საიტის მენიუ

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » იანვარი » 2 » ცნობილი ადამიანების ცნობილი შვილები და მათი აღზრდის საიდუმლო
6:17 PM
ცნობილი ადამიანების ცნობილი შვილები და მათი აღზრდის საიდუმლო
პერის ჰილტონი, ენრიკე იგლესიასი, დრიუ ბერიმორი ცნობილი ადამიანების შვილები არიან. მათ, სხვა ბავშვებთან შედარებით, უფრო ფართო შესაძლებლობები ქონდათ. ზოგი იყენებს ამ უპირატესობას - ზოგი არა.


პერის ჰილტონი (Paris Hilton)

გამოჩენილი მემკვიდრე საზოგადოებას მოწყენის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა, შესანიშნავი განათლება მიეღო, სწავლა მიატოვა. მას შემდეგ თავისი თავის და პოპულარობის ძიებაშია.

ბაბუამ შვილიშვილისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა და მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. სწორედ აქ იმალება პერისის საქციელის საიდუმლოც: ხშირად "ვარსკვალავთა” შვილები მშობლების ჩრდილიდან გამოსვლას სკანდალებით და ეპატაჟურობით ცდილობენ.


სოფია კოპოლა (Sofia Coppola)

სოფია კარმენ კოპოლა საკულტო რეჟისორის, "ნათლიმამას" ავტორის ქალიშვილია.
წარმატებული რეჟისორის ბავშვობას არ შეიძლება ვუწოდოთ უღრუბლო: მისი თქმით, მამა მკაცრი ადამიანი იყო. იგი ხშირად შესწრებია მშობლებს შორის კონფლიქტს. თვითონ სკანდალებს გაურბის.

სექტემბერში მაყურებელმა მისი ფილმი - "სადღაც" ნახა. ფილმი ძირითადად სოფიას ახალგაზრდობას აღწერს. ფილმმა ვენეციის კონოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა.


ლივ ტაილერი (Liv Tyler)

ცნობილი მსახიობი როკ-ვარსკვლავის, ჯგუფ Aerosmith-ის ლიდერის ქალიშვილია. ლივ ტაილერის დედა შეშფოთებული იყო გოგონას "ცუდი გენებით", ამიტომ მამის ვინაობას დიდხან უმალავდა. დედას მამის ცუდი ზეგავლენისგან შვილის დაცვა გამოუვიდა, ლივი მორცხვი ქალბატონია.



რობერტ დაუნი-უმცროსი (Robert Downey Jr.)

დამოუკიდებელი ამერიკელი რეჟისორის ვაჟი მშობლების განქორწინების შემდეგ საცხოვრებლად მამასთან დარჩა. რობერტ დაუნი უმცროსს მამისგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ ხელოვანის ტემპერამენტი, არამედ მარიხუანას სიყვარულიც ერგო.

მსახიობის კარიერის დასაწყისში პროფესიულ წარმატებებს სკანდელები ფარავდა. იგი ბევრჯერ დააპატიმრეს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისა და ჰეროინის შენახვის გამო. მსახიობი ნორმალურ ცხოვრებას მეორე ცოლის, სუზანის სიყვარულის გამო დაუბრუნდა, რომელმაც, შესაძლოა, მის ცხოვრებაში დედის როლი შეასრულა. იგი დედის სიყვარულსა და მზრუნველობას ყოველთვის მოკლებული იყო.


დრიუ ბერიმორი (Drew Barrymore)

დრიუ ბერიმორი ძველი მსახიობური კლანის წარმომადგენელია. მისი ბაბუა დრიუ ჯონ ბერიმორი ამერიკული მუნჯი კინოს ვარსკვლავია. დრიუ პოპულარული 5 წლის ასაკში გახდა, როცა მონაწილეობა სტივენ სპილბერიგის ფილმში - "უცხოპლანეტელები" მიიღო. სულ მალე დრიუ სხვა ცდუნებებსაც ეზიარა. უკვე 15 წლის ასაკში ნარკოტიკების და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ ამ ასაკში მასზე მშობელების ზედამხედველობა მოიხსნა. თითქოს ჯადოქრობით, გოგონამ ცხოვრების სტილი შეიცვალა და მას აღარასოდეს დაბრუნებია.


ენრიკე იგლესიასი (Enrique Iglesias)

პოპულარულმა მომღერალი, ლათინოამერიკელმა სექს-სიმბოლო ხულიო იგლესიასმა საკმაოდ მკაცრად აღზარდა. ენრიკე იგლესიასის მშობლები განქორწინდნენ, როცა იგი სამი წლის იყო. ათი წლის ასაკში ენრიკე საცხოვრებლად მამასთან და მის ოჯახთან გადავიდა.

მომავალი პოპ-ვარსკვლავი საკმაოდ პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა, მაგრამ მას არ ქონდა არც მანქანა და არც ჯიბის ფული. მის ოცნებას მუსიკოსი გამხდარიყო, მამა სკეპტიკურად უყურებდა.

ახლა, მას "გრემის"რამდენიმე სტატუეტი, მილიონობით გაყიდული ალბომი და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
კატეგორია: News | ნანახია: 1299 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:01 AM
თქვენი IP: 18.209.63.120
თარიღი: 2024-03-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz