საიტის მენიუ

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 6 » როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს სწავლის მძიმე ტვირთი და შევუნარჩუნოთ ბავშვობა
9:57 PM
როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს სწავლის მძიმე ტვირთი და შევუნარჩუნოთ ბავშვობა
უკვე ლამის ღამის 10 საათია და წიგნები და რვეულები ჯერ კიდევ გადაშლილი აქვს. მთელ დროს პატარა ნინიკო სწავლას უთმობს. სასეირნოდ და ეზოში ჩასასვლელად უკვე დიდი ხანია, აღარ სცალია.ასეა ყოველდღე, მთელი წლის განმავლობაში.


სკოლის საოცარი პერიოდი
დღეს პრაქტიკული და საზრიანი მშობლები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ შვილს საუკეთესო განათლება მისცენ - არ ზოგავენ არც თანხებს და არც ენერგიას. ბავშვისთვის საუკეთესო სკოლას, ლიცეუმსა თუ გიმნაზიას არჩევენ და იმაზე არც ფიქრობენ, დაძლევს თუ არა მათი შვილი კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას. ყველა ბავშვი ხომ ინდივიდია და განსხვავებული შესაძლებლობები აქვს! ზოგი ადვილად ითვისებს და საშინაო დავალებას, სხვათა შორის, საქმეებს შორის აკეთებს. ასეთი ბავშვებისთვის არაფერია ისწავლოს ერთდრულად სკოლაშიც, იაროს სპორტზე, მუსიკაზე და სამხატვრო წრეზე. ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე, დადგენილი ეტალონი თუ წესი. ბავშვების უმეტესობა ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს და სკოლის დავალებებს ვერ ძლევს, ამიტომაც ხშირად მიმართავენ მშობლები კერძო მასწავლებლებს, ე.წ. რეპეტიტორებს. თითქოს ცუდი მიდგომა არ არის - გაუკვალო შვილს გზა მომავლისკენ და რაც შეიძლება ბევრი შესძინო. მაგრამ ხშირად ცოდნის მიღება ბავშვისთვის არა მარტო მიზანი ხდება, არამედ ცხოვრების წესი, ლამის აკვნიდან. ამ დროს ბავშვს უფრო მეტი ვალდებულება უჩნდება, ვიდრე უფლება, და მისი ცხოვრება საოცრად წააგავს უფროსი ადამიანისას. აბა დააკვირდით - სწავლა, სამსახურის ნაცვლად, ხელფასის მაგივრად - ნიშნები, შედეგად კი იგივე სტრესი და გადაღლა. ერთადერთი ისაა, რომ, ჩვენგან, უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვები გადატვირთვაზე უფრო სწრაფად და აშკარად რეაგირებენ.

შედეგები
აი,ტიპიური ნიშნები იმისა, რომ თქვენი შვილი ვერ უმკლავდება მასზე დაკისრებულ ზედავალებებს:
ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები;
ხშირი ავადმყოფობა;
ჩამორჩენა სწავლაში;
ემოციური გაუწონასწორებლობა (კაპრიზულობა, მოთენთილობა, ისტერიკები)
ნაცნობი სურათია? სამწუხაროდ, ბევრისთვის. ერთ-ერთი ამ ნიშანთაგანიც კი უკვე საფუძველია იფიქროთ, რომ ბავშვი მისახედია.
კეთილი ზრახვები
საშინაო დავალება უკვე პირველი კლასიდან ეძლევათ ბავშვებს. საშუალოდ დაწყებითი კლასის მოსწავლე, საშინაო დავალების შესრულებას უნდა ანდომებდეს 20 წუთს თითო საგანზე. ვამრავლებთ 4-ზე - გამოვიდა საათი და 20 წუთი დღეში. ხშირად მხოლოდ მასწავლებლები არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ ბავშვები სახლში წიგნებთან მთელ დღეს ატარებენ. ეს ხშირ შემთხვევაში მშობლის ბრალიც არის. სანამ დედა სასურველ შედეგს არ მიიღებს, შეუძლია ასჯერ გადააწერინოს ბავშვს დავალება. ამასთან შეცდომების რაოდენობა კი არ მცირდება, პირიქით - იმატებს, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე გადაღლილია. არსებობს კი გადატვირთვასთან ბრძოლის რაიმე მეთოდი? რა თქმა უნდა, არსებობს! პირველ რიგში, ნუ დაუსახავთ ბავშვს შეუსრულებელ მისიას. ნუ დააკისრებთ მას თქვენი ამბიციების ტვირთს, მოწაფის სოციალური პოზიცია თანდათანობით უნდა ვითარდებოდეს. არ უმეოროთ განუწყვეტლივ სიტყვები " უნდა გააკეთო..."; "ვალდებული ხარ..." ერთადერთი, რაც მართლაც უნდა აკეთოს ბავშვმა, ის არის, რომ უნდა იყოს ის, რაც არის და არა მანქანა, რომელიც მექანიკურად ითვისებს ცოდნასა და უნარებს. იმ ბავშვებისთვისაც კი, ვინც უცებ ითვისებს და ადვილად სწავლობს, აუცილებელია თავისუფალი დრო. მეორეც, არ უნდა გაუსვათ ხაზი და "ჩაიციკლოთ" თქვენი შვილის წარმატებას ან წარუმატებლობაზე. მას აქვს უფლება შეეშალოს, მიიღოს "ორიანი" - ეს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო მომენტია. თუ ხედავთ, რომ ბავშვი გადაღლილია და გაკვეთილები მეორე დღისთვის ჯერ კიდევ მოუმზადებელი აქვს, დაივიწყეთ და დაავიწყეთ ცოტა ხნით მას ეს. ბევრად მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ თქვენი შვილის ემოციურ მდგომარეობას, ვიდრე მის მოსწრებულობას.
როგორ დავეხმაროთ?
გონივრული ორგანიზება გაუკეთეთ ბავშვის მიერ შასასრულებელ საშინაო დავალებას: ნუ დაიწყებთ მეცადინეობას ყველაზე რთულით.
დააჩქარეთ პროცესი, მაგალითად, უკარნახეთ მაგალითები. წაუკითხეთ დავალება, ხან მოუყევით კიდეც - ასე ბევრად მარტივად და უცებ აითვისებს ბავშვი დავალებას. ნუ დააძალებთ ბავშვს რამდენჯერმე გადაწეროს დავალება, რაც უნდა "უსუფთაოდ" ჰქონდეს ის შესრულებული. შეეცადეთ თავიდანვე ისე განაწყოთ ბავშვი, რომ აკურატულად დაწეროს სავარჯიშო. ხშირად შეაქეთ, აუმაღლეთ ბავშვს თვითშეფასება. ასე თქვენ მის პოტენციალსაც აამაღლებთ.

ჟურნალი "და ქალი"
ოქტომბრის ნომერი
P.S არ ვიცი რაში გამოგადგებათ მაგრამ მგონი საინტერესოაა..

კატეგორია: სხვა | ნანახია: 752 | დაამატა: Emma | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

2 tatii tumanishvili  Emma  (2011-11-07)

Madloo b *::*

1 keti gvalia  Princess  (2011-11-06)

kaia yochaag
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 9:21 AM
თქვენი IP: 54.82.20.97
თარიღი: 2024-03-29
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz