოტოსესიას დათანხმდა. მისი ფოტოები ჯურნალის მარტის ნომერში დაიბეჭდება. "Rolling In the Deep”-ის მომღერალი ელეგანტურად პოზირებდა მარკუს პიგოტის კამერის წინ.
მე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ადელის ინტერვიუდან, ხოლო სრულ სტატიას თქვენ ´´ვოგის´´ მარტის ნომერში გადააწყდებით. – მისი ´´ხმამაღალი´´ პიროვნება: საკმაოდ ხმაურიანი პრიოვნება ვარ. არ შემიძლია ოთახში ჩუმად, ხმაურის გარეშე გავლა. ოთახში მივაბიჯებ, დიდი ნაბიჯებით და ხმამაღლა. ჩემი შენობაში ყოფნა ადვილად შესამჩნევია. ჩემი ვოკალის მასწავლებელი მეუბნება: ´´თუ ადამიანი შენი გაშლილი მკლავის მანძილზე არ არის, მას არ უნდა ესაუბრო´´. მე კიდევ ქვეყნის მეორე ბოლოდან ვიწყებ ხოლმე საუბარს , არ არის ეს კარგი მაგრამ მე ასეთი ვარ.
– სასმელთან დაკავშირებული პრობლემები გასული წლის მაისში: მე აღარ ვეკარები სასმელს, აღარ მიყვარს იგი. ვფიქრობ ამოვწურე ამ საკითხში უკვე ჩემი თავი. – მისი ვოკალური პრობლემები: მე ვმღერი ყოველ დღე მოყოლებული თხუთმეთი თუ თექვსმეტი წლიდან და აქამდე არასდროს მქონია პრობლემები ჩემს ხმასთან, არასდორს. ბოლოს კი , როდესაც მე პარიზში ვიყავი, ვიდექი სცენაზე ერთ-ერთ რადიო შოუში, უცბათ დამეწყო ტკივილები მკერდში . სასწრაფოდ წავედი ლონდონში, ჩემი ყელის ექიმთან , მან მითხრა რომ მქონდა მწვავე ლარინგიტი და დამინიშნა მკურნალობა. რამდენიმე კვირიანი დასვენების შემდეგ მე განვაგრძე ტურნე ევროპაში, ჩავედი ამერიკაში და აქ ისევ გაქრა ჩემი ხმა უკვალოდ. და დამეწყო სისხლდენა ყელიდან.
– მისი გამარჯვება გრემზე: როდესაც მე ეს შევიტყვე ავტირდი. ზღაპარი დასასრულისკენ მიდის მე უნდა დავასრულო ჩემი ჯანმრთელობის და პირადი ცხოვრების გამო მუსიკალური კარიერა.
წყარო : LookBooks
|