საიტის მენიუ

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » აპრილი » 9 » 9 აპრილი
11:22 AM
9 აპრილი
9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა , დასახიჩრდა და დაიღუპა.








    9 აპრილს იმპერიის მართლაც გაუგონარი სისასტიკე (უმწეო
ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა) არავითარ
შემთხვევაში არ იყო იმპერიულ სისტემაში რაიმე მექანიზმის «უვარგისობის»
გამოვლინება; მით უმეტეს, «წინასწარ განუზრახველი ქმედება» (როგორც ეს
მოვლენა შეაფასა ე.წ. «სობჩაკის კომისიამ»). სინამდვილეში, ეს იყო უაღრესად
კარგად მოფიქრებული და პროგნოზირებული აქცია, რომელიც იმპერიის
სპეცსამსახურებმა ჩაიფიქრეს და განახორციელეს ქართულ საზოგადოებაში იმ
ცნობიერი პროცესების გამოსაწვევად, რომლებიც შემდგომ განვითარდნენ.



1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას,
თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა
და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი
ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად
შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც
ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად,
შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა" და „სალაღობოს"
ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის,
ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია,
დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… რუსთაველზე
კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ… სისხლიანი გვამები…მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი
თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები.
მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში,
ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა.
დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.



თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე,
1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე
დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა
მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ
გამარჯვებისა, თავისუფლებისა.











კატეგორია: News | ნანახია: 1328 | დაამატა: Smiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

3 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2012-04-09)

Martlac Rom Usashinlesi Tragediaa ; ( Sakmarisia 9 aprili axseno da yvelas tvalwin is sazareli sanaxaoba udgas ; (( Yoveltvis roca am kadrebs vuyureb,cremli madgeba..rogor ibrdzvian uiarago qartveli bichebi da gogoebi rusebis tankebis winaagmdeg ! mamachemi sul dadioda aqciebze mashin da im dges qorwilshi wavida da kidev kargi mand ar wavida (apirebda) ... Gmertma Natelshi Amyofos Am Dges Gmirulad Dagupulebis Sulebi ; ((

2 ma R ie  maRie  (2012-04-09)

vaime ra sashinelebaaaaaaa :((((

1 Tako Sajaia  GossipGirl❤  (2012-04-09)

Sawyali Xalxi Vinc Rustavelze Daigupa ;(;(;( Mamachemic Iq Iyo Da Ramodenime Saatis Win Wamovida Da Mere Daiwyo Yvelaferi.. ra Bedi Qonia :D:D :(:(:(:(
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

საათი: 11:16 AM
თქვენი IP: 3.129.195.82
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz