საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » სელენა გომეზმა თავის ერთ–ერთ თაყვანისმცემელს ოცნება აუხდინა.
10:32 PM
სელენა გომეზმა თავის ერთ–ერთ თაყვანისმცემელს ოცნება აუხდინა.
ცოტა ხნის წინ 19 წლის მომღერალმა, სელენა გომეზმა, თავის ერთ–ერთ თაყვანისმცემელს ოცნება აუხდინა. ეს ყველაფერი კი რადიოწამყვანის, რაიან სიკრესტის, წყალობით მოხდა, რომელმაც თავის შოუს, On Air With Ryan Seacrest–ის ფარგლებში წამოიწყო აქცია KllSmas Giving. საახალწლო პროექტი ნამდვილ სასწაულებს ახდენს – ასე ვთქვათ, თხოვნებს ასრულებს.



ერთხელ რაიანმა ლოს–ანჯელესიდან ვინმე სარასგან წერილი მიიღო. სარა 13 წლის ჰანას ინსტრუქტორია. ჰანა იშვიათი გენეტიკური დაავადებით – პროგერიით არის დაავადებული. ამ დროს ადამიანი 8–10–ჯერ უფრო სწრაფად ბერდება. წერილში ქალბატონი წერს, რომ ჰანასთვის ცხოვრება „დროსთან ჭიდილია“, ასეთი ადამიანების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 13 წელია.



ჰანას კი სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა ცამეტი... პატარა გოგონა საყვარელ მომღერალთან, სელენასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. რაიანმაც გულგრილად ვერ დატოვა ეს თხოვნა, ჰანას 1000 დოლარი გაუგზავნა, პარალელურად კი სელენა გომეზთან მოლაპარაკებები დიაწყო.





აი რას ყვება სიკრესტი: „სელენა ერთ–ერთი უკეთილშობილესი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ლოს–ანჯელესში ალბომს წერდა. როდესაც დავურეკე, გასამგზავრებლად ემზადებოდა უკვე. ჰანას ისტორია მოვუყევი და მაშინვე წავიდა გოგონასთან საავადმყოფოში."





ინსტრუქტორის მონათხრობი: „როდესაც სელენა მოვიდა, თვალებს ვერ დავუჯერეთ. ბედნიერების მეშვიდე ცაზე ვართ დღემდე. ჰანამ არაფერი იცოდა. სიურპრიზი გავუკეთეთ. სელენა შევიდა მასთან ოთახში და უთხრა: „გამარჯობა ჰანა, როგორ ხარ?“ ჰანა შოკში იყო, ვერ იჯერებდა. როდესაც სელენა წავიდა, ჰანამ ტირილი დაიწყო. „არ მჯერა,. რამდენი რამის თქმა მინდოდა და ვერ ვუთხარი, იმიტომ რომ ვიტირებდი და მისი თანდასწრებით ტირილი არ მინდოდა, მეშინოდა ბავშვივით არ მოვქცეულიყავი.“ პატარა გოგონამ მომხდარს „საუკეთესო საშობაო საჩუქარი“ უწოდა.

კატეგორია: News | ნანახია: 981 | დაამატა: GossipGirl❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

5 nia mijishvili  Lovelightweight  (2011-12-22)

sawyali vaime :(( ra codoa :((

4 keso gabisonia  Gabi  (2011-12-22)

cry cry cry codoaa;(((

3 Taki ..  Smiley  (2011-12-22)

vaimee shemecodaa

2 PrincessK News.My1.Ru  Princess  (2011-12-21)

sawyali, cudi daavadebaa biologiashi makvs naswavli amaze :((

1 tatii tumanishvili  Emma  (2011-12-21)

;(((((((((
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:21 AM
თქვენი IP: 44.192.107.255
თარიღი: 2024-03-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz