საიტის მენიუ

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » იანვარი » 8 » ვიქტორია ბექჰემი თავის კოლექციებს მიტოვებულ ავტოფარეხში ქმნის
7:54 PM
ვიქტორია ბექჰემი თავის კოლექციებს მიტოვებულ ავტოფარეხში ქმნის


ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ვიქტორია ბექჰემის ბრენდის კაბები, რომლებსაც დიზაინერი 1500 გირვანქა სტერლინგად აფასებს, სინამდვილეში 110 გირვანქაზე ძვირი არ ღირს. 2011 წლის პირველ კვარტალში ვიქტორია ბექჰემის ფირმამ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი იშოვა. კომპანიის ბრუნვა კი 70%-ით გაიზარდა. ექსპერტებს კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ და მიიჩნევენ, რომ მომავალ წელსაც შენარჩუნდება წინსვლა. ყველა საუბრობს ვიქტორიას კაბების ფენომენურ წარმატებაზე, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ დააგროვა დიზაინერმა თავისი ქონება.ვიქტორია არასდროს მალავდა, რომ ყველასთვის არ ქმნიდა სამოსს - Victoria Beckham-ის კაბის ყიდვის ფუფუნება მხოლოდ შეძლებულ გოგონებს აქვთ. "ჩვენს კოლექციებზე პროფესიონალი მკერავები მუშაობენ, საუკეთესო ქსოვილებს ვიყენებთ...… ფასები განპირობებულია დიზაინით, მაღალი პროფესიონალიზმით და ხარისხით, რითაც ვამაყობთ", - ამბობს მარკის წარმომადგენელი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საარაკო ფასები თურმე დიზაინერის გადაჭარბებული თვითშეფასების შედეგია. როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, კოლექციას ლონდონის ჩრდილოეთით მიტოვებულ ქარხანაში აწარმოებენ, ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში. აქ ფაბრიკაში, რომელიც ჩვეულებრივ ავტოსახელოსნოს ჰგავს, 30-მდე ბანგლადეშელი იმიგრანტი მუშაობს საათში 8 გირვანქა სტერლინგად და კერავენ კაბებს, რომლებიც შემდეგ ევა ლონგორიას, ჰაიდი კლუმს და სხვებს აცვიათ. არც ისე რთული გამოთვლებით, საშუალოდ ერთი კაბის ფასი 110 გირვანქა სტერლინგამდეა (60 გირვანქა ჯდება შრომა, 50 გირვანქა - ქსოვილი). ვიქტორიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. სხვათა შორის, ცოტა ხანში ასეთივე სკანდალში გაეხვივნენ დები კარდაშიანები. ჩინეთში მდებარე ქარხანაში, სადაც მათი კოლექციის სამოსი იკერება, მონურ შრომას იყენებენ და არც უსაფრთხოების წესებია დაცული. სავარაუდოდ, თავად ვარსკვლავები, ვიქტორიას ჩათვლით, აზრზეც არ არიან, როგორ და რა პირობებში იკერება მათი კოლექციები და ის ადამიანები, ვისაც ამ საქმის მოგვარება ანდეს, ვარსკვლავებს, რბილად რომ ვთქვათ, ატყუებენ.



კატეგორია: News | ნანახია: 812 | დაამატა: Emma | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

3 nia mijishvili  Lovelightweight  (2012-01-08)

huuuh cool biggrin

2 tatii tumanishvili  Emma  (2012-01-08)

giji ki ara chkviania keet :D:D:D

1 PrincessK  Princess  (2012-01-08)

hahaa gijiii biggrin :D
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:56 AM
თქვენი IP: 3.133.108.241
თარიღი: 2024-04-20
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz