საიტის მენიუ

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » საფეხბურთო სამყარო პეპის წასვლას გამოეხმაურა
11:23 PM
საფეხბურთო სამყარო პეპის წასვლას გამოეხმაურა
"ბარსელონას" მწვრთნელობის პოსტი დატოვა ადამიანმა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში, მოიგო რო 13 ტიტული, გაამარავალფეროვნა და დახვეწა თამაშის სტილი. ეს პიროვნება გახლავთ ხოსეპ (პეპ) გვარდიოლა. ძალიან რთულია წარმოიდგინო "ბარსა" მის გარეშე და ის "ბარსას" გარეშე.

ძალიან ბევრს ჰგონია რომ ის უბრალოდ მოვიდა რაიკაარდის შემდეგ, მივიდა მესისთან და უთხრა: "შენ საუკეთესო ხარ" და ამის შემდგ წამოვიდა ტიტულებების წვიმა, თუმცა სინამდვილეში პეპს არაერთი პრობლემის გადაჭრა მოუწია. პეპი თვითონ იდგა კლუბის ყველა ფეხბურთელის, ყველა ტიტულის უკან. მან შექმნა გუნდი რომელმაც მთელი საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაჰყო" "ბარსელონას" მოყვარულებად და არამოყვარულებად. ახლა კი ვხედავთ როგორ მიდის ნელ-ნელა "ბარსელონა" უკან. მარადიული არაფერია, შესაბამისად, ოდესმე უნდა დასრულებულიყო ის "ოქროს ხანა", რომელიც ხოსეპმა შექმნა "ბარსაში". ოთხწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა "ტაიმაუტი" აეღო და ეეწონდაეწონა ყველაფერი.
იტალია-რომელმაც მოხიბლა პეპი, ბარსელონადან წასვლის შემდეგ, აი რომელი ქვეყანა იქნება სავარაუდო დანიშნულების ადგილი.


გვარდიოლას წასვლა მართლაც მთელი საფეხბურათო სამყაროსთვის მოულოდნელი იყო.
გთავაზობთ საფეხბურთო სამყაროს გამოხამაურებებს პეპის წასვლის შესახებ.


”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას ”ბარსელონადან” წასვლის ცნობა მისთვის მოულოდნელი იყო.

”ჩემთვის გვარდიოლას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. შეიძლება მან არც თუ ისე კარგი დრო შეარჩია ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. ბოლო 1 კვირის განმავლობაში გუნდს ისედაც ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა”.

”მე მესმის პეპის. ზოგიერთ მწვრთნელებს შესვენება სჭირდებათ. გვერდიდან რთულია დანახვა, იტანჯება თუ არა ადამიანი. შეიძლება მას არ უჩვენებია განსაკუთრებული დაძაბულობა, მაგრამ ვიცი, რომ მისთვის ადვილი არ იყო. მას დრო სჭირდება დასასვენებლად და საფიქრელად” -
განაცხადა ვენგერმა.

ვისენტე დელ ბოსკე:"ეს პეპის პირადი გადაწყვეტილებაა. მესმის მისი და ვუსურვებ წარმატებას. ყველამ უნდა დააფასოს მისი გადაწყვეტილება, რადგან ხოსეპი ყველაფერს გულით აკეთებდა. მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ ჩათვალა თავისთვის და რაც მთავარია, "ბარსელონასთვის". რაც შეეხება ვილიანოვას, მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც უნდა განსაჯოს მისი მწვრთნელობა".

რობერტო დი მატეო: "გვარდიოლა - იდეალური მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა მწვრთნელი. ის, რასაც მან ამ ასაკში მიაღწია ფანტასტიკის სფეროდანაა. რახან პეპმა გუნდი დატოვა, ესე იგი, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მისი კარიერა ასევე ოჯახიცაა. შესაძლოა პეპი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, თუ საუკეთესო არა".

ხრისტო სტოიჩკოვი:"ძალიან მძიმე დღეა და დამწუხრებული ვარ. მიდის "ბარსელონას" ლეგენდა, იოჰან კრუიფის ეპოქის ბოლო ჯადოქარი. დარწმუნებული ვარ, კლუბის მხრიდან საკმარისად დაფასდება მის მიერ გაწეული სამუშაო. ნებისმიერ შემთხვევაში, "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას სხვა დანარჩენებზე".

დანიელ ალვეში: "ეს დღე ჩემთვის ძალიან მძიმეა, რადგან პეპ გვარდიოლამ გადაყწვიტა კლუბის დატოვება. ის მუდამ საკუთარი შვილებივით გვექცეოდა. სამწუხაროა, რომ შემდეგ სეზონში ის აღარ იქნება სათადარიგოთა სკამზე. ძალიან მადლიერები ვართ მისი იმისთვის, რაც გვაჩუქა ცხოვრებაში. აქ საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, სხვა ღირებუმების თემაზეა".

ჯინო კორიონი ("ბრეშას" პრეზიდენტი):"ის უკვე მელაპარაკა და მითხრა, რომ ერთი წლით შეისვენებს. გვარდიოლა ძალიან ჭკვიანი პიროვნებაა. პეპი მიხვდა, რომ ბრწყინვალე 4 სეზონის შემდეგ მოტივაციას კარგავდა. ვფიქრობ, მომავალ წელს ის არცერთ გუნდს არ ჩაუდგება სათავეში. ჩემი აზრით, ის რომელიმე ნაკრებს გააძლიერებს. დავამატებ იმასაც, რომ გვარდიოლა "ბრეშაში" თამაშობდა წლების წინ და კარგი კავშირები აქვს ჩვენთან".


ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი დიდი სიმპატიითაა განწყობილი პეპ გვარდიოლასადმი. მან განაცხადა, რომ გვარდიოლა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მას დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა მაშინ, როდესაც ფეხბურთელმა ურთულესი ტრავმა მიიღო.

"პეპ გვარდიოლა არა მხოლოდ ბრწყინვალე მწვრთნელი, არამედ ჯენტლმენიცაა. არასდროს დავივიწყებ იმას, რომ გვარდიოლა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დამირეკა და თანადგომა გამომიცხადა მაშინ როდესაც ურთულესი ტრავმა მივიღე - ქუსლის დაზიანება. მე მადრიდის "რეალის" გულშემეტკივარი ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს გვარდიოლას გუნდის თამაშებისადმი თვალყურის დევნება. მან დაიმსახურა ყველა ის წარმატება რასაც ამ ოთხი წლის მანძილზე მიაღწია. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ" -დაასრულა ინგლისელმა.


ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ გვარდიოლა "ბარსას" საოცრად დააკლდება, თუმცა ჩვენ ისღა დაგვრჩენია ველოდოთ გაამართლებს თუ არა ვილიანოვა!
We'll Miss You Pep <3 :'(

კატეგორია: Football News / საფეხბურთო სიახლეები | ნანახია: 841 | დაამატა: Dreammer♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:43 AM
თქვენი IP: 3.81.222.152
თარიღი: 2024-03-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz