საიტის მენიუ

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » "ალო, 2- 20-ია?" ანუ რატომ ვამბობთ "ალო"-ს ტელეფონით მისალმებისას? »
11:29 PM
"ალო, 2- 20-ია?" ანუ რატომ ვამბობთ "ალო"-ს ტელეფონით მისალმებისას? »

გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ვამბობთ ტელეფონის, მობილურის აღებისას მაინცდამაინც სიტყვა "ალოს"?

თურმე თავიდან, როცა ტელეფონი ის-ის იყო გამოიგონეს, მის ზარზე პასუხობდნენ სიტყვით "ექოი!" სწორედ ამ სიტყვით მიესალმებოდა ტელეფონის ამერიკელი გამომგონებელი, ალექსანდრ ბელი ერთი ხაზიდან მეორე ხაზის ბოლოში მოსაუბრეს. ეს სიტყვა საზღვაო ჟარგონიდან მოდის და სავარაუდოდ "ეი, მანდ გემბანზე!"-ს ნიშნავს.

ბელის კონკურენტმა, ტომას ედისონმა კი, რომელმაც თავისი თანამემამულის გამოგონება დახვეწა, სატელეფონო მისალმებაც შეცვალა და "ექოი" სიტყვა "ჰელოუთი" ჩაანაცვლა.სხვათა შორის, გადმოცემის თანახმად სწორედ სიტყვა "ჰელოუ" ჩაწერა პირველად ედისონმა თავის კიდევ ერთ გამოგონებაში, ფონოგრაფში. ტელეფონოგრაფიის სწრაფ განვითარებასთან ერთად სიტყვა "ჰელოუ" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სატელეფონო სიტყვად დამკვიდრდა.
თუმცა ეს სიტყვა სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფონეტიკური ნორმების მიხედვით სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა.
მაგალითად, ფრანგები "ალოს" ამბობენ, ვინაიდან მათ ენაში ასობგერა "ჰ" არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს ანბანში "ჰაე" მოგვეპოვება, ჩვენთვისაც "ალო" გახდა ტელეფონში მისასალმებელი სიტყვა (თუ არ ჩავთვლით, სიტყვებს "გისმენთ", "ბატონო" ან "რომელ უჭირავს ტრუბკა?":))
ასე რომ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში დარჩა თავდაპირველი სახით სიტყვა "ჰელოუ".
იტალიელები ყურმილის აღებისას ამბობენ "პრონტო"-ს, ჩვენებურად "მზად ვარ!", ბერძნები- "ემბროს"-ს ანუ "წინ!", იაპონელების სატელეფონო მისალმება ასე ჟღერს- "მოსი-მოსი!"- "ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ!", თურქების მისალმება კი ქართულად "ბატონო"-ს ნიშნავს- "ეფენდი!"
კატეგორია: სხვა | ნანახია: 688 | დაამატა: usergirl | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

3 nia mijishvili  Lovelightweight  (2011-12-24)

dzalian sainteresoa happy

2 lanka chakhvashvili  usergirl  (2011-12-23)

biggrin biggrin

1 PrincessK News.My1.Ru  Princess  (2011-12-23)

Momwons saintereo iyo
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 2:53 AM
თქვენი IP: 3.138.113.188
თარიღი: 2024-04-19
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz