გამოკითხვა #1 |
|
|
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » =))
|
ოთახი, სადაც ახალ წელს ხვდებით და საახალწლო სუფრა უნდა გაშალოთ, რაც უფრო ფერადოვანი იქნება, მით უკეთესი.
ნაძვის ხე სათამაშოებით მორთეთ. ხოლო ნაძვის ხის ძირში თოვლის ბაბუასთან ერთად 2012 წლის სიმბოლო - სათამაშო პატარა დრაკონი დასვით.
ჩიჩილაკთან დადეთ ვაშლი, ჩირი და კანფეტი. საახალწლო სუფრაზე ხილისგან შექმენით ლამაზი კომპოზიციები - ყვითელი ბანანების, წითელი ვაშლებისა და ნარინჯისფერი ფორთოხლებისგან. სასურველია, თუ საახალწლო სუფრაზე დავდებთ ბარაქის სიმბოლოს - ხორბლის მარცვლებს ან მრგვალ თონის პურს (გაუჭრელად), ასევე დღეგრძელობის სიმბოლოს - ნაძვის, ფიჭვის ან კიპარისის ტოტს.
შეეცადეთ, თქვენს საახალწლო ჩაცმულობაში ჭარბობდეს - მუქი ლურჯი, თეთრი და რუხი, რადგანაც ამ სამი ფერის დრაკონი წარმატების სიმბოლოდ ითვლება. 2012 წლის სტიქია წყალია, ამიტომ შეეცადეთ, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად იყოს მინერალური ან უბრალო წყალი.
ახალი წლის ღამეს ოჯახში სასურველია ცეცხლის ალი და სითბო იყოს. აანთეთ ბუხარი, ღუმელი, ლურჯი ან წითელი სურნელოვანი სანთლები. ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრებს ოქროსფერი ლითონის ფული აჩუქეთ და მათ ბარაქა და დღეგრძელობა უსურვეთ. მთავარია მხიარული განწყობა, ღიმილი, ბევრი ამბორი და ახალი 2012 წელი თქვენს ოჯახში ახალ სიხარულსა და კეთილდღეობას შემოიტანს!
|
კატეგორია: სხვა |
ნანახია: 857 |
დაამატა: usergirl
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
პროფილი |
გამარჯობა: Guest
|
გამოკითხვა2 |
|
statistic |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 საათი: 11:43 AM
თქვენი IP: 18.116.118.214 თარიღი: 2024-12-23 ბრაუზერი: ბრაუზერის ნომერი:
|
|