საიტის მენიუ

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » მაისი » 6 » საინტერესო ამბავი
10:56 PM
საინტერესო ამბავი

ძალიან ადვილი იყო ცხოვრება მაშინ. მთელი ჩემი სადძაკაცო მხოლოდ ერთზე ვფიქრობდით-გართობაზე. დღევანდელი დღით ვცხოვრობდით და არ გვაინტერესებდა რა იქნებოდა ხვალ. საწყენია რომ დროის უკან დაბრუნება არ შეიძლეება. რომ შემეძლოს სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი მაგრამ რაც იყო-იყო. აღარა აქვს ეხლა მნიშვნელობა. მე, ტატო და ნიკა საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ერთად ვიყავით. ერთმანეთზე უკეთესი არავინ გვყავდა. ნიკას მშობლები 2 წლისას ავტოავარიაში დაეღუპა და ბიძიასთან იზრდებოდა, რომელსაც ვერ იტანდა. კვირაში ერთხელ როცა მივიდოდით სახლში მაშინაც ჩემთან რჩებოდა, რადგაც სახლში მისვლა არ უნდოდა. ტატო ჩვენს საძმაკაცოში ყველაზე ტავისუფალი კაცი იყო. ჩვენ ყველა იმას ვაკეთებდით რაც გვინდოდა მაგრამ ხანდახან ვღალატობდით მაგ პრინციპს. ტატო კი არასდროს. აკეთებდა იმას რასაც უნდოდა და როცა უნდოდა. არ ითვაისწინებდა არაფერს და არავის ჩვენს გარდა. მე კი საძმაკაცოს ნებიერა და ყველაზე მხიარული კაცი ვიყავი. ჩემი ვინმესთან მისვლა დღესასწაული იყო რადგაც ყველგან მხიარულება და სიცილი მიმქონდა. გოგოების მხრივაც არ ვუჩიოდი ბედს და კვირაში ხუთ შეყვარებულს მაინც ვიცვლიდი. ყველაფერი იქედან დაიწყო რომ მე, ტატო და ნიკა ერთი მეგობარი გოგოს დაბადების დგეზე წავედით. ტატო კაიფში იყო და როგორც ყოველთვის აიტეხა თავისებურები და განსაკუთრებული მოითხოვა. დალევაში ყოველთვის ყველას ვაგდებდით და იმ დღესაც ბიჭების ნახევარს მაგიდაზე ეძინა. შუა ქეიფში ვიყავით როცა ნინის (ჩვენს მეგობარს) ვიგაცამ დაურეკა და გარეთ გავიდა. მალევე დაბრუნდა და თან ორი გოგონა შემოყვა. ყურადგება არ მიმიქცევია მე და ნიკა ერთ ბიჭს ვეკაიფებოდით და გართული ვიყავი. უცებ მოვიხედე და ცისფერ თვალებს გადავაწყდი. სხვა არაფერი დამინახია მხოლოდ თვალებს ვხედავდი. ვერც მივხვდი როგორ ავდექი ფეხზე და როგორ დავლიე იმ თვალების სადღეგრძელო. ტატოს ხმამ გამომაფხიზლა. -რაო მათე მეხი დაგეცა?- მკითხა და გაიცინა. უცებ გამოვერკვიე, ყველა მე მიყურებდა. იმ თვალების პატრონი მოვძებნე. თოვლივით ქათქათა სახე მიცინოდა და შემდეგ ამოიღო ხმა. თითქოს ანგელოზების გალობა შემომესმაო ისეთი ხმა ქონდა. -დიდი მადლობა ასეთი განსაკუთრებული სიტყვებისთვის. ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს ის რაც შენ მითხარი. ძლივს მოვახერხე ცალყბად გაღიმება და ხმა ამოვიღე. თითქოს ჩემი ხმა შორიდან მომესმაო. -საწყენია რომ არავის უთქვამს. ესე იგი ბრმები ყოფილან რადგან ვერ ხედავდნენ იმას რაც დავინახე. რაღა ბევრი გავაგრძელო და იმ საღამოს ცისფერი თვალების მეტი არაფერი დამინახავს. მხოლოდ ერთი მახსოვს მთვრალი ნიკამ ლოგინში რომ დამაწვინა მითხრა. -ხვალ ვინ დამიჯერებს რომ მათე შეყვარებულია. -შეყვარებულ იარა ის კიდევ. უბრალოდ მომეწონა. აი ნახავ ხვალ მისი სახელიც არ მემახსოვრება. -როგორც იტყვი- მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა. მეორე დგეს საშინელი თავის ტკივილით გამეღვიძა და პირველი რაც გამახსენდა თვალები იყო. გამიკვრიდა , მაგრამ არ შევიმჩნიე და ბირჟაზე გავედი. პონტი იყო და საქეიფოდ წავედით. ერთი თვე გავიდა და ანი საერთოდ აღარ მახსოვდა, რომ ნინიმ დამირეკა. -მათე გცალია? -მოიცა მდივანს ვკითხავ დგეს რამე შეხვედრები თუ მაქვს დანიშნული და მერე გეტყვი. -ცხოვრებაში ერთხელ დაილაპარაკე სერიოზულად რა. -კარგი უფროსო, გისმენთ- გამეცინა მე. -გამოხვალ ჩემთან? -რომ გამოვიდე რას მომცემ? -იცოდე ეხლავე თუ არ დამელაპარაკები სერიოზულად ხმას აღარ გაგცემ ცხოვრებაში. -ხო კარგი. რა ხდება შენთან? რატო გამოვიდე? -გამოდი და ნახავ რა. -რა წამოვიღო? -გითხარი მორჩი ლაზღანდარობას მეთქი- და გამითიშა. მე და ნიკა მივედით და იმდენი ხალხი დაგვხვდა ოთახში ძლივს შევედით. -ეს ნახირი სად შეაგროვე?- ვკითხე უკმაყოფილოდ ნინის. -მეწყინება იცოდე. ჩემი მეგობარია ყველა. -კარგი არ არი ნახირი, მაგრამ როგორც მახსოვს შენი დაბადების დღგე იყო უკვე და ეს ვარდების რევოლუციის შესაშური ხალხი რამ მოყარა აქ? -სულელი ხარ რა- გადაიკისკისა, ხელი გამომდო და სუფრის თავში დამაჯინა. -მიესალმეთ ბატონ თამადას. ნიკუშა გვერდით მომიჯდა და უცებ შემოტრიალდა. -ნახე ეს ვინ ყოფილა აქ. -ვინ არ არი ის რომ გკითხო უფრო ნაკლები გამოვა- გამეცინა მე. -ნუ სულელობ. გახსოვს დაბადების დღეზე ანი რომ გაიცანი. აი კუთხეში ზის ვიგაც მასტის ერთად. ალბათ შეყვარებულია მისი. ნიკას თითს გავაყოლე თვალი და ანი დავინახე. ჩემი თავის გამიკვირდა როგორ დამივიწყდა მეტქი. წამოვხტი და მივედი. გამოველაპარაკე და ძალიან მორიდებულად დამელაპარაკა. გამიკვირდა და ცოტა შეურწოფილადაც ვიგრძენი თავი, ჯერ არ მომხდარა გოგოს ჩემს მიმართ ასეთი პატარა ინტერესი გამოეჩინოს. სიბრაზე მომერია და ცივად დავემშვიდობე. შემდეგ ნინი მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა გამოდი ერთი წუთი სალაპარაკო მაქვსო. ხასიათზე არ ვიყავი და მკვახედ ვკითხე: -რა გინდა? -კაი ნუ იბღვირები. ანიზე მინდა გელაპარაკო. -მე არ მეკითხები მინდა თუ არა? -ვის ატყუებ ერთი გამაგებინე , ხუთი თითივით არ გიცნობდე მაინც. -კაი მაპატიე. ეხლა მითხარი რის თქმასაც აპირებდი. -არ გეწყინოს ანისგან. მართლა კარგი გოგოა. უბრალოდ ეხლა შეყვარებული ახლავს. მაგარი ბრაზიანია და იმასთან ვერ ბედავს ბიჩებთან გამოლაპარაკებას. ეგრევე ვარდება ლაშა და არ უნდა ჩხუბის საბაბი მისცეს. ოთახში შემოვედი და ნიკას გადავულაპარაკე ის ბიჭი მომაშორე მეთქი. ეგრევ გაიგო რაც მინდოდა, გამიღიმა , თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა. იავნად იმ ბიჭზე დაიწყო კაიფი , თან ანის თვალს უკრავდა. მოხდა ის რისი იმედიც მქონდა ლაშა ავარდა და ნიკას გარეთ გამყევიო მიახალა. -ამას მე მოვუვლი, შენ ანის მიხედე- მხოლოდ ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა ნიკამ და ოთახიდან გავიდა. ანი გვერდით ოთახში გავარდა და ტირილი დაიწყო. -არავინ შემოუშვა თორე შუბლს გავუხვრიტავ- ვუთხარი ნინის და როცა მიხვდა არ ვხუმრობდი უხმოდ დამიქნია თავი. ოთახში რომ შევედი ანი ნინის მშობლების საწოლზე ჩამომჯდარიყო და ტიროდა. მორიდებული კაცის სახე მივიგე და გამოველაპარაკე. თავიდან ხმას არ მცემდა , მერე უცებ აიგო თავი და თვალებში მომაშტერდა. დავიბენი და მგონი გავწითლდი კიდეც. არ მახსოვს კარგად. -მათე კარგი ბიჭი მეგონე. იმ დგეს ისე თბილად მელაპარაკე. ეხლა კი რა გააკეტე. გაკვირვებული სახე შვკერე ეგრევე და ვკითხე-რა გავაკეთე? -ნუ იქცევი ბავშვივით. კარგად ვიცი რომ შენ მოაშორე ლაშა აქედან რადგაც ჩემთან მარტო დარჩენა გინდოდა. არ მეგონა ასე თუ დაეცემოდი. გადავწყვიტე გულახდილად მეთქვა ყველაფერი, თან დამალვასაც აზრი აღარ ქონდა. -მართალი ხარ მე ვთხოვე ნიკას მოეშორებინა აქედან, მაგრამ უნდა გამიგო. -როგორ უნდა გაგიგო? -ეგ ჩემი ერთადერთი შანსი იყო შენთან მარტო დარჩენის. შენი გულახდილობა შენს დანაშაულს ვერ გადაფარავს მათე. -ვიცი, მაგრამ..... -რა მაგრამ? -მაგრამ ეს რამდენიმე წუთიანი ლაპარაკი ცხოვრებად მიღირდა. ხმა არ ამოუგია. მხოლოდ კიდევ ერთხელ გამომხედა და ოთახიდან გავიდა. იმას თქმა აგარ ჩირდება რომ ის საწყალი ლაშა ნიკამ მთელი უბნის გასაგონად გააპაზორა და ისეთი ბაზარი გაუქაშვა ბიჭი პირდაღებული უსმენდა. იმ დგის მერე მოსვენება დავკარგე. აღარც ქეიფი მინდოდა, აგარც გოგოები, აგარც კაიფი. ყველაპრის ხალისი დამეკარგა. ტატო და ნიკა ყველანაირად ცდილობდნენ რამენაირად გავემხიარულებინე. ხან რა პონტში მიმათრევდნენ ძალით ხან რა, მაგრამ მაინც ვერ მოვიხედე ამ ქვეყნისკენ. ბოლოს ისევ ნინი დამეხმარა. ანის ვთხოვ მოვიდეს და დაგირეკავ. ოგონდ იცოდე იმ მწუთში ჩემთან გაჩნდიო. ორ დგეში დამირეკა და მეც ფეთიანივით მივვარდი. ჩემდა გასაოცრად ისევ ის ლაშა ახლდა. ბრაზისგან სუნთქვა შემეკრა. დავიკიდე ყველაფერი და პირდაპირ ვუთხარი . -შენ რა გასაგებად არ აგიხსნეს რა უნდა გაგეკეთებინა? -გარეთ ვილაპარაკოთ- შემაგება იმწამსვე. ჩავედით დაბლა და დაურეკეს. სალხლში პრობლემა შემექმნა საღამოს პარკთან გელოდებიო. ის წავიდა მე ნინისთან ავედი. ნინიმ რაღაც მოიმიზეზა და მარტო დაგვტოვა ოთახში. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცოდი რა მეთქვა. მეც ვიქედი და მისი ყურებით ვტკბებოდი. -მათე რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს? -იმისთვის რომ ვფიქრობ შენ გაცილებით მეტს იმსახურებ ვიდრე ეგ გოიმია. -რითი ვარ ასეთი განსაკუთრებული? -ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მხოლოდ იმით, რომ პირველი გოგო ხარ... -გააგრძელე ნუ ჩერდები. -ვინც მე შემიყვარდა. -ერთი ნახვით შეგიყვარდი?- აშკარად დამცინოდა, სამაგიეროს გადახმა უნდოდა. -არა ერთი ნახვით არა. -აბა? -სიზმრებში და ოცნებებში მილიონჯერ მყავხარ ნანახი. სახიდან გაუქრა დამცინავი იერი და სულ სხვანაირად შემომხედა. სიხარულისგან გული ამომიფრიალდა და ნინიც შემოვიდა. ანი მალე წავიდა, მე კიდე ნიკას და ტატოს თანხლებით პარკთან გავედი. დიდი მასა ახლდა ლაშას. ჩვენ კი მხოლოდ სამნი ვიყავით. ტატო მივიდა უცერემონიოდ გამოუცხადა: -ჩვენ აქ სალაპარაკოდ მოვედით და რა ჯარს გვახვედრებ. -აქ ყველა ჩემი ძმაკაცია და ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდათ- უპასუხა იმან. -აუჰ რამდენი ძმაკაცი გყოლია, ჩვენც რო ყველა ჩვენი ძმაკაცი წამოგვეყვანა წარმოიდგინე აქ რა იქნებოდა- ირონიულად უთხრა ნიკამ. მე კი მოთმინების ძაფი გამიწყდა. თითქოს მიხვდა ტატო ჩემს ჩანაფიქრს, ლაშას თმაში ხელი ჩაავლო , მოქაჩა და შუბლზე იარაღის მიაბჯინა. -როგორც თქვა ყველა მისი ძმაკაცი ხართ. გამოდით რომელიმემ და აარიდეთ ტყვიას თქვენი ძმაკაცი. არავინ არ გაქანებულა , არც ხმა ამოუღიათ. -ეხლა კი კარგად მომისმინეთ. ტრაკი დააყენეთ და თქვენი ადგილი იცოდეთ. და ბაზარზე ამდენი ჯარით მოსვლას სიმართლის მოდით და უფრო გამოგადგებათ. შენ კიდე გეუბნები , ანისთან ერთად რომ გნახო ჩემი ხელით დაგასხმევინეთ ტვინს. ხელი გაუშვა ლაშა და მხარში უბიძგა. ერთი გამოგვხედა გაბოროტებული თვალებით და წავიდა. -დავლაპარაკებოდით მაინც. მიგვეცა თავის გამართლების შანსი- ვუთხარი ტატოს. -მაგ შანსს დამსახურება უნდა და მხოლოდ კაცები იმსახურებენ. აბა რა ეგონა მთელი საძმაკაცოთი რომ მომადგა აქ- გაეცინა ტატოს. ყველაფერი მოგვარებული მეგონა როცა ნინიმ დამირეკა . შეშინებული და აღელვებული ხმა ქონდა. -მათე ჩქარა უნდა გნახო. სად ხარ? -შენ სად ხარ მითხარი და მოვალ. გულგახეთქილმა მივირბინე ნინისთან. -რა მოხდა გოგო რა გამიხეთქე გული. მოხდა რამე? -მოხდა- მითხრა და თვალი ამარიდა. -ხოდა ამოღერღე რა მოხდა. გადამრევს ეს ბავშვი რა.- გავბრაზდი მე. -ნახევარი საათის წინ ლაშამ ანი მოიტაცა. -რაააააა?-ვიბღავლე ხმის ჩახლეჩამდე. ხმა არ ამოუღია. თავი ჩაღუნა და უხმოდ ატირდა. -როგორ მოიტაცა?-ძლივს ამოვიღე ხმა. -სკოლიდან მოვდიოდით , მანქანა გაგვიჩერდა. ლაშა და მისი ორი ძმაკაცი გადმოხტნენ და ანის ხელი ჩაავლეს. ისე უცებ მოხდა ყველაფერი დაყვირებაც ვერ მოვასწარი. რომ გამოვერკვიე მანქანა უკვე შორს იყო. -მანქანის მარკა , ფერი, ნომერი ან რამე გახსოვს? -შავი ფერის მერსედესი იყო, ნომერი არ მახსოვს. როგორ წამოვედი იქედან არ მახსოვს. არ ვიცოდი რა მექნა. ბირჟაზე გამოვერკვიე. ნიკა მანჯღრევდა და მიყვიროდა მათე რა გჩირსო. ვუთხარი რაც მჩირდა და ეგრევე ყველა გაიქცა-გამოიქცა. ვინ რა გაარკვია-ვინ რა. ბოლოს ტატო მოვიდა დაბოღმილი სახით და მითხრა. -ქობულეთში არიან , მაგ ახვრის მამიდის ბაითში. -ხოდა წავედით რაღას ველოდებით- წამოხტა ჩვენი ძმკაცი ნიკოტინა. -არა. მატო მე, ტატო და ნიკა წავალთ- ვისროლე ბრზანებსავით. ტატო წავიდა 5 წუთში მამამისის მანქანით დაბრუნდა. როგორ ჩავედით არ მახსოვს. მანქანა რომ გაჩერდა მერე გამოვერკვიე. ეზოში შევედით, სამი ბიჭი იჯდა ეზოში და სიგარეტს ეწეოდნენ. ლაშა და ანი არსად ჩანდნენ. თუმცა რა მიხვედრა უნდოდა სახლში იქნებოდნენ. -ანი სად არი?- მეც კი გამიკვირდა ისეთი მშვიდი ხმა მქონდა. -შენი მატარებელი გავიდა უკვე ძმა, შეგიძლია შეტრიალდე და წახვიდე- მითხრა ერთმა და დამცინავად გამიგიმა. ამის თქმა იყო და ნიკამ პისტოლეტი შუბლზე მიაბჯინა. როგორ მოკლა არ დამინახავს მხოლოდ გასროლის ხმა გავიგე. მე უკვე სახლში შევირბინე. კიდე რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე. სახლში სჰევვარდი და პირველი სარტულის ოტახები მოვირბინე. იქ არავინ დამხდა და ისევ დერეფანში გამოვედი. მეორე სარტულზე ასასვლელ კიბეებს ავხედე და ლაშა იდგა. თავით მოვიხმე ჩემთან, მაგრამ ადგილიდან არ გაქანებულა, სჰისჰისგან გახევებული იდგა და გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ამ დროს სახლში ტატომ შემოირბინა და რომ დაინახა არაფერი უთქვამს. ხელი ჩაავლო და ეზოში გაათრია. კიბეებს ავუყევი და ოთახს მივადექი. შესვლის შემეშინდა. ვძლიე ჩემს თავს და კარი შევაღე. ანი კუთხეში ჩამჯდარიყო. სახეზე ცემის კალი ეტყობოდა, ტანსაცმელი შემოხეოდა. მივუახლოვდი და გამერიდა. -დამანებეთ თავი- იკივლა და ცრემლები წამოუვიდა. -ნუ გეშინია, მე ვარ მათე. შენთან არ. არაფრის აგარ შეგეშინდეს. გამოექანა, გულში ჩამეკრა და ატირდა. -გეხვეწები წამიყვანე მათე.- ამომხედა მუდარით. -ნუ გეშინია პატარავ. ეხლა ჩემთან ხარ. ზეწარი ავადზვრე საწოლს და ნახევრად შიშველს შემოვახვიე. ჩამოვიყვანე დაბლა და თვალწინ საშინელი სურათი დამიდგა. ორი შუბლებდახვრეტილები ეყარენ მიწაზე, მესამეს სამი ნატყვიარი ქონდა მკერდზე. ანის გული წაუვიდა, ნიკამ მოვიდა , ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა. ტატომ პისტოლეტი ჩამიდო ხელში და მუხლებზე დაჩოქილ ლაშაზე მიმითითა. -შენ გადაწყვიტე მათე. უხმოდ დავუქნიე თავი და მივუახლოვდი. ტიროდა და რაღაცას ლუღლუღებდა. რამდენიმე სიტყვა გავარჩიე არ მომკლაო მეხვეწებოდა. პისტოლეტი დავუშვი და შემოვტრიალდი. უცებ თვალწინ ნაცემი და ტანსაცმელშემოხეული ანი დამიდგა. უცებ შემოვტრიალდა და პისტოლეტში დარჩენილი ყველა ტყვია დავაცალე. მუხლები ამიკანკალდა , ხელი გამიშეშდა და ვიდექი ქანდაკებასავით გაშეშებული. ტატო მოვიდა პისტოლეტი გამომართვა, ხელი მომკიდა თითქმის ძალით მიიყვანა მანქანასთან. -რა გემართება მათე , მთელი ძაღლობა აქ იქნება მალე, უნდა ავითესოთ. ჩავჯექი და ტატომაც ადგილს მოწყვიტა მანქანა. მცხეთაში ჩავედით ჩვენს უფროს ძმასთან. ტატომ გზაშივე დაურეკა და გააფთხილა რომ მივდიოდით. რომ ჩავედით უკვე ყველაფერი მზად დაგხვდა. ტატო და ნიკა მანქანიდან გადავიდნენ, მე კი ანისთან დავრჩი. -რა ვქნათ მათე?-პირველად ამოიგო ხმა. -არაფერი. ცხოვრება თავისით გვიჩვენებს გზას. შენ ჩემს გვერდით ხარ, მე მეტი არაფერი მჭირდება. -მაგრამ იმის შემდეგ რაც... -დაივიწყე ეგ ყველაფერი- შევაწყვეტინე მე. -ასეთიც გეყვარები მათე? -რათქმაუნდა მეყვარები. ნუ დარდობ ყველაფერი კარგად იქნება. -მე აგარ ვარ შენი გირსი მათე. -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. შენ ჩემთვის ყველაფერი სიწმინდის განსახიერება ხარ და მაგ სიტყვებით კიდევ ერთხელ დამარწმუნე რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. გადმოიწია და მაკოცა. იმ წუტში დამავიწყდა რომ მკვლელი ვიყავი და ადამიანის სისხლით მქონდა სული მოწამლული. ყველზე ბედნიერ ადმაიანად ვიგრძენი თავი . უცებ გამოფხილზდა. -მათე ჩემები ალბათ ნერვიულობით მოკვდებოდნენ. -მაპატიე ანი, ეხლა შენებთან დაკავშირება არ შეიძლება. -რატომ? -ეგრევე აგვწევენ ყველას- ვუთხარი ყრუდ. -რას იზამენ?- მკითხა გულუბრყვილოდ. -დაგვიჭერენ მეც, ნიკასაც და ტატოსაც და სამუდამო არ აგვცდება. -არ დაგიჩერენ მათე. მე ვეტყვი რომ თქვენ მე მიცავდით და არ დაგიჭერენ. -ბავშვი ხარ ანი შენ. შენს დასაცავად ყველას ამოხოცვა არ იყო საჭირო. მე ეგ მხოლოდ იმისთვის გავაკეთე რომ გული მომეოხებინა. ნუღარ ვილაპარაკებთ მაგ თემაზე. დაივიწყე ყველაფერი რაც მოხდა. -მატე გეხვეწები მე მაინც დავბრუნდები სახლში. დედასთან მინდა- ამომხედა ანიმ და მე ისევ მხოლოდ ცისფერ თვალებს ვხედავდი. -წამიყვან? -წაგიყვან- ვუთხარი დიდი პაუზის შემდეგ. -მადლობა მათე. მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემსთვის გააკეთე. არასდროს დავივიწყებ ამას. -შეეშვი ეგეთ ლაპარაკს. -კარგი როგორც იტყვი. -ანი შენ ერთხელაც არ გითქვამს ის რაც ამდენი ხანია ველი. -მიყვარხარ მათე- მითხრა და ქვეყანა დამავიწყა. იმ გამეს ჩემთან ჩახუტებულს ედზინა. ყველაზე ბედნიერი გამე მქონდა ცხოვრებაში. მეორე დილით კი ტატოს ვთხოვე სხვა მანქანა ეშოვა ჩემთვის. გაუკვირდა რად გინდაო. -ანი უნდა წავიყვანო სახლში. -მათე როგორც კი ჩავალთ აგვწევენ. არ გესწავლება შენ ეგ. -აგვწევენ არა. შენ და ნიკა რჩებით. მეც მალე ჩამოვალ. -მათე ჩვენ სისხლით ძმობა შევფიცეთ ერთმანეთს და როგორ ფიქრობ მარტო გაგიშვებთ სადმე? ერთად ვიყავით ამ საქმეში და ბოლომდე გამოგყვები. შუადგისთვის მზად იყავით მანქანას მოვიყვან და მივდივართ. არასოდეს მომხდარა რომ ტატოს ეთქვას და ის არ შეესრულებინოს. შუადღისთვის ახალი მანქანით მომადგა და კმაყოფილი სახით გამომხედა. -აბა წავედით. უნდა ვაღიარო მთელი გზა შიშის გრზნობა დამსდევდა . პატრულის მქნქანა გამოჩნდებოდა და მუხლებში სიცივე მივლიდა. როგორც იქნა მივედით. ანის სახლთან პატრულის მანქანები იდაგა. ესე იგი უკვე ეძებდნენ. -ვერ მივალთ ახლოს- გამომხედა ნიკამ. ანის მივუტრიალდი და თვალებში ჩავხედე. -ანი ეხლა შენ ჩახვალ და მე წავალ. არ ვიცი როდის იქნება მაგრამ მე დავბრუნდები და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. გპირდები. ვაკოცე და რა ვიცოდი თუ უკანასკნელად ვკოცნიდი. გამიღიმა და მანქანიდან ჩავიდა. დავინახე როგორც კი ეზოს მიუახლოვდა ხალხი შემოეხვია და მეტი აღარ გავჩერებულვართ. ერთი კვირა ისევ მცხეთაში ვიყავით , ანის მონატრებას და სინდისის ქენჯნას გვინით ვახრჩობდი. ერთ დილითაც ნიკა სადღაც წავიდა. ტატომ რომ ვკითხე სად წავიდა მეთქი არ მიპასუხა. რაღაც მითხრა საქმეზეო და თვალი ამარიდა. მეუცნაურა მისი საქციელი მაგრამ სიმთვრალეს მივაწერე და დალევა გავაგრძელეთ. ნიკა მხოლოდ მეორე დილით გამოჩნდა. ყველას გასვლა თხოვა და როცა მარტო ჩვენ სამნი დავრჩით სკამზე დაეხეთქა წელმოწყვეტილი. -რა მოხდა?-ვკითხე. -მათე იარაღი მომეცი- მითხრა და ხელი გამომიწოდა. იარაღი ხელში ჩავუდე და კითხვით აღსავსე მზერა მივაპყარი. -მათე ანიმ თავი მოიკლა. გუშინ დილით ნახეს ოთახში. ღამე ტაბლეტები დაელია . წერილი დაგიტოვა. ნიკოტინამ მოიპარა ჩუმად და გამომატანა. \"მათე მაპატიე ასე რომ ვიქცევი ,მაგრამ მე ვერ შევძლებ ამით ცხოვრებას. დაგპირდი რომ დაგელოდებოდი და შევასრულებ ჩემს სიტყვას. მაგრამ მე იქ გელოდები სადაც სიკვდილის შემდეგ მიდიან. მიყვარხარ\" წერილი ხელიდან გამივარდა, უცებ წამოვხტი ტატოს წელზე ვტაცე ხელი იარაღი წავართვი, შუბლთან მივიტანე, გამვკარი და არ გავარდა. სანამ მეორეჯეერ დავაწვებოდი სასხლეტს ნიკა ხელებში მეცა და იარაღი წამართვა. -კიდევ კარგი ტყვია არ იყო შიგ- ძლივს ამოიღო ხმა ტატომ. -გამაგრდი მათე.- მითხრა ნიკამ და ხელი გადამხვია. გადავეხვიე და ბავშვივით ავტირდი. დანარჩენს მოკლედ გიამბობთ. მეც ძალიან დავიგალე და ალბათ თქვენც ძალიან დაღალეთ. ჩვენი თავგადასავალი იმით დამთავრდა რომ ერთ თვეში თბილისში საქმე გავჭერით და დავიწვით. ნიკა პერესტრელკაში მოკვდა. ხელებში ჩამაკვდა. მე და ტატომ გულზე მისი სახე ამოვისვირინგეთ, მაგრამ ეგ ვერ დაგვიბრუნებდა ძმას. ტატო დაიჭირეს და სამუდამო მიუსაჯეს. ერთ კვირაში საკანში თავი ჩამოიხრჩო. მე კი ვზივარ და ამ ყველაფერს ვწერ. სიკვდილი მინდა , მაგრამ ჩემთვის არ იღება ის დამპალი კარი . მინდა მალე მივიდე ანისთან ნიკასთან და ტატოსთან. რომ ჩვენ ისევ ერთად ვიყოთ. მე კი დავათრევ უსულო სხეულს ამ ქვეყანაზე და ყოველ დილით გული მწყდება რომ ცოცხალმა გავიღვიდზე.


კატეგორია: სხვა | ნანახია: 841 | დაამატა: NARUTO2626:) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:26 PM
თქვენი IP: 3.94.77.30
თარიღი: 2024-03-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz