საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » 2011 წლის შეჯამება ჟურნალ "რეიტინგის" მიერ
5:27 PM
2011 წლის შეჯამება ჟურნალ "რეიტინგის" მიერ


აგერ უკვე მერამდენე წელია, ჟურნალი "რეიტინგი" ტრადიციას არ ღალატობს და ყველას და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს. რა ხდებოდა საინტერესო, სკანდალური და მნიშვნელოვანი მთელი წლის განმავლობაში? 2011 წელი მართლაც ძალიან გამორჩეული იყო - იმდენი ამბავი მოხდა და იმდენი პერსონა გააქტუალურდა, რომ საიდან დავიწყოთ, აღარც კი ვიცით. იმდენი ნომინაცია გვაქვს, რომ, როგორც ყოველთვის, ეს რუბრიკა გაგრძელებით დაიბეჭდება შემდეგ ნომერში. ასე რომ, დავიწყოთ წლის შეჯამება.

წლის "არც გამომდის და არც ვეშვები" - ია კიწმარიშვილი



დიდი ხანია, ქართველი ხალხი იხტიბარს არ იტეხს და არ ეშვება იმაზე ოცნებას, რომ რომელიმე წელს მაინც "იმიჯ-ცენტრისა" და ია კიწმარიშვილის თაოსნობით გამართულ "მის საქართველოზე" ისეთ კონკურსანტს აირჩევენ, რომლის გარეგნული მონაცემები ეჭვქვეშ არ დადგება. გარდა ამისა, ის არ იქნება ნასამართლევი, სამგზის გათხოვილი, ოთხგზის გამოთხოვილი და ა.შ. წლევანდელ "მის საქართველოს" გარეგნობა არაფრით დაეწუნება, თუმცა გამისსაქართველოების პირველივე წუთიდან სკანდალები არ მოშორებია. მას არც ქართული პასპორტი აღმოაჩნდა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ განათხოვარი არისო, თუმცა საქართველოს სახელით მსოფლიო კონკურსზე მაინც ჟანეტ ქერდიყოშვილი წარდგა. მას ამ კონკურსზე წარმატებისთვის, სამწუხაროდ, არ მიუღწევია.
წლის "სად ერეკლე და სად... ნაგავი" - დენის გადასახადთან ნაგვის გადასახადის მიერთება 

"დენი გამორთეთ, ნაგავს წვავს" - ასეთი მოწოდებები "ფეისბუქზე" გაისმა. ჩვენ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არასდროს გამოდიოდა პოლიტიკურ მიტინგებზე, მაგრამ ყოველთვის ამბობდნენ, თუკი სოციალური მოთხოვნები იქნება, ქუჩაში სხვებთან ერთად ჩვენც დავდგებითო. ამ სრულიად აბსურდული კანონის გასასაჩივრებლად და ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად იმდენად ცოტა ადამიანი შეიკრიბა, რომ მთავრობას იოტისოდენა დისკომფორტიც კი არ უგრძნია მისი მიღებისას. ასე რომ, თვეში ერთხელ უკმაყოფილო სახით რომ დავხედავთ ხოლმე ქვითრებს, ვისი ბრალია?..



წლის არასასურველი კოცნა 



თიკო სადუნიშვილი ისეთი გოგონაა, რომლის კოცნა ალბათ ნებისმიერ მამაკაცს მოუნდებოდა, თუმცა მეორე საკითხია, საჯაროდ რამდენად გააკეთებდნენ ამას. მომღერალმა თიელმა თიკოს საახალწლოდ კოცნა 31 დეკემბრის კონცერტზე საკუთარ თავზე აიღო, თუმცა, როგორც შემდეგ "რეიტინგს" განუცხადა, ამის გამო შეყვარებული განარისხა. თიელი საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩა, თიკო სადუნიშვილმა კი მის ორიენტაციაში შეიტანა ეჭვი, ეს ბიჭი შემთხვევით გეი ხომ არ არის, ჩემთან კოცნა რატომ არ ესიამოვნაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ, თიელმა "ბათუმი ლაივს" სიმღერა დაუწერა და ამით შოუბიზნესური კონფლიქტიც ამოიწურა.


წლის მატყუარა


10 იანვრის ნომერში კახა ცისკარიძე, იგივე კახუჩელა, იგივე კახაბერი "რეიტინგთან" ინტერვიუსას საკმაოდ თამამი განცხადებებით გამოვიდა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ხალხს არ აინტერესებდა "რუსთავი-2"-ზე გასული საახალწლო პროგრამა, უფრო მეტად "არტ-ფორუმის" ღონისძიებით ინტერესდებოდნენ და თუ ტელევიზიები ერთმანეთს ეომებიან, მაშინ ხმამაღლა განაცხადონ, დაგბლოკავთ და ამოგშლითო. ამ ინტერვიუმ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, იმდენად დიდი, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი კოლეგები "რუსთავი-2"-დან ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ და კახა ცისკარიძემ გადაწყვიტა, "რეიტინგის" ხარჯზე გამოეკეთებინა მათთან ურთიერთობა, შესაბამისად, ორშაბათსვე გაიქცა ამ არხზე და განაცხადა, "რეიტინგმა" ტყუილები დამიწერაო. მეორე დღესვე "პალიტრა ტევე ჯი"-ზე დაიდო კახა ცისკარიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს ის მონაკვეთი, სადაც მომღერალი ზუსტად ისე ლაპარაკობდა, როგორც ეს "რეიტინგმა" დაბეჭდა. კახა ცისკარიძემ შოუბიზნესის ყველაზე მატყუარა ადამიანის ტიტული დამსახურებულად მიიღო.


წლის სირცხვილი - 26 მაისი




26 მაისის ღამე რუსთაველზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მართლაც სისხლიანი ასოებით ჩაიწერება. სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის მიმართ გაუგონარი სისასტიკე გამოიჩინეს და როგორც ამბობენ, ამის გამო ჯეროვნადაც დაჯილდოვდნენ. სპეცრაზმის წევრები გაუსწორდნენ არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს, არამედ ჟურნალისტებსაც, რომლებიც მიწაზე აგორავეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, გადაღებული მასალა და აპარატურა წაართვეს. ცალკე თემაა რამდენიმე დღის შემდეგ თავისუფლებაზე მდებარე შენობის სახურავზე აღმოჩენილი ადამიანის გვამი - როგორც ამბობენ, ის სპეცრაზმელებმა ცემით მოკლეს და შემდეგ ამ ადგილას დამალეს. ოფიციოზს საკუთარი ვერსია აქვს - ისინი მიიჩნევენ, რომ კვინტრაძე ელექტროსადენებმა იმსხვერპლა.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და გაფენილი წითელი ხალიჩა რისი სიმბოლო იყო იმ დღეს, ამაზე აღარ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.


წლის ჭყუმპალაობა
ინციდენტი აუზზე მომღერალი გოგონას მონაწილეობით




მიხეილ სააკაშვილის დიდი სექსუალური მადის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, 2011 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, რადგან ჟურნალისტებმა გავრცელებულ ხმებზე დაყრდნობით მოიძიეს მასალა ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ, რომელიც ბათუმური სასტუმროს აუზზე ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ მომღერალ გოგონას შორის, რომლის ვინაობა პრესაში არ დაუკონკრეტებიათ. როგორც ჰყვებიან, აუზზე მყოფ სააკაშვილს გოგონას მოფერება ყველას თვალწინ მონდომებია, რაზეც ამ უკანასკნელს თავაზიანი უარის თქმა უნდოდა, მაგრამ არას გაგონების შემდეგ სააკაშვილი შეტევაზე გადავიდა და გოგონა ლეიბიდან აუზში ჩააგდო. მის საშველად სააკაშვილის გარემოცვის წევრები გამოვარდნილან, რომელთაგან ზოგმა ხელი მოიტეხა და ზოგმა ტვინის შერყევა მიიღო.


წლის მიუზიკლი - "ქეთო და კოტე"




აბა, ამ ნომინაციაში სხვა მიუზიკლს როგორ დავასახელებდით, მეტი არც დადგმულა წელს საქართველოში. ეს არის დათო დოიაშვილის სპექტაკლი, რომელიც პირველივე დღიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. თამარ კვესიტაძის კოსტიუმების გამო, რომლებიც მართლაც ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე, ტექნიკური გაუმართაობისა და კიდევ, სტეფანესა და აჩიკო სოლოღაშვილის ჯაზური იმპროვიზაციებით გაკეთებული "ჯანაიას" გამოც, რადგან ეს სულაც არ ჰგავს "ჯანაიას" და ამ მელოდიას ჯაზი საერთოდაც არ უხდება. ხმები დადიოდა, რომ სააკაშვილს ამ მიუზიკლის გახსნა მაინცდამაინც აგვისტოს ერთ კონკრეტულ დღეს სურდა, ამიტომაც რამდენიმე დღით ადრე მონაწილეები დაიბარა და მიაძახა - თუ ამა და ამ დღეს მიუზიკლის პრემიერა არ შედგება, მე ვიქნები კოტე და თქვენ ყველანი ქეთოებიო. ჰოდა, "ქეთოებიც" დაფაცურდნენ და პრემიერაც შედგა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, მოდუნება და მაქსიმალური სიამოვნების მიღებაღა დარჩებოდათ.

წლის "არამკითხე მოამბე" - თამარ ჩერგოლეიშვილი



ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის უცნაური "ფეისბუქური" სტატუსების შესახებ კარგა ხანს ლეგენდები დადიოდა, ამბობდნენ, რომ გიგა ბოკერიას მეუღლეს, რომელმაც საკუთარი ჟურნალი გააკეთა, მართალია, სერიოზული ჟურნალის რედაქტორობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ თავისი ამ ამპლუისთვის სრულიად შეუფერებელი ლექსიკით სავსე სტატუსებს დებს სოციალური ქსელის პირად გვერდზეო. მაგალითისთვის ეს ერთი სტატუსიც გამოდგება - ჩერგოლეიშვილს ჟურნალში თურმე იმდენი რეკლამა აქვს, რომ "სად შეიტენოს", არ იცის.

მავანი იკითხავს, ვისი რა საქმეა, რა სტატუსს დადებს და რას დაწერს პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი. პასუხი მარტივია - არც არავისი, თუმცა დემოკრატიის შუქურას მეგობარს (ასე ამბობს ხოლმე თავად ჩერგოლეიშვილი, მიშა ჩემი მეგობარიაო) შევახსენებთ, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება მეორე ადამიანის ცხვირი... თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსი, სადაც მან დაწერა, რომ რობერტ სტურუა "სირია", ყველანაირი ჟურნალისტური და ადამიანური ეთიკის დარღვევა და უბრალოდ რომ ვთქვათ, უზრდელობაა. თუმცა ჩერგოლეიშვილი ასე ალბათ არ ფიქრობს, რადგან ეს განაცხადა. ამ ზღვარის გადალახვის შემდეგ "ტაბულას" რედაქტორი თავს მოვალედ მიიჩნევს, ყველა საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ამას წინათ ჯიხურების შესახებაც საუბრობდა და გამაოგნებელი ტყუილები ილაპარაკა იმის შესახებ, თითქოს "პალიტრა მედიას" მთელ საქართველოში 800-მდე ჯიხური აქვს, არადა, სინამდვილეში მათი რიცხვი 21-ს აღწევს... მოკლედ, წლის "არამკითხე მოამბის" ტიტული თამარ ჩერგოლეიშვილმა არავის არ დაუთმო.

კატეგორია: News | ნანახია: 1290 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

2 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2011-12-29)

biggrin biggrin biggrin

1 Gio Peikrishvili  NARUTO2626:)  (2011-12-29)

ვაიმე ამის წაკითხვისას სიცილისგან მოვკვდი კაცი
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

საათი: 11:44 AM
თქვენი IP: 3.145.97.1
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz