საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » საახალწლო სამზადისი)
9:32 PM
საახალწლო სამზადისი)
სულ მალე ახალი წელი მოდის, ყველა ოჯახში ფუსფუსია) მე შევეცდები ცოტათი დაგეხმაროთ ახალი წლის სუფრის გაწყობაში:DD პირველად დავიწყოთ ნამცხვრით))
შემოგთავასებთ უამრავ ნამცხვრის რეცებტებს
იმპერატორი

მასალა: 5 ც. კვერცხი, 3ს/კ.თაფლი, 4ს/კ.მაწონი, 1კგ. ფქვილი, 1კგ. შაქარი, 3 ც. მარგარინი, 1პ. მიწის თხილი, 1 პ. კაკაო და ვანილი, 1კგ. ვაშლი, 1ც. მოხარშული სგუშონი. ცომის მომზადება: ავიღოთ 7ჭ. ფქვილი+3ჭ. შაქარი++3ს/კ. თაფლი+4ს/კ მაწონი სოდასთან ერთად+5ც.კვერცხის გული+2პ. მარგარინი=კავაკეთოთ რბილი ცომი,შევდგათ მაცივარში 30 წთ...შემდეგ გვყოთ 3 ნაწილად და ცხიმ წასმულ ქაღალდზე გავიყვანოთ და გამოვაცხოთ. კრემი: 1პ.მარგარინი ამოვიყვანოთ კარგად და დავამატოთ ვანილი და სგუშონი. ბეზე:5ც. კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ კარგად 3ჭ. შაქართან ერთად და დავამატოთ 1კგ. ვაშლი გახეხილი. 1ფენას წავუსვათ კრემი, 2 ფენას ბეზე ყველა,3 ფენას კვლავ კრემი ,მიწის თხილი და მინანქარი.

სესილი

6კვერცხი, 2ჭ შაქარი, 4კოვზი თაფლი ან მურაბის წვენი, 100გრ კარაქი ან მარგარინი, 2ჩკ სოდა, ვანილი, 3სკ კაკაო, 5ჭ ფქვილი, ქიშმიში ნახევარი კოლოფი. გავაკეთოთ გოგლი მოგლი 6კვერცხით და ორი ჭიქა შაქარით,შევდგათ ორთქლზე თასით,დავუმატოთ თაფლი + კარაქი + სოდა + ვანილი, ვაცალოთ ცოტა ამოსვლა ორთქლზე + კაკაო + პ ფქვილი, შევზილოთ კარგად, ვაცალოთ 10 წთ. შემდეგ დავასხათ 1ჭ ფქვილ დაყრილ ჭურჭელზე და შევზილოთ. გავყოთ 5-6 ნაწილად და გამოვაცხოთ გაბრტყელებული ცალ–ცალკე. კრემი მოხარშული და ცივი ერთად+ქიშმიში, მივირთვათ გემრიელად ,ძალიან გემრიელი ნამცხვარია.

ატამი

6 კვერცხი, 1 ბანკა მაწონი, 400 გრამი მარგარინი, 1ჩ/კ სოდა. 5ჭ. შაქარი, ძმარი, ვანილი. ფქვილი, რასაც შეიზელს გამოვაცხოთ გუნდები და დავაწეპოთ პავიდლოთი. შემდეგ ამოვავლოთ წითელ და ყვითელ ფერში .მოვაყაროთ შაქარი. გემრიელად მიირთვით.

მიკი

10 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჭიქა ნახევარი ფქვილი, 1 ჭიქა ნახევარი შაქარი, ვანილი, სოდა ძმრით, 2 მოხარშული სგუშონი, 200 გრამი კარაქი. ავიღებთ 10 კვერცხის ცილას, გავაკეთებთ კარგ ბეზეს, დავამატებთ შაქარს, ვთქვიფავთ კიდევ კარგად, დავამატებთ თაფლს, ვანილს, სოდა ძმრით და ბოლოს ფქვილი. ელექტრო ღუმელს გავაცხელებთ კარგად 250-300 გრადუსამდე. ცხიმწასმულ ჟარუნაზე ანუ ცხიმში იგულისხმება ზეთი , დავასხამთ ზუსტად ორად გაყოფილ ცომის ნახევარს. ანუ ვასხამთ მთლიანი მასის ნახევარს და ვაცხობთ. ორივე ფირფიტა რომ გაცივდება კარგად, ამ დროს ვთქვიფავთ კარგად კარაქს, ვამატებთ ვანილს და ბოლოს ორივე სგუშონს ნელ–ნელა უსვამთ ფირფიტებს კარგად, ცოტას ზევიდან და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მინანქარი მოვასხათ.

პრეზიდენტი

ცომი: 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა შაქარი, 100 გრ გამდნარი კარაქი, 1 ჭიქა მაწონი, 1 კოვზი სოდა, 4 ჭიქა ფქვილი. გამოვაცხოთ 2 ნაწილად. ბეზე: 4 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, კარგად ავთქვიფოთ და გამოვაცხოთ 3 წთ–ის განმავლობაში. კრემი: 200 გრ კარაქი ავთქვიფოთ, შევურიოთ 2 ცალი სგუშონი (უმი)+1 ჭიქა გათლილი ნიგოზი. 1 ფენა+კრემი+ბეზე+კრემი+2ფენა+კრემი და ბოლოს დავახეხოთ შოკოლადი.

კიკიმორე

ცომი. 8 კვერცხი, 1,5 ჭიქა შაქარი, 100 გრ კარაქი, 2 ჭიქა არაჟანი, 1 ჩ/კ სოდა, 2 ჭიქა ფქვილი. დავასხათ კალკიან ჟარუნაზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება დავახეხოთ რომელიმე ხილი (მარწყვი, ვაშლი, ატამი და ა.შ.) და მოვაყაროთ გათლილი ნიგოზი. როცა გაცივდება წავუსვათ კრემი. (0,5 ჭიქა რძე, 3/4 შაქარი, 0,5 ჭიქა ფვილი წამოვადუღოთ და გავაცივოთ, შემდეგ შევათქვიფოთ 150 გრ კარაქი და ვანილი). ბოლოს მოვასხათ შოკოლადი.

N&N (ნუშით ნამცხვარი)

ავიღოთ თასი და ჩავფშვნათ შიგნით ერთი შეკვრა ნუშის ნამცხვრები, შემდეგ დავასხათ ზედ 200 გრამი ნატურალური ფორთოხლის, ანანასის ან ვაშლის წვენი, კიდევ დავასხათ 100 გრამი გამდნარი კარაქი, შემდეგ ავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად და გავაჩეროთ 5 წუთი. მერე გადავიღოთ ჭიქებში. გემრიელად მიირთვით :

სნიკერსი

3 ცალი კვერცხი, 1,5 კგ შაქარი, გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, შევურიოთ პაჩკა ნახევარი შერბილებული მარგარინი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი სოდა, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, არც თხელი და არც სქელი, ცომი უნდა იყოს ნაზი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ–ცალკე, ჟარუნაზე დავაფინოთ კალკის ქაღალდი და ცომი გავაბრტყელოთ ხელით. კრემი: 2 ქილა მოხარშული სგუშონი+პაჩკა ნახევარი მარგარინი+ვანილი. მოხალული ნიგოზი და ბოლოს მინანქარი.

კარაკული

ცომი: 300 გრ მარგარინი გავთქვიფოთ მიქსერით,+1 ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული, 1 ს/კ სოდა, შევაზილოთ 4 ჭიქა ფქვილი. ცომი გავყოთ ორად, ერთი დიდი, მეორე შედარებით პატარა. გული: 4 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ 1 ჭიქა შაქრის პუდრი, მივიღებთ ბეზეს+1 ჭიქა დათლილი ნიგოზი, 5 ს/კ ჯემი, ვანილი. ჟარუნაზე დავაფინოთ კალკის ქაღალდი, მასზე დავაფინოთ დიდი ცომი, დავაფინოთ გულსართი და დავაფინოთ პატარა ცომის გუნდა. გამოვაცხოთ.

ლიმნის ნამცხვარი

200 გრამი რბილი კარაქი,200 გრამი არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ორნახევარი ჭიქა ფქვილი ხელით მოვზილოთ, გავყოთ ორად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ მრგვალ ტაფაზე. გაბრტყელების შემდეგ, 1 ცალ ლიმონს გამოაცალეთ კურკები, გაატარეთ და დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი. შემდეგ გაბრტყელებულ ცომს წაუსვით გატარებილი ლიმონი, დაფარეთ თავზე მეორე ფენა, შედეთ ღუმელში დაელოდეთ სანამ გამოცხვება და ამის შემდეგ მოაყარეთ პუდრა.

ნაპოლეონი

1ჭ. თბილი წყალი, კოვზის წვერზე სოდა, ამდენივე მარილი, ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ რბილი ცომი. ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად, თითოეული ცომის ნაწილში ჩავდოთ, გულის ერთი ნაწილი და შევუკრათ პირი, ხაჩაპურისებურად გავაბრტყელოთ, შემდეგ დავდოთ მაცივარში, 15 წუთით.ბშემდეგ გამოვიღოთ და ისევ გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ გაწითლებამდე. გული: 300გრ. მარგარინი+1,5ჭ ფქვილი, ავსრისოთ და გავყოთ 3-4 ნაწილად. კრემი მოხარშული: 2კვ.+2ჭ.შაქარი გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შემდეგ 4 სუპრის კოვზი ფქვილი +1ლ თბილი რძე. ავურიოთ სწრაფად, რომ არ აიჭრას, დავდგათ ნელ ცეცხლზე, და განუწყვეტლივ ვურიოთ ერთი მიმართულებით.

ნამცხვარი ზებრა

ხუთი მთლიანი კვერცხისა და ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგოლი-მოგლი,დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი. შემდეგ კარგად ავზილოთ კოვზით (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის). ცომი გავყოტ შუაზე. ერთ ნახევარს შევაზილოთ ორი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გავაგრძელოთ, სანამ ცომი დამთავრდება. ყალიბი შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობათ როცა გამოცხვება, ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი რომელიც შემდეგნაირად მზადადება: ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ სამი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 4 სუფრის კოვზი რძე ან წყალი. დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრამი კარაქი, წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს.

ხილის ტორტი ...

ავიღოთ პეჩენია (ზაკუსკა ) და პატარა ნატეხებათ დავამტვრიოთ,აურიოთ პეჩენიის ნაწილი კრემში და მოვალაგოთ გაშლილ ვაზაში,მოვაყაროთ კუბიკებათ დაჭრილი ბანანი,კომპოტის ატმები,(ისიც კუბიკებათ დაჭრილი)და რაც შეიძლება ბევრი მიწის თხილი ან კაკალი,მოვალაგოთ პეჩენია და გადაუსვათ კრემი,ასე გავაკეთოთ ფენა-ფენა,ზემოდან კრემი უნდა იყოს,რომელსაც მოვაყრით კაკალსა და გახეხილ შოკოლადს.კრემი:1ლ რძე,1ჭ შაქარი, 1ჭ ფხვილი,ვანილი და 100-150გრ კარახი.შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში შემდეგ გავხსნათ რძეში,შევდგათ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ.როცა გაცივდება შევურიოთ კარაქი და ვანილი. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ.

ჩიტის რძე, ვიდეო რეცეპტი


ვარდი


decoraçao com chantily



ხელსახოცების ლამაზად დაკეცვა)







გოზინაყი

ახლოვდება ახალი წელი.
ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია გოზინაყის გარეშე.
გთავაზობთ გოზინაყის რეცეპტს.
ავიღოთ ღია ფერის მსხვილი ნიგოზი. იმისათვის, რომ გოზინაყი გამოვიდეს ღია ფერის , საჭიროა მოვაცალოთ ნიგოზს კანი. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუ გვინდა რომ ნიგოზი ადვილად გაიფცქვნას, დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 2 წუთი და მერე დავასხათ ცივი წყალი. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეცვლება გემო. გაფცქვნის შემდეგ დავჭრათ ნიგოზი.
დავყაროთ ნიგოზი გაცხელებულ თუჯის ტაფაზე და შევწვათ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ.
გადმოვყაროთ ნიგოზი ტაფიდან.
ტაფაზე დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ 2 ჩ/კ შქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ.
როცა თაფლი გათხელდება და დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ და გავაგრძელოთ მორევა სანამ არ გაცივდება.
ასე გავიმეოროთ 3-ჯერ.
მესამედ გაცივების შემდეგ თაფლი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავაყაროთ ნიგოზი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი.
ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული დაფა. დავასველოთ ის წყლით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გოზინაყი ადვილად მოძვრეს დაფიდან. გადმოვიღოთ ტაფიდან თაფლში არეული ნიგოზი, დავდოთ სველ დაფაზე და დავიწყოთ გაბრტყელება ცომის სველი გასაბრტყელებლით. თავიდან ადვილი გასაბრტყელებელია, სანამ თაფლი არ გასქელდება. ამიტომ საჭიროა მალე გავაბრტყელოთ, რომ თაფლი არ გაგვიცივდეს.
გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმაზე.
ცოტა დავაცადოთ გაცივება და დავჭრათ რომბებად.
დავაწყოთ თეფშებზე.
გემრიელად მიირთვით!
[img]http://hotimg23.fotki.com/a/188_169/196_122/-.jpg[/img]
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1828 | დაამატა: Gabi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 1:55 PM
თქვენი IP: 18.191.174.168
თარიღი: 2024-04-25
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz