საიტის მენიუ

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » სერიალების TOP 5 youtube-ის მიხედვით
12:44 PM
სერიალების TOP 5 youtube-ის მიხედვით
გთავაზობთ იმ ახალგაზრდული ტელესერიალებისTOP 5-ს,
რომლებსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს
youtube-ზე.


მე-5 ადგილზეა სერიალი Supernatural, რომელიც 2005 წლიდან გადის ეთერში და უამრავი მაყურებელი ჰყავს. სერიალი ორი ძმის, დინი და სემი ვინჩესტერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პარანორმალურ მოვლენებს იკვლევენ. სერიალი დატვირთულია დაძაბული მომენტებით, მძაფრი შეგრძნებებით და იუმორის ელემენტებით. სერიალს წარმატება დამაინტრიგებელ სცენართან ერთად ჯარედ პადალეკის და ჯენსენ ეკლისის მომხიბვლელობამ მოუპოვა.




მე-4 ადგილზეა სერიალი One Tree Hill, რომელიც ეთერში 2003 წლიდან გადის. სერიალმა პოპულარობა გამოსვლის პიველივე დღიდან მოიპოვა. თავდაპირველად სერიალი მოგვითხრობდა უიღბლო, მაგრამ ძალიან ნიჭიერი კალათბურთელის, ლუკასის შესახებ, რომელიც მამამ უარყო. ლუკასის სასიყვარულო სამკუთხედი სკოლის ორ ულამაზეს გოგოსთან, პეიტონთან და ბრუკთან მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა. 2009 წელს ჩედ მაიკლ მიურეიმ(ლუკასი) სერიალი სოფია ბუშის(ბრუკი) გამო დატოვა, რამაც სერიალს რეიტინგი გაუნახევრა. youtube-ზე პოპულარობას სერიალი ძველი სეზონების წყალობით ინარჩუნებს, რომელთა ნახვაც, როგორც ჩანს, ხალხს არ ბეზრდება.




მე-3 ადგილზეა სერიალი Gossip Girl, რომელიც ეთერში 2007 წლიდან გადის და მართლაც უამრავი მაყურებელი ჰყავს. სერიალი ძირითადად ორი მეგობრის, სერენას და ბლერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენეზე მოგვითხრობს. სერიალის მთავარი გმირი უცნობი ჭორიკანაა, რომელიც ყველთვის პირველი იგებს ახალი სკანდალის შესახებ. სერიალში უამრავი ინტრიგაა სიყვარულთან ერთად, რაც მაყურებელს განსაკუთრებით იზიდავს.





მე-2 ადგილზეა სერიალი The O.C. რომელიც ეთერში 2003-2007 წლებში გადიოდა. სწორედ ამ სერიალმა დაუდო საფუძველი Gossip Girl-ს. სერილის გმირები დღემდე ითვლებიან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხასიათის მქონე პერსონაჟებად. The O.C. მოგვითხრობს ორ განსხვავებულ სიყვარულზე. მათგან ერთს ტრაგიკული, მეორეს კი ბედნიერი დასასრული აქვს. ეს არის სერიალი, რომელმაც უამრავი მაყურებელი აატირა, მიუხედავად იმისა, რომ სერიალი დატვირთულია მცირე იუმორის ელემენტებით.





1 ადგილზე არის სერიალი, რომელიც სულ რაღაც 2 წელია, რაც ეთერში გამოჩნდა და უკვე მოასწრო არაერთი ოქროს გლობუსისა და სხვა უამრავი ჯილდოს მოპოვება. ეს არის Glee. სერიალი არის როგორც დრამა, ისე კომედია და მიუზიკლი. სერიალმა ახალი სიტყა თქვა ტელესივრცეში, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა მოუპოვა. youtube-ზე ყველაზე ხშირად სწორედ ამ სერიალს ნახულობენ. სერიალი მოგვითხრობს მუსიკალურ გუნდზე, რომლებიც უიღბლო და ამავდროულად ნიჭიერი მოსწავლეებისაგან შედგება. ესპანური ენის პედაგოგი უილ შუსტერი უიღბლოთა გუნდს სათავეში უდგება და ცდილობს დიდების მწვერვალზე აიყვანოს, რაშიც ხელს მხარდამჭერთა გუნდის უგულო მწვრთნელი, სიუ სილვესტერი უშლის.





Glee-ის წარმატება იმაშიც მდგომარეობს, რომ მის მსახიობებს რეალურად შეუძლიათ სიმღერა.



ხმის მისაცემად ყველანი შედით ამ ლინკზე აი ლინკი 
კატეგორია: News | ნანახია: 1059 | დაამატა: Infinite∞ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

2 Lika Peikrishvili Liku  Infinite∞  (2011-09-09)

Me Glee love love

1 keti gvalia  Princess  (2011-09-09)

Gossip girl miyvars me :))
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:24 PM
თქვენი IP: 3.144.35.148
თარიღი: 2024-04-26
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz